x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები - ოლიმპიადის ქართველი ოქროს მედალოსნები
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები - ოლიმპიადის ქართველი ოქროს მედალოსნები


პირველი ოლიმპიადები ტარდებოდა 4 წელიწადში ერთხელ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ძვ.წ. 776 წლიდან ახ.წ. 393 წლამდე. ზევსისთვის მიძღვნილი ანტიკური სამყაროს ეს დიდებული ტრადიცია განაახლა საბერძნეთმა 1896 წელს. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ოლიმპიადის ისტორია. ანტიკური სამყაროსა და თანამედროვე ოლიმპიადის ტრადიციას შორის წყვეტა იყო 1503 წელი (393 წლიდან 1896 წლამდე).

სად დაიბადა ოლიმპიადის იდეა და ტრადიცია? ამ თემაზე გერმანელი ბოტანიკოსი და ექიმი კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი თავის უმნიშვნელოვანეს წიგნში "მედიცინის ისტორია" წერს შემდეგს: "ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეთში ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კიბელეს, აზიას (ასე ეწოდებოდა კოლხეთში ათენას და სწორედ კოლხეთიდან შევიდა საბერძნეთში ეს კულტი), ინდური შივას კულტიც კი. რომ რეა (კიბელე) იგივე ფაზისი (ფასიანე) იყო. რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა."

ცნობილია ისიც, რომ ოლიმპიური ასპარეზობები ზევსის საპატივსაცემოდ ეწყობოდა. საინტერესოა ზევსზე ერთი გადმოცემა, რომელიც დიოგენე ლაერტელს (Diogenes Laertius - ახ.წ. 180-240 წწ.) აქვს აღწერილი თავის წიგნში "გამოჩენილ ფილოსოფოსთან ცხოვრება და სწავლებანი", 79-ე გვერდზე ვკითხულობთ: "კრეტაზე ჩასული პითაგორა იდას მთაზე ეახლა მარგის ქურუმებს, დაქტილებს, რომელთაგანაც მიიღო განწმენდა მეხთამტყორცნელი ქვით და რომელნიც გადაცმულნი იყვნენ შავი ვერძის ტყავში. მან იქ დაჰყო სამჯერ ცხრა დღე. იდას მთაზე პითაგორამ იხილა ზევსის საფლავი, სადაც მან წააწერა შემდეგი ეპიტაფია: "აქ განისვენებს ზანი, რომელიც ხალხისთვის ცნობილია, როგორც ზევსი".


"ზანი" არის იგივე კოლხი. ასე მრავალჯერ მოიხსენიებიან ძველ ხელნაწერებში და უწოდებენ დღემდე მეგრელებსა და ლაზებს სვანები, ჩერქეზები, აფსუები და სხვა ხალხები. ბერძნული მითოლოგიიდანვე ცნობილია, რომ ზევსი იყო კოლხური ქალღმერთის ნანას, იგივე ფასიანეს (რეას, კიბელეს) ძე. დაბადებული კუნძულ ქართის (კრეტის) აღმოსავლეთ რეგიონში, ლახელად ლასითი (Lasithi), ხოლო თვით ახალშობილ ზევსს იცავდნენ კოლხი ქურუმი-ღმერთები - კორიბანტები. ჰომეროსმაც იცოდა, რომ ზევსი პელაზგურ-კოლხური კულტი იყო და ამიტომ მიმართავდა "ილიადაში" ამგვარად: "ზევსო, პელაზგთა მკვიდრო და უფალო!".


ზევსი - ზანი


1. მედეა ჯუღელი (1925-2016) - პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი. სპორტსმენი, სპორტული ტანმოვარჯიშე. წარმოშობით იმერეთიდან, ქუთაისი. მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

მედეა ჯუღელი - ქართველი ოლიმპიელი




2. არსენ მეკოკიშვილი (1912-1972) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. წარმოშობით კახეთიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი გიორგიწმინდა. მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

არსენ მეკოკიშვილი - ქართველი ოლიმპიელი



3. რაფაელ ჩიმიშკიანი (დაიბადა 1929 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძალოსანი. გვარის წარმოშობით სომეხი. მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

რაფაელ ჩიმიშკიანი - ქართველი ოლიმპიელი



4. დავით ციმაკურიძე (1925-2006) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. წარმოშობით სამეგრელოდან, ფოთი. მონაწილეობა მიიღო 1956 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

დავით ციმაკურიძე - ქართველი ოლიმპიელი



5. გივი კარტოზია (1929-1998) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. წარმოშობით სამეგრელოდან, დაიბადა ბათუმში. 1956 წელს მონაწილეობა მიიღო მელბურნის ოლიმპიადაში, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.

გივი კარტოზია - ქართველი ოლიმპიელი




6. მირიან ცალქალამანიძე (1927-2000) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. წარმოშობით კახეთიდან, სოფელი კონდოლი, თელავის მუნიციპალიტეტი. მონაწილეობა მიიღო 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

მირიან ცალქალამანიძე - ქართველი ოლიმპიელი



7. ავთანდილ ქორიძე (1935-1966) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. თბილისიდან. მონაწილეობა მიიღო 1960 წლის რომის ოლიმპიადაში საბჭოთა კავშირის სახელით და მოიპოვა ოქროს მედალი.

ავთანდილ ქორიძე - ქართველი ოლიმპიელი



8. რობერტ შავლაყაძე (1933-2020) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი. თბილისიდან. მონაწილეობა მიიღო 1960 წლის რომის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

რობერტ შავლაყაძე - ქართველი ოლიმპიელი



9. ვაჟა კაჭარავა (დაიბადა 1937 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ფრენბურთელი. წარმოშობით სამეგრელოდან, დაიბადა თბილისში. 1964 წელს მონაწილეობა მიიღო ზაფხულის 28-ე ოლიმპიურ თამაშებში ტოკიოში, იაპონიაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ვაჟა კაჭარავა - ქართველი ოლიმპიელი




10. ნუგზარ ასათიანი (1937-1992) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მოფარიკავე. წარმოშობით ლეჩხუმიდან. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ოქროს მედალოსანი.

ნუგზარ ასათიანი - ქართველი ოლიმპიელი




11. რომან რურუა (დაიბადა 1942 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. წარმოშობით სამეგრელოდან, სოფელი მუხურჩა, მარტილის მუნიციპალიტეტი. მონაწილეობა მიიღო 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

რომან რურუა - ქართველი ოლიმპიელი




12. ვიქტორ სანეევი (1945-2022) - ქართველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მძლეოსანი. დაიბადა და გაიზარდა სოხუმში. გვარის წარმოშობა რუსულია. მონაწილეობა მიიღო 1968 წლის მეხიკოს, 1972 წლის მიუნხენის და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადებში და სამივეგან ოქროს მედალი მოიპოვა.

ვიქტორ სანეევი - ქართველი ოლიმპიელი




13. ლევან თედიაშვილი (დაიბადა 1948 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. წარმოშობით კახეთიდან. მონაწილეობა მიიღო 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიუნხენში, გერმანიაში და მოიპოვა ოქროს მედალი. ასევე მონაწილეობა მიიღო 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონრეალში, საფანგეთში და კვლავ მოიპოვა ოქროს მედალი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

ლევან თედიაშვილი - ქართველი ოლიმპიელი




14. ზურაბ საკანდელიძე (1945-2004) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, კალათბურთელი. წარმოშობით იმერეთიდან, ქუთაისიდან. მონაწილეობა მიიღო 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაში საბჭოთა კავშირის გუნდში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ზურაბ საკანდელიძე - ქართველი ოლიმპიელი




15. მიხეილ ქორქია (1948-2004) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, კალათბურთელი. იმერეთიდან, ქუთაისი. მონაწილეობა მიიღო 1972 წლის მიუნხელის ოლიმპიადაში საბჭოთა კავსირის გუნდში და მოიპოვა ოქროს მედალი.

მიხეილ ქორქია - ქართველი ოლიმპიელი




16. შოთა ჩოჩიშვილი (1950-2009) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძიუდოისტი. წარმოშობით შიდა ქართლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვლევი. მონაწილეობა მიიღო 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

შოთა ჩოჩიშვილი




17. ვიქტორ კრატასიუკი (1951-2003) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ნიჩბოსანი. წარმოშობით უკრაინელი. დაბადებული და გარდაცვლილი ფოთში. მონაწილეობა მიიღო 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ვიქტორ კრატასიუკი - ქართველი ოლიმპიელი




18. ალექსანდრე ანპილოგოვი (დაიბადა 1954 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ხელბურთელი. გვარის წარმოშობა რუსული. მონაწილეობა მიიღო 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ალექსანდრე ანპილოგოვი - ქართველი ოლიმპიელი




19. ვახტანგ ბლაგიძე (დაიბადა 1954 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. წარმოშობით გურიიდან. მიიღო მონაწილეობა 1980 წლის ზაფხულის 22-ე ოლიმპიურ თამაშებში, მოსკოვში, საბჭოთა კავშირში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ვახტანგ ბლაგიძე - ქართველი ოლიმპიელი




20. ქეთევან ლოსაბერიძე (1949-2022) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსანი ევროპელი ქალი. წარმოშობით იმერეთიდან. სოფელი ლეყერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მიიღო მონაწილეობა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ქეთევან ლოსაბერიძე (ქართველი ოლიმპიელი




21. შოთა ხაბარელი (დაიბადა 1958 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძიუდოისტი. წარმოშობიდან ქართლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ძლევისჯვარი. მონაწილეობა მიიღო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

შოთა ხაბარელი




22. გიორგი მშვენიერაძე (დაიბადა 1960 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, წყალბურთელი. მონაწილეობა მიიღო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

გიორგი მშვენიერაძე - ქართველი ოლიმპიელი



23. დავით გობეჯიშვილი (დაიბადა 1963 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. წარმოშობით რაჭიდან. მიიღო მონაწილეობა 1988 წლის ოლიმპიადაში, სეულში, სამხრეთ კორეაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

დავით გობეჯიშვილი - ქართველი ოლიმპიელი




24. ვლადიმერ აფციაური (1962-2012) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მოფარიკავე. წარმოშობით მთიულეთიდან. მიიღო მონაწილეობა 1988 წლის ოლიმპიადაში, სეულში, სამხრეთ კორეაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ვლადიმერ აფციაური - ქართველი ოლიმპიელი




25. ვლადიმერ გოგოლაძე (დაიბადა 1966 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, სპორტული ტანმოვარჯიშე. წარმოშობით ქართლიდან. მიიღო მონაწილეობა 1988 წლის ოლიმპიადაში, სეულში, სამხრეთ კორეაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ვლადიმერ გოგოლაძე - ქართველი ოლიმპიელი




26. გელა კეტაშვილი (დაიბადა 1965 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ფეხბურთელი, მცველი. მონაწილეობა მიიღო 1988 წლის სეულის ოლიმპიადაში, როგორც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო გუნდის მოთამაშემ და გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში.

გელა კეტაშვილი - ქართველი ოლიმპიელი




27. ნინო სალუქვაძე (დაიბადა 1969 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მიზანში მსროლელი. მონაწილეობა მიიღო 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის სახელით და მოიპოვა ოქროს მედალი.

ნინო სალუქვაძე




28. მიხეილ მამიაშვილი (დაიბადა 1963 წელს კონოტოპში, უკრაინაში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 1988 წლის სეულის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

მიხეილ მამიაშვილი - ქართველი ოლიმპიელი



29. კახი კახიშვილი (დაიბადა 1969 წელს) ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (სამგზის). სპორტსმენი, ძალოსანი. წარმოშობით შიდა ქართლიდან. მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი. ასევე მონაწილეობა მიიღო 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი. მესამედ კი მონაწილეობა მიიღო 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაში და კვლავ მოიპოვა ოქროს მედალი.

კახი კახიშვილი




30. დავით ხახალეიშვილი (1971-2021) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძიუდოისტი. წარმოშობით იმერეთიდან, ქუთაისი. მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

დავით ხახალეიშვილი - ქართველი ოლიმპიელი




31. ლერი ხაბელოვი (დაიბადა 1964 წელს თბილისში) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მოჭიდავე. მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ლერი ხაბელოვი - ქართველი ოლიმპიელი




32. ზურაბ ზვიადაური (დაიბადა 1981 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძიუდოისტი. წარმოშობით ხევსურეთიდან. მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ზაფხულის 28-ე ოლიმპიადაში ათენში, საბერძნეთში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ზურაბ ზვიადაური - ქართველი ოლიმპიელი




33. გიორგი ასანიძე (დაიბადა 1975 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძალოსანი. წარმოშობით იმერეთიდან. მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ზაფხულის 28-ე ოლიმპიადაში ათენში, საბერძნეთში და მოიპოვა ოქროს მედალი.

გიორგი ასანიძე - ქართველი ოლიმპიელი




34. მანუჩარ კვირკველია (დაიბადა 1978 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. წარმოშობით გურიიდან. მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

მანუჩარ კვირკველია




35. რევაზ მინდორაშვილი (დაიბადა 1976 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მოჭიდავე თავისუფალ სტილში. წარმოშობით კახეთიდან, სოფელი კოლაგი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი. მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

რევაზ მინდორაშვილი - ქართველი ოლიმპიელი




36. ირაკლი ცირეკიძე (დაიბადა 1982 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძიუდოისტი. მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ირაკლი ცირეკიძე




37. ლაშა შავდათუაშვილი (დაიბადა 1992 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძიუდოისტი. წარმოშობით შიდა ქართლიდან, სოფელი კარალეთი, გორის მუნიციპალიტეტი. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ლაშა შავდათუაშვილი - ქართველი ოლიმპიელი




38. ლაშა ტალახაძე (დაიბადა 1993 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, მსოფლიოს ყველა დროს საუკეთესო ძალოსანი. წარმოშობით იმერეთიდან, საჩხერე. მონაწილეობა მიიღო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადებში და ორივეგან მოიპოვა ოქროს მედალი.

ლაშა ტალახაძე - ქართველი ოლიმპიელი




39. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (დაიბადა 1991 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. წარმოშობით შიდა ქართლიდან, გორი. მონაწილეობა მიიღო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ქართველი ოლიმპიელი



40-41. ლუკა ბერულავა - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ფიგურული მოციგურავე. წარმოშობით სამეგრელოდან. მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადაში 2020 წელს ლოზანაში, შვეიცარიაში და მოიპოვა ოქროს მედალი. მისი პარტნიორი კი იყო რუსეთში, ყაზანში დაბადებული სპორტსმენი, ფიგურული მოციგურავე ალინა ბუტაევა.

ლუკა ბერულავა - ქართველი ოლიმპიელი



42. ლაშა ბექაური (დაიბადა 2000 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ძიუდოისტი. წარმოშობით კახეთიდან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არხილოსკალო. მონაწილეობა მიიღო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაში და მოიპოვა ოქროს მედალი.

ლაშა ბექაური - ქართველი ოლიმპიელი



წყარო 1: ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები - Wikipedia;

წყარო 2: Olimpic gold medalists for USSR - Wikipedia;

წყარო 3: The real story of the ancient Olimpic games - Penn Museum;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
713
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
713
  
2022, 9 ივლისი, 23:39
1. მონრეალი საფრანგეთია? თან ზამთრის კი არა , ზაფხულის ოლიმპიადა იყო. 2. ბერულავა მოსკოვში დაიბადა და მთელი ცხოვრება პერმში გაატარა. 2020 წელს მონაწილეობა ოლიმპიადაზე არ მიუღია. ლოზანაში ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდა.
2022, 7 ივლისი, 4:55
რა არის ჩასასწორებელი მანდ ვერ მივხვდი.
2022, 6 ივლისი, 15:04
13. ლევან თედიაშვილი (დაიბადა 1948 წელს) - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. წარმოშობით კახეთიდან.მონაწილეობა მიიღო 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონრეალში, საფანგეთში და კვლავ მოიპოვა ოქროს მედალი.

40-41. ლუკა ბერულავა - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენი, ფიგურული მოციგურავე. წარმოშობით სამეგრელოდან. მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადაში 2020 წელს ლოზანაში, შვეიცარიაში

ჩაასწორეთ
0 1 3