x
image
არჩილ ვერულიძე
ანტიკური ხანის მეომრები: როგორები იყვნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში?

image
ანტიკური ხანის მეომრებს ხშირად გვიჩვენებენ კინოეკრანებზე, როგორც ათლეტურ და პრაქტიკულად იდელური აღნაგობის ადამიანებს. მაგრამ იყვენენ თუ არა ისინი ისეთები, როგორებადაც ფილმებში წარმოადგენენ?

ცხადია, ეს წარმოდგენა წარმოიშვა იმის გამო, რომ მეომრები იძულებულნი იყვნენ ეტარებინათ უმძიმესი აბჯარი. თავად განსაჯეთ, თუ მხოლოდ ერთი კუირასი, რომელიც შედგება მკერდისა და ზურგის ფირფიტებისგან, იწონიდა დაახლოებით 30 კილოგრამს.
image
რა თქმა უნდა, ძლიერი, დაკუნთული მამაკაცი ეკრანზე ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ფიზიკური ძალა, არამედ გამძლეობა, რამაც შესაძლებელი გახადა გრძელი მსვლელობების განხორციელება, მუდმივი ბრძლის მოლოდინში.
image
ცილოვანი კვება და 8 საათიანი ძილი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა იმ პირობებში, რომელშიც იმ დროის მეომრები ცხოვრობდენ. გარდა ამისა, დიდი კუნთები დამატებით წონას იძლეოდა, რაც ბრძოლის ველზე დაუშვებელია. სავარაუდოდ, 20 კილოგრამი ცოცხალი წონა მოგცემდათ საშუალებას გაგეძლოთ უფრო მეტი დარტყმისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით ამის მეტს ვერაფერს შეძლებდით.

ასევე, უზარმაზარი კუნთები სულაც არ არის სიძლიერის გარანტი. უფრო ამტანი და მოხერხებული იქნება მეომარი, რომელსაც არ აქვს ზედმეტი ხელშემშლელი კუნთები.
image
ანტიკური ხანის მეომრების უმეტესობა უბრალოდ გამძლე და მახვილგონივრული ადამიანები იყვნენ, რომელთაც შეეძლოთ მძიმე ტვირთის გადაგდება და მყისიერად გადასვლა ხელჩართულ ბრძოლაზე, ისინი არ იყვენენ განუწყვეტელი წვრთნის სისტემის მონაწილენი, რომელიც, სხვათა შორის, ჩამოყალიბდა მხოლოდ მე-XIX საუკუნეში.

წარსულის მეომრრებთან ყველაზე ახლოს არიან ძალოსნები. ყველაზე ხშირად, ესენი არიან კარგი აღნაგობის საკმაოდ გამხდარი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკმაოდ დიდი სიმძიმეების აწევა.
imageიგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ სპეცდანიშნულების რაზმებზე, რომელთა შორის თითქმის ვერ შეხვდებით წარმოუდგენელი ძალის მქონე გიგანტებს, ისინი, მეტწილად, ორიენტირებულნი არიან გამძლეობაზე, რათა დიდ მანძილზე გადაადგილება და სუტუაციის შესაბამისად მოქმედება შეეძლოთ.
image
ასე რომ, "მისტერ ოლიმპო" არასოდეს ყოფილა მეომრებს შორის. უფრო მეტიც, ისინი არ გამოირჩეოდნენ უზარმაზარი კინემატოგრაფიული სიმაღლით, , რადგან მე-XX საუკუნემდე მამაკაცის საშუალო სიმაღლე შესამჩნევად ნაკლები იყო. მაგალითად, ვიკინგების რიგებში 180 სმ სიმაღლის რომ ყოფილიყავით გიგანტად ჩაგთვლიდნენ.
image
შუა საუკუნეების რაინდების სიმაღლე არ აღემატებოდა 165 სმ-ს, რასაც მოწმობს იმ დროიდან შემონახული აბჯარი. ასე რომ, თუ ფილმებში მთავარი გმირები საეთო მასაზე მაღლები ჩანან, რეალურ ცხოვრებაში ისინი სულაც მიიქცევდნენ დიდ ყურადღებას.
image







0
185
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0