საზოგადოებრივი კორიბანტები 2019, 23 დეკემბერი, 16:20 კორიბანტი (Korubas, Korybantos) ბერძნულად ნიშნავს შთაგონებას, აღტკინებას. კორიბანტი იყო ფრიგიული (კოლხების მონათესავე ტომის მუშქების) ქალღმერთის, კიბელეს ვაჟი და მისივე ქურუმი. კორიბანტები (მრ. კორიბანტეს, Korybantes, Corybantes - შლეგნი, აგზნებულნი) იყვნენ ჯერ კიბელეს ნახევრად დემონური მსახურნი, შემდეგ საბერძნეთში გადასულ რეა-კიბელეს აღვირახსნილი ქურუმები, მუსიკისა და საკრავების გიჟურ ზრიალში შმაგი როკვით რომ მიაცილებდნენ მთებში ქალღმერთს. ამ ცეკვას მაგიური მნიშვნელობა ჰქონდა. მოგვიანებით ისინი ხმაურიან კურეტებში აურიეს. კურტები აპოლონისა და თალიას შვილებას ითვლებოდნენ. იყო სხვა ვერსიებიც. უძველესი ტაძარი მცირე აზიაში ჰქონდათ, აგრეთვე სამოთრაკიაზე (ეგეოსის ზღვის კუნძული) (ევრ. პლუტ., აპოლოდ. 1, 3, 4). კორიბანტები, ეს აგზნებული დემონები ერთი ვერსიით შვა მუზა კალიოპემ, რომელსაც ზევსი შეეუღლა. კორიბანტები იცავდნენ ახალშობილ, ყრმა ზევსსაც კუნძულ კრეტაზე (სტრაბ. 10, 3, 19). თეოპომპ ქიოსელის, აპოლოდორეს, სვიდას მოწმობით, კორიბანტებმა მოიგონეს კირბები - კოლხური დამწერლობა, რაც სრულდებოდა ქვის, თიხის ფირფიტებზე, ასევე ცხვრის ტყავებზე. იგივე იყო კანონთა საკულტო წესთა ჩანაწერები, რომლებიც აპოლონიოს როდოსელის მოწმობით კოლხებს ჰქონდათ (იგ. წიგნები). მეგრულად "კირიბ" ცხვარს ნიშნავს. კირბები იყო კოლხთა წიგნები, ცხვრის ტყავებზე ჩანაწერი, საგზაო სვეტებზე გაკრული სანაოსნო ცნობებით (კარლ რიტერი, აკ. ურუშაძე, მიხ. შენგელია და სხვ.). წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე179 1-ს მოსწონს
|