საზოგადოება
42 წლის კაცი 82 ბავშვის მამაა.
2012, 22 სექტემბერი, 19:17
ჰოლანდიის ქალაქ მასტრიხში მცხოვრები კაცი, ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ბავშვის ჩასახვის მსურველ 15 ქალს იღებს. 42 წლის ედ გუბენი, უკვე 82 ბავშვის მამაა და ყველაზე ნაყოფიერ პროფესიონალ "ბავშვთა მწარმოებლად" მიიჩნევა. თავის მომსახურებაში გუბენი ფულს არ იღებს. გამონაკლისი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მამაკაცს ქვეყნის გარეთ უწევს გასვლა და ტრანსპორტირების ან სასტუმროს ხარჯებია დასაფარი.
იმ ქალთა 80%-ს, ვისთანაც კი კეთილ დონორს ურთიერთობა ჰქონია, ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა. ამჟამად ჰოლანდიელი 45 ქალიშვილისა და 35 ვაჟის მამაა, ორი ბავშვის სქესის გამხელა მათმა დედებმა არ ისურვეს, 10 ქალი კი ბავშვს ელოდება.