x
image
არჩილ ვერულიძე
ძველი ეგვიპტის საიდუმლოებანი, რომლებიც გაგაოცებთ

image
არსებობს თეორია, რომ ძველი ეგვიპტე ტექნოლოგიურად ბევრად უკეთ იყო განვითარებული, ვიდრე ჩვენ გვგონია. მეცნიერები ამბობენ, რომ იმავე პირამიდების აგებაც კი შეუძლებელი იქნებოდა იმ დროისთვის დამახასიათებელი პრიმიტიული ტექნოლოგიებით. ჩვენ არ გაგვაჩნია ზუსტი ცნობები პირამიდების აგების შესახებ, მაგრამ ის, რომ ძველ ეგვიპტეში მართლაც ბევრი ამოუხსნელი საიდუმლოა, ფაქტია.

მაგალითად, იცოდით, რომ 3500 წლის წინ ეგვიპტელი ქალები ორსულობის ტესტს იყენებდნენ? მხოლოდ თანამედროვე ტესტის ნაცვლად იყენებდნენ ჩანთებს ქერით ან ხორბლით, რომლებიც დადებით შედეგის შემთხვევაში აყვავებას იწყებდა. დიახ, ეს არ არის თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც საკმარისად ჭკვიანი იყო იმისთვის, რათა ამ გზით გადაემოწმებინა, ორსულადაა თუ არა ქალი.
image
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ელექტროენერგია არსებობდა ეგვიპტეში, მაგრამ ზოგიერთ ნახატზე შეგიძლიათ იხილოთ წაგრძელებული ობიექტების გამოსახულება, რომლებიც წააგავს ნათურას.
image
ძვ.წ. V საუკუნეში ისტორიკოსმა ჰეროდოტემ თავის წიგნში აღწერა ეგვიპტური ლაბირინთი, როგორც პირამიდებზე გაცილებით გრანდიოზული რამ. ეს არის ლაბირინთი ტბის სანაპიროზე, მორთული ქანდაკებებით, რომლის შიგნით მრავალი საძვალეა, მათ შორის წმინდა ნიანგებისა და მმართველების. ლაბირინთიდან გამოსავლის დამოუკიდებლად პოვნა შეუძლებელი იყო, გამოსვლა მხოლოდ სპეციალურად მომზადებული თანამგზავრის დახმარებით გახლდათ შესაძლებელი.
image
ეგვიპტურ ნახატებში ბაბუნი მაიმუნები ასრულებენ ადამიანის ფუნქციებს - ინსტრუმენტებზე დაკვრა, მოსავლის აღება და ა.შ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძველ ეგვიპტეში ბაბუნებს წვრთნიდნენ.
image
დედოფალმა ჰატშეფსუტმა შეუკვეთა ლატერანის მსგავსი უზარმაზარი ობელისკი. ობელისკის სიგრძე 42 მეტრია და ის ადამიანის ხელით დამუშავებული ყველაზე დიდი ქვაა. მაგრამ თავად ობელისკი კლდეში ჩარჩა, რადგან მშენებელებმა ვერ მოასწრეს სამუშაოს დასრულება.
image
ეგვიპტეს ასევე აქვს საკუთარი ჩაძირული ატლანტიდა, კერძოდ ქალაქი ჰერაკლიონი ან ტონისი, რომელიც ერთ დროს სახელმწიფოს მთავარი პორტი იყო. ის IX საუკუნეში ჩაიძირა.
imageimageმეცნიერებმა პაპირუსზე უცნაური ნაწერები აღმოაჩინეს, რომლებიც შეიძლება განიმარტოს, როგორც სიყვარულის შელოცვა სულის გამოძახების მიზნით, რომელიც ეხმარება ქალს მამაკაცის ცდუნებაში. სხვა ტექსტებში არის სასიყვარულო წამლებისა და სხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დანიშნულების წამლების აღწერა.
image
არსებობს ინფორმაცია, რომ ეგვიპტელებს ჰქონდათ ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც გამოიყენებოდა "კრიტიკულ დღეებში." წყალში დასველებული და გამხმარი პაპირუსისგან ბალიშებს ამზადებდნენ, რომლებიც ტენიანობას კარგად ინარჩუნებდნენ, ხოლო ზღვის ღრუბლებისგანაც ამზადებდნენ ტამპონებს.






0
494
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0