დაბალანსებული კლდე არის ბუნებრივი გეოლოგიური წარმონაქმნი, დიდი კლდე ან ძალიან დიდი ლოდი, რომელიც ეყრდნობა სხვა კლდეებს. ასეთი წარმონაქმნი ხშირად გამოიყურება ძალიან გაუწონასწორებლად. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ილუზიაა, ეს ლოდები მყარად არის დაკავშირებული მთავარ კლდესთან და საყრდენთან. ამ სტატიაში მოგითხრობთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ დაბალანსებულ კლდეებზე.
იუტას კლდე
ეს კლდე იუტაში მდებარე თაღების ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. კლდის სრული სიმაღლე 39 მეტრია, ხოლო დაბალანსებული ნაწილის სიმაღლე 16, 75 მეტრი, კლდის თავზე მდებარე დიდი ლოდი დაახლოებით სამი სკოლის ავტობუსის ზომისაა. ბოლო დრომდე კლდეს ჰყავდა კომპანიონი, მსგავსი, მაგრამ გაცილებით პატარა ზომის, რომელიც ჩამოინგრა 1975 წლის ზამთარში.
კოლორადოს კლდე
ეს კლდე მდებარეობს ღმერთების ბაღში კოლორადო სპრინგსში. ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.
ლონგ აილენდი, ახალი შოტლანდია
როგორც ჩანს, ეს კლდე ეწინააღმდეგება გრავიტაციას, რადგან ის განთავსებულია პატარა კიდეზე. ცხრა მეტრის სიმაღლის სვეტი შედგება ორი ნაწილისგან, რომელიც თითქოს მუქარით დაჰყურებს მძვინვარე ოკეანეს.
კლდე კერპი, ბრიგჰემი
აქ შეგიძლიათ იხილოთ მრავალი კლდის ფორმირება, რომლებიც მიმოფანტულია 50 ჰექტარ ფართობზე. მაგრამ კლდე-კერპი ყველაზე მეტად გამოირჩევა, ის დაბალანსებულია პატარა ქვაზე. საოცარი ფორმა ყალიბდებოდა წყლისა და ქარის მიერ ათასობით წლის განმავლობაში.
სოკოს კლდე, კანზასი
ეს საოცრება მდებარეობს სოკოს კლდეების ეროვნულ პარკში, კანზასის კვამლის მთებში. ეს წარმონაქმნები არის ჰეტეროგენული ეროზიის პროცესის შედეგი, სადაც ქვიშაქვის მყარი მასა წინააღმდეგობას უწევდა პროცესს, ხოლო ფუძე უფრო მყიფე იყო და სოკოს ფორმას ქმნიდა.
ჩირიმბას დაბალანსებული კლდეები, ზიმბაბვე
იმისდა მიუხედავად, რომ მსგავსი წარმონაქმნების ნახვა შესაძლებელია მთელ ზიმბაბვეში, სწორედ ჩირემბა გახდა ცნობილი მთელ მსოფლიოში ზიმბაბვეს ვალუტაზე მისი ნიმუშის წყალობით. ეს ქანები ასევე გამოიყენებოდა, როგორც მეტაფორული თემა, რათა აეხსნათ წონასწორობის მნიშვნელობა ადამიანსა და ბუნებას შორის.