სხვა ოლიმპიადის ქართველი ბრინჯაოს მედალოსნები 2022, 13 ივლისი, 14:28 პირველი ოლიმპიადები ტარდებოდა 4 წელიწადში ერთხელ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ძვ.წ. 776 წლიდან ახ.წ. 393 წლამდე. ზევსისთვის მიძღვნილი ანტიკური სამყაროს ეს დიდებული ტრადიცია განაახლა საბერძნეთმა 1896 წელს. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ოლიმპიადის ისტორია. ანტიკური სამყაროსა და თანამედროვე ოლიმპიადის ტრადიციას შორის წყვეტა იყო 1503 წელი (393 წლიდან 1896 წლამდე). სად დაიბადა ოლიმპიადის იდეა და ტრადიცია? ამ თემაზე გერმანელი ბოტანიკოსი და ექიმი კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი თავის უმნიშვნელოვანეს წიგნში "მედიცინის ისტორია" წერს შემდეგს: "ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეთში ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კიბელეს, აზიას (ასე ეწოდებოდა კოლხეთში ათენას და სწორედ კოლხეთიდან შევიდა საბერძნეთში ეს კულტი), ინდური შივას კულტიც კი. რომ რეა (კიბელე) იგივე ფაზისი (ფასიანე) იყო. რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა." ცნობილია ისიც, რომ ოლიმპიური ასპარეზობები ზევსის საპატივსაცემოდ ეწყობოდა. საინტერესოა ზევსზე ერთი გადმოცემა, რომელიც დიოგენე ლაერტელს (Diogenes Laertius - ახ.წ. 180-240 წწ.) აქვს აღწერილი თავის წიგნში "გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება და სწავლებანი", 79-ე გვერდზე ვკითხულობთ: "კრეტაზე ჩასული პითაგორა იდას მთაზე ეახლა მარგის ქურუმებს, დაქტილებს, რომელთაგანაც მიიღო განწმენდა მეხთამტყორცნელი ქვით და რომელნიც გადაცმულნი იყვნენ შავი ვერძის ტყავში. მან იქ დაჰყო სამჯერ ცხრა დღე. იდას მთაზე პითაგორამ იხილა ზევსის საფლავი, სადაც მან წააწერა შემდეგი ეპიტაფია: "აქ განისვენებს ზანი, რომელიც ხალხისთვის ცნობილია, როგორც ზევსი". "ზანი" არის იგივე კოლხი. ასე მრავალჯერ მოიხსენიებიან ძველ ხელნაწერებში და უწოდებენ დღემდე მეგრელებსა და ლაზებს სვანები, ჩერქეზები, აფსუები და სხვა ხალხები. ბერძნული მითოლოგიიდანვე ცნობილია, რომ ზევსი იყო კოლხური ქალღმერთის ნანას, იგივე ფასიანეს (რეას, კიბელეს) ძე. დაბადებული კუნძულ ქართის (კრეტის) აღმოსავლეთ რეგიონში, სახელად ლასითი (Lasithi), ხოლო თვით ახალშობილ ზევსს იცავდნენ კოლხი ქურუმი-ღმერთები - კორიბანტები. ჰომეროსმაც იცოდა, რომ ზევსი პელაზგურ-კოლხური კულტი იყო და ამიტომ მიმართავდა "ილიადაში" ამგვარად: "ზევსო, პელაზგთა მკვიდრო და უფალო!". პირველ ნაწილში წარმოგიდგინეთ - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები - ოლიმპიადის ქართველი ოქროს მედალოსნები. მეორე ნაწილში - ოლიმპიადის ქართველი ვერცხლის მედალოსნები; ამ ნაწილში კი წარმოგიდგენთ ოლიმპიადის ქართველ ბრინჯაოს მედალოსნებს, ესენია: 1. ნინო დუმბაძე (1919-1983) - ქართველი სპორტსმენი ქალი, ბადროს მტყორცნელი. მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2. ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა (დაიბადა 1933 წელს ბაქოში) - ქართველი სპორტსმენი ქალი, მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე იასპარეზა 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე და კვლავ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 3. ვახტანგ ბალავაძე (დაიბადა 1926 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში - გარდაიცვალა 2018 წელს) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე, სამბისტი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1955). მან იასპარეზა 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 4. რომან ძნელაძე (1933-1966) - ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 5. ნოდარ გვახარია (1932-1996) - ქართველი სპორტსმენი, წყალბურთელი. მან მონაწილეობა მიიღო 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მან ითამაშა 3 მატჩში და გაიტანა 4 გოლი. 6. პეტრე მშვენიერაძე (1929-2003) - ქართველი სპორტსმენი, წყალბურთელი. მან საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგნელობაში მიიღო მონაწილეობა 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე და მოიპოვა გუნდური ბრინჯაოს მედალი. მანამდე 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე გუნდური ვერცხლის მედალი. 7. გიორგი სხირტლაძე (1932-2008) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე თავისუფალი სტილით. მან იასპარეზა 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. შემდეგ კი იასპარეზა 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ვერცხლის მედალი. 8. გივი კარტოზია (1929-1998) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტსმენი, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე. იასპარეზა 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მანამდე კი მონაწილეობა მიიღო 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ოქროს მედალი. 9. ვლადიმერ რუბაშვილი (1940-1964) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე თავისუფალ სტილში. იასპარეზა 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 10. გურამ კოსტავა (დაიბადა 1937 წელს თბილისში) - ქართველი მოფარიკავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1967). მან იასპარეზა 1960 წლის რომის და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და ორივეგან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამ ფოტოზე 1959 წელს მოფარიკავე გურამ კოსტავას (მარჯვნივ) და იტალიელი პიერო ტასინარის შეხვედრის უნიკალური მომენტია აღბეჭდილი. გურამ კოსტავა ტასინარისთან 0:4-ს აგებდა, ბოლოს კი ზურგშექცევით მიყენებული ორიგინალური ჩხვლეტის შედეგად 5:4 მოიგო. გურამ კოსტავას ეს ილეთი ისევე შევიდა მოფარიკავეთა ისტორიაში, როგორც "მესხის ფინტი". კოსტავას ჩხვლეტა დაედო საფუძვლად ამერიკელი კორი სტაუბლის მიერ შექმნილ მედალს. 11. ფარნაოზ ჩიკვილაძე (1941-1966) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 12. დავით გვანცელაძე (1937-1984) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე. იასპარეზა 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 13. ნოდარ ხოხაშვილი (დაიბადა 1940 წელს თბილისში) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. იასპარეზა 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 14. ანზორ კიკნაძე (1934-1977) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 15. ზურაბ საკანდელიძე (1945-2004) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. კალათბურთელი. მან იასპარეზა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მანამდე კი 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს გუნდური ოქროს მედალი. 16. რევაზ ძოძუაშვილი (დაიბადა 1945 წელს ქუთაისში) - ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი. იასპარეზა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგნელობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 17. მურთაზ ხურცილავა (დაიბადა 1943 წელს სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში) - ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იასპარეზა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 18. ომარ ფხაკაძე (1944-1993) - ქართველი სპორტსმენი, ველომრბოლი. მან იასპარეზა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 19. შოთა ჩოჩიშვილი (1950-2009) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. იქამდე კი იასპარეზა 1972 წლის მიუნხელის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ოქროს მედალი. 20. დავით ყიფიანი (1951-2001) - ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იასპარეზა 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 21. მიხეილ ქორქია (1948-2004) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. კალათბურთელი. მან იასპარეზა 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მანამდე კი იასპარეზა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე კვალვ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში და მოიპოვა ოქროს მედალი. 22. რევაზ ჩელებაძე (დაიბადა 1955 წელს აჭარაში, ქობულეთში) - ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი, თავდამსხმელი. მონაწილეობა მიიღო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 23. ალექსანდრე ჩივაძე (დაიბადა 1955 წელს ქლუხორში, სტავროპოლის მხარეში) - ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი. მონაწილეობა მიიღო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 24. თენგიზ სულაქველიძე (დაიბადა 1956 წელს ქუთაისში) - ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი. იასპარეზა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 25. ლიანა ცოტაძე (დაიბადა 1961 წელს) - ქართველი სპორტსმენი ქალი, წყალში მხტომელი. მონაწილეობა მიიღო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 26. მაია აზარაშვილი (დაიბადა 1964 წელს თბილისში) - ქართველი სპორტსმენი ქალი, მძლეოსანი, მორბენალი (სპრინტერი). მან იასპარეზა 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 27. მიხეილ გიორგაძე (დაიბადა 1961 წელს ქუთაისში) - ქართველი წყალბურთელი, მეკარე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982). მან იასპარეზა საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 28. ტატიანა ჯანჯღავა (დაიბადა 1964 წელს) - ქართველი სპორტსმენი ქალი, ხელბურთელი. მონაწილეობა მიიღო 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე და კვლავ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 29. ვახტანგ იაგორაშვილი (დაიბადა 1964 წელს თბილისში) - ქართველი სპორტსმენი, ხუთჭიდელი. იასპარეზა 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 30. გიორგი მშვენიერაძე (დაიბადა 1960 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტსმენი, წყალბურთელი. მან მონაწილეობა მიიღო 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ხოლო მანამდე 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში მოიპოვა გუნდური ოქროს მედალი. 31. გიორგი თენაძე (დაიბადა 1962 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 32. ამირან ტოტიკაშვილი (დაიბადა 1969 წელს მარტყოფში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 33. ხათუნა ქვრივიშვილი (დაიბადა 1974 წელს თბილისში) - ქართველი სპორტსმენი ქალი, მშვილდოსანი. მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 34. რამაზ ფალიანი (დაიბადა 1973 წელს მესტიაში) - ქართველი სპორტსმენი, მოკრივე. მან მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 35. დავით გობეჯიშვილი (დაიბადა 1963 წელს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ხურუთში) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მან იასპარეზა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 36. ლეილა მესხი (დაიბადა 1968 წელს თბილისში) - ქართველი სპორტსმენი ქალი, ჩოგბურთელი. მან მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 37. გოგი კოღუაშვილი (დაიბადა 1974 წელს ქუთაიში) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე. მოღვაწეობდა რუსეთში როგორც მოჭიდავე და მწვრთნელი. მან მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 38. სოსო ლიპარტელიანი (დაიბადა 1971 წელს სვანეთში, ლენტეხში, სოფელ ხოფურში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. მან 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 39. ელდარ კურტანიძე (დაიბადა 1972 წელს აფხაზეთში, გულრიფშში, სოფელ ფშაფში) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე იასპარეზა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე და მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 40. ვლადიმერ ჭანტურია (დაიბადა 1978 წელს სამეგრელოში, ფოთში) - ქართველი სპორტსმენი, მოკრივე. მან იასპარეზა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 41. გიორგი ვაზაგაშვილი (დაიაბადა 1974 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში) - ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი. მან იასპარეზა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 42. გიორგი ასანიძე (დაიბადა 1975 წელს საჩხერეში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტსმენი, ძალოსანი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მან იასპარეზა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე იასპარეზა 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ოქროს მედალი. 43. აკაკი ჩაჩუა (დაიბადა 1969 წელს სამტრედიაში) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში. მონაწილეობა მიიღო 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 44. მუხრან ვახტანგაძე (დაიბადა 1973 წელს აჭარაში, ბათუმში) - ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე. მან მონაწილეობა მიიღო 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 45. ნინო სალუქვაძე (დაიბადა 1969 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტსმენი ქალი, მიზანში მსროლელი. იასპარეზა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიპოვა როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედალი. 46. ოთარ თუშიშვილი (დაიბადა 1978 წელს გორში) - ქართველი სპორსტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. იასპარეზა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 47. მანუჩარ ცხადაია (დაიბადა 1985 წელს სამეგრელოში, ხობში) - ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. იასპარეზა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 48. დათო მარსაგიშვილი (დაიბადა 1991 წელს სტეფანწმინდაში) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 49. გიორგი გოგშელიძე (დაიაბადა 1979 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 50. ლაშა შავდათუაშვილი (დაიბადა 1992 წელს გორის რაიონის სოფელ კარალეთში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტსმენი, ძიუდოისტი. იასპარეზა 2016 წლის რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე 2012 წელს მოპოვებული ჰქონდა ოქროს მედალი, ხოლო 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 51. შმაგი ბოლქვაძე (დაიბადა 1994 წელს აჭარაში, ხულოში) - ქართველი სპორსტსმენი, მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში. იასპარეზა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 52. ირაკლი თურმანიძე (დაიაბადა 1984 წელს აჭარაში, ქობულეთში) - ქართველი სპორტსმენი, ძალოსანი. იასპარეზა 2016 წლის რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 53. გენო პეტრიაშვილი (დაიბადა 1994 წელს გორში) - ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე თავისუფალ სტილში. იასპარეზა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ასევე 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 54. ანტონ პლესნოი (დაიაბადა 1996 წელს) - უკრაინული წარმოშობის სპორტსმენი, ძალოსანი, რომელიც საქართველოს სახელით გამოვიდა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. წყარო 1: საქართველო ოლიმპიურ თამაშებში - Wikipedia; წყარო 2: Olimpic bronze medalists for USSR - Wikipedia; წყარო 3: The real story of the ancient Olimpic games - Penn Museum; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი 14. ჰომოს გვარი 15. არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე121 1-ს მოსწონს |
საქართველოს ამავე პერიოდში აქვს 40 ოლიმპიური მედალი (ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო) ჯამში 1996 წლიდან 2020 წლამდე.
ინდოეთის მოსახლეობა ამჟამად არის 1.4 მილიარდი ადამიანი.
საქართველოსი - 3.7 მილიონი.
ხედავთ რას ნიშნავს ჯიშის და ჯილაგის (მოდგმის) გენეტიკური სიძლიერე თუ კიდევ რამე კითხვები არსებობს?