x
image
არჩილ ვერულიძე
დახვეწილი მეომრები: რაც არ იცოდით ან არასწორად გესმოდათ სამურაების შესახებ

image
სამურაები, ნინძები, გეიშები, იმპერატორები, რონინინები. იაპონია და მისი კულტურა ყოველთვის ნამდვილი საიდუმლო იყო ადამიანეთა უმეტესობისთვის. გარდა ამისა, აღმოსავლეთის კულტურა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად, ითხოვს მისი საიდუმლოებების შესწავლას.

დასავლეთში აქტიური შეღწევის პერიოდში ბევრი წვრილმანი ყურადღების გარეშე დარჩა. მაგალითად, იცოდით, რომ გეიშები არასოდეს ყოფილან მეძავები, მაგრამ იყვნენ „ხელვანები? “ (პირდაპირი თარგმანი.) ასევე გახლავთ სამურაების შემთხვევაშიც. მათ შესახებ ბევრი რამაა დამახინჯებული ევროპელი ადამიანის გონებაში. ამ სტატიაში მოგითხრობთ, რა მითები და ლეგენდები არსებობს მათ შესახებ და რა შეესაბამება სიმართლეს მათ შორის.

სამურაები არ იყვნენ დაქირავებული მკვლელები
image
ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც შორს არიან იაპონური კულტურისგან და, პრინციპში, არ ესმით ყველა ასპექტი, აქვთ მოსაზრება, რომ სამურაები უბრალოდ ხმლებით შეიარაღებული ნინძები იყვნენ. სინამდვილეში, ნინძები იყვნენ მკვლელები, ხოლო სამურაები უფრო პროფესიონალი მეომრები.

მათ ქირაობდნენ პირად დაცვაში, სასახლის დასაცავად, სამოქალაქო დაპირისპირების მოსაგვარებლად, აჯანყებების ჩასახშობად და თუნდაც გარე საზღვრების დასაცავად.

ასეთ მეომრებს ჩვეულებრივ ბუსის ან ცუანომოს ეძახდნენ. ეს სიტყვები ნიშნავს "ადამიანს იარაღით." სიტყვა „სამურაის“ გამოყენება ჰეიანის ეპოქის პერიოდში (794-1185 წწ.) დაიწყეს. სამხედრო სამსახურში ქალებიც იყვნენ.
image
შემდეგ სახელმა შეიცვალა მნიშვნელობა - "სამურაი" უფრო სამხედრო სამსახურში მყოფ ადამიანს ნიშნავდა. როგორც წესი, კარისკაცი, მაგრამ მეექვსე რანგის ქვემოთ მყოფი. ანუ უმეტესწილად წვრილმანი მოხელეები იყვნენ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამურაის სამსახური პრესტიჟული იყო. ყოველ შემთხვევაში იმიტომ, რომ ბუდიზმში ცოცხალი არსებების მკვლელობა დაგმობილია, ხოლო შინტოიზმში არ შეიძლება საკუთარი თავის დაბინძურება სისხლითა და სიკვდილით.

ყველაფერი შეიცვალა სიოგუნატის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ქვეყნის მმართველობის ფორმა, რომელშიც ყველაფერს არსებითად სამხედრო მმართველი აკონტროლებდა, მე-XII საუკუნიდან შვიდი საუკუნის განმავლობაში არსებობდა.

საინტერესოა, რომ ედოს პერიოდში (1603 - 1867 წწ.) გამოირჩეოდა ოთხი ძირითადი კლასი: მეომრები, გლეხები, ხელოსნები და ვაჭრები. მაგრამ სამურაი მაშინ ცალკე ქვეკლასად იქცა: მათ ჰქონდათ პრივილეგიები და ზოგადად კლასმა შეიძინა პრესტიჟი. ამიტომ, სამურაებმა შემდეგ მასიურად შეაღწიეს ქვეყნის კულტურაში.

სამურაი - არა თითოეული, მაგრამ თითქმის ყველა სურვილის შემთხვევაში

image
თავდაპირველად სამურაებსა და ქვეყნის გლეხობას შორის უფსკრული იყო. სამურაის ჰქონდა გვარი და ყველაზე დაბალი სასამართლო წოდებაც კი. მაგრამ დრო გავიდა და თანდათან უფსკრული თითქოს ვიწროვდებოდა. იყო შემთხვევებიც, როცა გლეხები სამურაები გახდნენ.

უფრო მეტიც, მეომარი პროვინციების პერიოდში, ხალხის მუდმივი დეფიციტის გამო, გლეხების აყვანა დაიწყეს სამურაების რიგებში. მათ ეწოდებოდათ "სინ-სამურაი" (ანუ ახალი სამურაი) ან "ჯი-სამურაი" (ანუ მიწის სამურაი).

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ტოიოტომი ჰიდეიოშიმ, თავად დაბალი ფენის წარმომადგენელმა, გლეხებს აუკრძალა იარაღის ტარება, ჩამოართვა მათ ხმლები და აუკრძალა სამურაებს სოფლის მეურნეობით დაკავება. მშვიდობიანობის დროსაც კი. ამიტომ, ბევრს არჩევნის გაკეთება მოუხდა: საფლის მეურნეობით ერჩინა ოჯახი თუ სამუდამოდ ემსახურა და ვასალი გამხდარიყო.

image
მაგრამ ედოს ეპოქაშიც კი შეიძლებოდა სამურაების კლასში შეღწევა. მაგალითად, რომელიმე სამურაის შეეძლო ფულის სანაცვლოდ შვილად მიეღო ადამიანი, ასევე შეიძლებოდა ოჯახის საგვარეულო ხის ყიდვა გაღარიბებული სამურაისგან.

სამურაი - პოეტები
image
დიახ, მართლაც, ბევრია ცნობილი სამურაი, რომლებიც ხელოვნებისკენ მიისწრაფოდნენ. უფრო მეტიც, უმაღლესი კლასების წარმომადგენლებს შორის, საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული იყო პოეზიის შედგენის უნარი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ სამურაი გლეხობიდან იყო, მაშინ ის ძნელად გახდებოდა ფილოსოფოსი.

ბევრი მეომარი სიკვდილამდე წერდა ლექსებს მარადისობისა თუ გულისწორის შესახებ და საერთოდ, პოეზიის ცოდნა მეორე იარაღად ითვლებოდა. ანუ ხმლის ოსტატი მიამოტო მუსაშიც კი წერდა, რომ მეომრის გზა ფუნჯისა და ხმლის ბილიკების შერწყმაა.

ასევე, სამურაები ხშირად აწყობდნენ პოეტურ შეჯიბრებებს „რენგას“.
image
მათ, ისევე როგორც ყველა ადამიანს, ეშინოდათ სიკვდილის
image
დიახ, სამურაებიც ცოცხალი ადამიანები იყვნენ და არა ბერსერკები. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის წინაშე შიშის დაძლევას დიდ პატივს სცემდნენ, როგორც მეომრის ვაჟკაცობას, მაინც ბუნებრივია, რომ ადამიანს ეშინოდეს აღსასრულის.

ამავდროულად, იაპონიაში სიკვდილისადმი დამოკიდებულება დიდწილად დამოკიდებულია რელიგიაზე. ბუდიზმის ფილოსოფია გვეუბნება, რომ სიცოცხლე წარმავალია, მაგრამ სიკვდილი არის გზა ახალი დაბადებისკენ. ტრაქტატი "ჰაგაკურე", მაგალითად, იწყება სიტყვებით "მე მივხვდი, რომ სამურაის გზა სიკვდილია". მეორე მსოფლიო ომის დროს კამიკაძეები ამ გამონათქვამს ლოზუნგად იყენებდნენ.
image
საინტერესოა, რომ სამურაის სახელით სიკვდილთან გაბედული შეხვედრის კულტი დაიწყო მხოლოდ ედოს ეპოქაში - მაშინ თითქმის არ ყოფილა კონფლიქტები, ისევე როგორც ომები. მანამდე ბევრი სამურაი სიკვდილის შიშით გარბოდა ბრძოლის ველიდან, რადგან არსებობს გამოთქმაც კი, რომ სიკვდილს აზრი არ აქვს, თუ არავინ იცის ამის შესახებ:

ამასობაში, ბატონი იამადა ისე იბრძოდა, რომ თითქოს მას ცეცხლის ალი უნდა მოსდებოდა და მრავალი მტერი მოაკვდინა, მაგრამ დაინახა რა, რომ თავისიანები აღარსად იყვნენ: „მე, შიგესადას განზრახული მქონდა ბრძოლაში სიკვდილი - მაგრამ რატომ უნდა მოკვდე, როცა ირგვლივ შენიანებიდან აღარავინ დარჩა? ” - იაპონური თქმულება ომებისა და აჯანყებების შესახებ.
image
საკუთარი ღირსების კოდექსი
image
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითი სამურაის შესახებ ბუსიდოს ეხება - ღირსების კოდექსს. ის შეიქმნა იმავე ედოს ეპოქაში, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე პრივილეგირებული სტატუსის როგორმე გამართლება იყო საჭირო.

ეს კოდექსი ასევე გამიზნული იყო ახალგაზრდა სამურაების დასაშოშმინებლად, რომლებსაც მხოლოდ ფული, გარეგნობა და ქალები ადარდებდათ. სწორედ მაშინ გამოჩნდა კოდექსიც. იდეალური სამურაი უნდა ყოფილიყო თავდადებული თავისი ბატონისადმი, მზად უნდა ყოფილიყო თავგანწირვისთვის და არ უნდა შესშინებოდა სიკვდილის.
image
ბუსიდო ყველაზე პოპულარული გახდა 1920-1945 წლებში. ეს იყო დახვეწილი პროპაგანდა, რომელიც მუშაობდა, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იმ დროს იაპონელი სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოები ღიად ამბობდნენ, რომ იაპონელების თავგანწირვა და იმპერატორისადმი ერთგულება სწორედ ბუსიდოს კოდექსიდან მომდინარეობდა.

ბუსიდოს მითის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა ნიტობე ინაზომ, რომელმაც კოდექსი თარგმნა უცხოელი მკითხველისთვის. ზოგადად, ევროპელებმა დაინახეს, რომ მეომრის ეს გზა დიდად არ განსხვავდება რაინდობისაგან. მაგრამ სინამდვილეში მათ მცირე საერთო ჰქონდათ სამურაების რეალურ პრინციპებთან. სამურაებს შეეძლოთ მოეთხოვათ თავიანთი სიუზერენისგან ვალდებულებების შესრულება, ასევე მეზობელი მიწების წართმევა. ყაჩაღობას ასევე ჰქონდა ადგილი გასართობ პროგრამაში.

კატანა, როგორც მეორე ხელი
image
სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება თითქოს კატანას თითქმის ჩვენი ეპოქის დასაწყისიდან იყენებდნენ სამურაები, თავიდანვე მათ ჰქონდათ მშვილდ-ისრები. ცხენზე ამხედრებულნი იბრძოდნენ.

კატანას, უფრო სწორად, მისი წინამორბედის დაიტოს გრძელი ხმლის გამოყენება დაიწყელს მე-XIV აუკუნეში. მაგრამ ეს ხმალი არ იყო მოსახერხებელი საცხენოსნო ბრძოლებში გამოსაყენებლად, ამიტომ მშვილდი კვლავ გაბატონებული იარაღი გახლდათ. შუბებიც აქტიურად გამოიყენებოდა.

ხმალს ძირითადად ახლო ბრძოლაში იყენებდნენ, როცა ცხენიდან ჩამოსვლა უხდებოდათ. ხმალი, უმეტესწილად, მხოლოდ დამარცხებულ მტრებისთვის თავის მოსაკვეთად სჭირდებოდათ, რათა შემდეგ დამსახურების მტკიცებულებად ეჩვენებინათ ბატონისთვის.

კატანა, თავის მხრივ, მასობრივ გამოყენებაში შევიდა უკვე ედოს ეპოქაში და უფრო სტატუსის მაჩვენებელი იყო, ვიდრე იარაღი. მსოფლიოში დადის ისტორიები იმის შესახებ, რომ სამურაის შეეძლო კატანას დაჭერა უბრალოდ ხელის გულებს შორის მისი მოქცევით. მაგრამ ეს მხოლოდ მითია. ოღონდ არა დოჯოს სკოლის მითი, რომელშიც ბამბუკის ხმლებით ასწავლიდნენ ხმლის გამოყენების ხელოვნებას.

თავისუფალების არმქონე ადამიანები
image
მიუხედავად იმისა, რომ სამურაები თავიანთი ბატონის სამსახურში იყვნენ, ისინი მთლიანად არ იყვნენ მასზე დამოკიდებულნი. და სურვილის შემთხვევაში მათ შეეძლოთ ბატონის გამოცვლა თუ, მაგალითად, მათი სიუზერენი ძუნწი ან სუსტი გახლდათ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ედოს ეპოქამდე სამურაები ძირითადად ომებიდან შოულობდნენ ფულს და ამით კვებავდნენ თავიანთ ოჯახებს.
image
მაგრამ ედოს ეპოქაში დამკვიდრდა გამოთქმა „სამურაის ორი ბატონი არ ჰყავს.“ ამიტომ მეომარი იძულებული იყო უპირობოდ დამორჩილებოდა ბატონს. და თუ ბატონი იღუპებოდა, სამურაი რონინი ხდებოდა და იძულებული იყო წასულიყო თავისუფალ მოგზაურობაში. ამ შემთხვევაში, სამურაის ჰქონდა ხმალი და გვარი, მაგრამ არა ბრძოლაში ფულის შოვნის შესაძლებლობა. ამიტომ ბევრი მათგანი ხდებოდა ხელოსანი ან ხსნიდა საკუთარ დოჯოს სკოლას.

ისინი თავს ესხმოდნენ ზურგიდან
imageმიუხედავად იმისა, რომ ედოს ეპოქაში განდიდებული იყო სამურაების პატიოსნება, სინამდვილეში, არავის გაუუქმებია საბრძოლო ტაქტიკა. მაგალითად, იაპონიის კუნძულებზე მონღოლთა შემოჭრის დროს მომხდურები იყენებდნენ ჭურვებს და შხამიან ისრებს. და მათზე ცხენოსნებით შეტევა მხოლოდ თვითმკვლელობას წარმოადგენდა.
image
ასეთი სამურაის „ღირსების“ მაგალითი აღწერილია ჰაგაკურეში. ერთხელ სამურაი მდინარე სუმიდაზე ნავით მოგზაურობდა. ერთ-ერთმა მგზავრმა სხვების დაცინვა დაიწყო. როცა ბორტთან მოსაშარდად მივიდა, მას სამურაიმ მოჰკვეთა თავი და ის მდინარეში ჩავარდა. ხალხს რომ ვერ შეემჩნია სწრაფად დააფარა ნივთები, შემდეგ კი კაპიტანს სთხოვა მიცვალებულის დაკრძალვა. კაპიტანი ასეც მოიქცა, მაგრამ სამურაიმ მასაც ისევე მოჰკვეთა თავი.

ეს ძალიან ეწინააღმდეგება იმდროინდელი სამურაების ეთიკას. მაშინ ითვლებოდა, რომ მკვლელობის ჩადენა მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არის დასაშვები და არა გართობის ან შურისძიების მიზნით. ეს ასევე ფიქსირდება კონფუციანიზმისა და ბუდიზმის მცნებებში.

ნიღბების შოუ

image
დიახ, სამურაები ბრძოლის დროს ატარებდნენ საშინელი მენგუს ნიღბებს. ამ ნიღბებს შეკვეთით ამზადებდნენ. ძირითადი მასალა იყო ტყავი და ლითონი, რომლებიც მორთული გახლდათ სხვადასხვა ფერწერული ტილოებითა და დეკორატიული ელემენტებით. გარკვეულწილად ისინი თეატრის ნიღბების მსგავსია.
image
მენგუ გამოიყენებოდა როგორც დასაცავად, ასევე მოწინააღმდეგეების დასაშინებლად. პოპულარული ლეგენდის თანახმად, მათ შეეძლოთ მფლობელისთვის ჯადოსნური ძალების მინიჭებაც, ამიტომ მათ ყველაზე ხშირად დემონის თავის ან ტენგუს სახით ასრულებდნენ.
















0
279
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0