x
image
არჩილ ვერულიძე
ტერაკოტის დიდებული არმია, რომელიც მნახველებს აოცებს თავისი უნიკალურობით

imageამგვარმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ შეიძლება ნებისმიერი მკვლევარი გააოგნოს.
image

მრავალათასიანი მეომართა არმია ცხენებთან და კარგად შესრულებულ აღჭურვილობასთან ერთად, უდავოდ, მე-XX საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე დიდი აღმოჩენაა.
image
უზარმაზარი ჩინური არმია შემთხვევით აღმოაჩინეს 1974 წელს ლიშანის მთაზე წყლის ჭარბურღილის შექმნისას. როგორც ჩანს, ეს საოცარი აღმოჩენა იყო იმის მანიშნებელი, რომ ჩინეთი მიზნად ისახავს დაიპყროს მსოფლიო თავისი მასშტაბებითა და მაჩვენებლებით უახლოეს მომავალში.
image
ბორცვზე გათხრები რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს და აი, რა არის ამ დროისთვის ცნობილი საოცარი არმიისა და თავად ძეგლის შესახებ:

- მთა ლიშანი არ არის მხოლოდ სამარხი, არამედ ადამიანის ხელით შექმნილი ნეკროპოლისია პირველი და ყველაზე ცნობილი ჩინეთის იმპერატორის ცინ ში ჰუანგისთვის;

- იმპერატორთან ერთად, რომელიც ძვ.წ 210 წელიდან განისვენებს სამარხში, დაკრძალეს 47 ხარჭა, რამდენიმე ტონა ძვირფასეულობა და გამოყენებითი ხელოვნების საგნები, ასევე 8 ათასზე მეტი ტერაკოტი
მეომარი;


- ქანდაკების მასალა ზოგიერთი ნაწილისთვის აღებულია ლიშანის მთიდან, რომელიც დღემდე შეიცავს უამრავ თიხას;

- რვაათასიანი არმიის თითოეული მეომარი უნიკალური იყო.
image
და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები! ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ტერაკოტის არმიის თითოეულ მეომარს აქვს სახის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისინი ასევე განსხვავდებიან შეიარაღებით (ხმალი, არბალეტი ან შუბი) და განსხვავდებიან წოდებითაც კი - არიან რიგითი ჯარისკაცები და არიან ოფიცრები.
image
მათი ტანსაცმელი, ფორმა, კოსტიუმების დეტალები და ჯავშანი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. სავარაუდოდ, ქვეითთა ​​ქანდაკებები იმპერიის სხვადასხვა კუთხეში შეიქმნა, შემდეგ კი გადატანილი იქნა ნეკროპოლისში. ეტლების მხედრებისგან განსხვავებით, რომლებსაც მთასთან ამზადებდნენ მათი გადაადგილების გასაადვილებლად.
image
არმიის შექმნა რიტუალური გახლდათ. სხვადასხვა წოდებისა და უნარების მქონე მეომრებს უნდა დაეცვათ იმპერატორი სიკვდილის შემდეგ. ახლა პავილიონი ტერაკოტის არმიით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე. ათასობით გამორჩეული თიხის მეომარი გაქვავებულა უხილავი საფრთხის მოლოდინში. თითქოს გამოღვიძების ჟამს ელიან.

ცინ ში ჰუანგის საფლავის კომპლექსი პირველი იყო იუნესკოს სიაში შეტანილი ჩინური ძეგლებიდან და ქვეყანა ტურისტების სოლიდური ნაკადით უზრუნველჰყო.





0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0