![ანტიკური ხანის მეომრები: როგორები
იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022062111411290701.jpg)
ანტიკური ხანის მეომრებს ხშირად გვიჩვენებენ კინოეკრანებზე, როგორც ათლეტურ და პრაქტიკულად იდელური აღნაგობის ადამიანებს. მაგრამ იყვენენ თუ არა ისინი ისეთები, როგორებადაც ფილმებში წარმოადგენენ?
ცხადია, ეს წარმოდგენა წარმოიშვა იმის გამო, რომ მეომრები იძულებულნი იყვნენ ეტარებინათ უმძიმესი აბჯარი. თავად განსაჯეთ, თუ მხოლოდ ერთი კუირასი, რომელიც შედგება მკერდისა და ზურგის ფირფიტებისგან, იწონიდა დაახლოებით 30 კილოგრამს.
![ანტიკური ხანის მეომრები: როგორები
იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022062111523090701.jpg)
რა თქმა უნდა, ძლიერი, დაკუნთული მამაკაცი ეკრანზე ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ფიზიკური ძალა, არამედ გამძლეობა, რამაც შესაძლებელი გახადა გრძელი მსვლელობების განხორციელება, მუდმივი ბრძლის მოლოდინში.
![ანტიკური ხანის მეომრები: როგორები
იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022062112013790701.jpg)
ცილოვანი კვება და 8 საათიანი ძილი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა იმ პირობებში, რომელშიც იმ დროის მეომრები ცხოვრობდენ. გარდა ამისა, დიდი კუნთები დამატებით წონას იძლეოდა, რაც ბრძოლის ველზე დაუშვებელია. სავარაუდოდ, 20 კილოგრამი ცოცხალი წონა მოგცემდათ საშუალებას გაგეძლოთ უფრო მეტი დარტყმისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით ამის მეტს ვერაფერს შეძლებდით.
ასევე, უზარმაზარი კუნთები სულაც არ არის სიძლიერის გარანტი. უფრო ამტანი და მოხერხებული იქნება მეომარი, რომელსაც არ აქვს ზედმეტი ხელშემშლელი კუნთები.
![ანტიკური ხანის მეომრები: როგორები
იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022062112113790701.jpg)
ანტიკური ხანის მეომრების უმეტესობა უბრალოდ გამძლე და მახვილგონივრული ადამიანები იყვნენ, რომელთაც შეეძლოთ მძიმე ტვირთის გადაგდება და მყისიერად გადასვლა ხელჩართულ ბრძოლაზე, ისინი არ იყვენენ განუწყვეტელი წვრთნის სისტემის მონაწილენი, რომელიც, სხვათა შორის, ჩამოყალიბდა მხოლოდ მე-XIX საუკუნეში.
წარსულის მეომრრებთან ყველაზე ახლოს არიან ძალოსნები. ყველაზე ხშირად, ესენი არიან კარგი აღნაგობის საკმაოდ გამხდარი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკმაოდ დიდი სიმძიმეების აწევა.
იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ სპეცდანიშნულების რაზმებზე, რომელთა შორის თითქმის ვერ შეხვდებით წარმოუდგენელი ძალის მქონე გიგანტებს, ისინი, მეტწილად, ორიენტირებულნი არიან გამძლეობაზე, რათა დიდ მანძილზე გადაადგილება და სუტუაციის შესაბამისად მოქმედება შეეძლოთ.
![ანტიკური ხანის მეომრები: როგორები
იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022062112300790701.jpg)
ასე რომ, "მისტერ ოლიმპო" არასოდეს ყოფილა მეომრებს შორის. უფრო მეტიც, ისინი არ გამოირჩეოდნენ უზარმაზარი კინემატოგრაფიული სიმაღლით, , რადგან მე-XX საუკუნემდე მამაკაცის საშუალო სიმაღლე შესამჩნევად ნაკლები იყო. მაგალითად, ვიკინგების რიგებში 180 სმ სიმაღლის რომ ყოფილიყავით გიგანტად ჩაგთვლიდნენ.
![ანტიკური ხანის მეომრები: როგორები
იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022062112343190701.jpg)
შუა საუკუნეების რაინდების სიმაღლე არ აღემატებოდა 165 სმ-ს, რასაც მოწმობს იმ დროიდან შემონახული აბჯარი. ასე რომ, თუ ფილმებში მთავარი გმირები საეთო მასაზე მაღლები ჩანან, რეალურ ცხოვრებაში ისინი სულაც მიიქცევდნენ დიდ ყურადღებას.
![ანტიკური ხანის მეომრები: როგორები
იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში? image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022062112393490701.jpg)