x
image
არჩილ ვერულიძე
"როცა ვტირი, ჩემი საკუთარი ცრემლები რეაქციას იწვევს – სახე მიწითლდება და მეწვის" - გოგონა, რომელსაც წყალზე ალერგია აქვს

image
15 წლის ამერიკელ აბიგაილ ბეკს აქვს აკვაგენური ჭინჭრის ციება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც წყლის ალერგია. გოგონას ჩვეულებრივ არ შეუძლია შხაპის მიღება, წყლის დალევა, ტირილი და წყალთან ურთიერთობა. გოგონას სიმპტომები სამი წლის წინ გამოუვლინდა და მხოლოდ ახლა დაუსვეს დიაგნოზი.

image
15 წლის ამერიკელი აბიგაილ ბეკი იტანჯება აკვაგენური ურტიკარიით. (იგივე ჭინჭრის ციება). უკიდურესად იშვიათი დაავადება, რომელიც 200 მილიონიდან ერთ ადამიანს აწუხებს, იწვევს ჭინჭრის ციების წარმოქმნას, როდესაც კანს ეხება წყალი. გოგონას სიმპტომები სამი წლის წინ გამოუვლინდა დიაგნოზი კი რამდენიმე თვის წინ დაუსვეს ექიმებმა.
image
აბიგეილის თქმით, როცა მას წვიმის წვეთები ხვდება ან შხაპს იღებს, ისეთი გრძნობა აქვს თითქოს მჟავას ასხამენ კანზე. ყოველ ჯერზე, როცა იგი წყალთან შეხებაშია სხეულზე ათობით წითელი ბუშტუკი უჩნდება. წყლის ნაცლად, ის სვამს ენერგეტიკულ სასმელებს და ბროწეულის წვენს, რომლებიც არ შეიცავს ბევრ წყალს.
image
აბიგეილი ამჟამად ღებულობს ანტიჰისტამინებსა და სტეროიდებს ალერგიის დასამარცხებლად. "ჩემი დაავადება აკონტროლებს ჩემს ცხოვრებას, მაგრამ მე არ მინდა ეს. თუ წყალს ვსვამ, თავს ცუდად ვგრძნობ, მკერდი ძალიან მტკივა და გულისცემა მიჩქარდება. როცა ვტირი, ჩემი საკუთარი ცრემლები რეაქციას იწვევს – სახე მიწითლდება და მეწვის. ბოლოს წყალი დავლიე ერთი წლის წინ და მას შემდეგ ვამოწმებ ყველა ეტიკეტს ინგრედიენტებზე. მეშინია, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს კონტროლიდან გამოვა, ვერავინ გაიგებს რა გააკეთოს - მათ შორის მეც, " - ამბობს გოგონა
image
ისტორიის მანძილზე ამ დაავადების 100-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება სექსუალური გარდატეხის ასაკში. ამ ტიპის ჭინჭრის ციების იშვიათობის გამო, ცოტა რამ არის ცნობილი მის შესახებ, ისევე როგორც მკურნალობის მეთოდების შესახებ. ჯერჯერობით ეფექტური მეთოდების ჩამონათვალში შედის ანტიჰისტამინური საშუალებები, ულტრაიისფერი გამოსხივებით მკურნალობა, სტეროიდები, დამცავი კრემები, ფოტოთერაპია. „ვცდილობ ვიყო პოზიტიური და ვიცი, რომ თუ ცუდი რამ დამემართება, ჩემ გარშემო მყოფები ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათ შეუძლიათ“, - ამბობს აბიგაილი.


6
74
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
74
  
2022, 17 მაისი, 16:05
იმდენი სიკეთე თქვენ და მე, რამდენიცაა...
2022, 17 მაისი, 15:00
გაუმართლა, რომ სადმე მიყრუებულ და ჩამორჩენილ ქვეყანაში არ ცხოვრობს. ვინ იცის, იქნებ კიდევ არის სადმე ასეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.
2022, 17 მაისი, 14:54
უიშვიათესი დაავადებაა როგორც ვიცი, დედა და და ექიმები არიან და წაკითხულიც მაქვს ამაზე.
ბავშვია, თან და იმედია გამოინახება რამე საშველი.
2022, 17 მაისი, 14:43
იმედია კარგად იქნება. არ გაუმართლა სამწუხაროდ.
2022, 17 მაისი, 14:33
რა ლამაზი ბავშვია, ჯანმრთელობას ვუსურვებ.
0 1 6