x
image
თუთიკო ბერძენა
"...შედეგად ინტენსიურად დაიწყო ქრისტეს სახელით სპეკულირება და ხალხის სულიერებით მანიპულირება. ქრისტე სწორედ პოლიტიკოსე
image
1917 წლისთვის რუსეთში იყო:
146000 მართლმადიდებელი სასულიერო პირი და მონასტერი,
67000-ზე მეტი ეკლესია და სამლოცველო.
1917-1939 წლებში 146 000 სასულიერო პირიდან და მონასტრისგან ბოლშევიკებმა გაანადგურეს 120 000-ზე მეტი, აბსოლუტური უმრავლესობა - 1930-იან წლებში სტალინის დროს, განსაკუთრებით 1937-1938 წლებში.
image
1939 წლის შემოდგომისთვის სსრკ-ში მოქმედი დარჩა მხოლოდ ას ორმოცდაათიდან სამას მართლმადიდებლური სამრევლო და არაუმეტეს სამას ორმოცდაათი ეკლესია. სასულიერო პირები, რომლებიც "დავერბოვკდნენ" კგბ-სგან ნებაყოფლობით, არ გაუნადურბიათ. პირიქით, ისინი შემორჩენილ ეკლესიებში გაამწესეს საბჭოთა უსაფრთხოების კიდევ ერთ ინსტრუმენტად, როგორც კგბ-სგან "დავერბოვკებულები", როგორც დამატებითი თვალი და ყური ხალხში. ჭეშმარტი სასულიერო პირები კი (რომელთა შორის უამრავი ბერი იყო), რომლებმაც უარი თქვეს ეშმაკებისთვის სული მიეყდათ, სათითაოდ გამოყარეს მონასტრებიდან და უმოწყალოდ დახვრიტეს.
დავერბოვკებულ სასულიერო პირთაგან გაწეული სამსახურის გაანალიზებით ნეობოლშევიკები მიხვდნენ, რომ ეკლესია საუკეთესოდ შეეძლოთ გამოეყენებინათ სათავისოდ და გადაწყვიტეს რელიგიის გამოყენება იარაღად საბჭოთა კავშირის აღსადგენად. შედეგად ინტენსიურად დაიწყო ქრისტეს სახელით სპეკულირება და ხალხის სულიერებით მანიპულირება. როგორც არასდროს, ისეთი ალიანსი შეიკრა პოლიტიკოსებსა და ეკლესიას შორის. ქრისტე, როგორც ასეთი, სწორედ პოლიტიკოსებმა აწამეს და პოლიტიკისა და ეკლესიის ალიანსი უკვე ქრისტეს გზისგან უსერიოზულესი გადახვევაა", -წერს წიგნად გამოცემულ თავის სამეცნიერო ნაშრომში '"ქრისტიანობის ისტორია" ისტორიისა და რელიგიის მეცნიერებათა კანდიდატი კირილ ალექსანდროვი და ამხელს კვლევის შედეგად გამოვლენილ მანკიერებებს თანამედროვე ეკლესიის მესვეურებში, რომლებიც ისევ საბჭოური წიაღის სიღრმიდან მართავენ მასებს.
ჭეშმარიტი ეკლესია პოლიტიკისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და არა მასთან ალიანსში. პოლიტიკოსებთან ალიანსი არის ქრისტიანობის დეგრადირების პირველი და უმთავრესი ინდიკატორი.
ქვეყანა, რომელსაც ხელისუფალი და ეკლესია შეხმატკბილებულად მართავს, განწირულია, დაადგეს ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან საპირისპირო გზას, რისი ნიშნებიც იკვეთება კი არა, უკვე თვალხილულია რუსეთში! და იმედია, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ შევიერთდებით ამ საშინელ გადახვევას ქრისტიანობისგან.
"ახლა ამ ანტიქრისტეს მოციქულებმა ქრისტეს სახელით გადაწყვიტეს უკან ბნელეთში ხალხის დაბრუნება, ასეთ სისტემაში დაბრუნება. და რა სარკაზმია, რა დაცინვაა ქრისტესი, რომ ახლა რელიგია აირჩიეს იარაღად! მთავარი სატანა კრემლში გვიწევს კერპად და ზედ ევლებიან! ლენინი იყო სიტყვების ავტორი: "რელიგია გონების ბანგია" გვმართებს დაფიქრება, რომ ფარასავით, საკუთარი ტვინის გაურყევლად არ გავყვეთ ქრისტეს სახელით მოსულებს, რომლებიც ადამიანის გონებით მანიპულირებენ. საჭიროა გაანალიზდეს მათი მიზანი. ხალხის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ეშმაკს მართლა რქები ექნება და ეშვები. ეშმაკი ზუსტად იმათში ბუდობს, სადაც ყველაზე-ყველაზე ნაკლებად ელოდებით!
14 მლნ ყოველ წელს იხარჯება სატანის მოციქულის კერპის შენახვაზე რუსეთში მაშინ, როცა მოსკოვისა და პიტერის იქით ხალხს კანალიზაცია არ აქვს, გზები არ აქვს და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს", - აცხადებს რუსი მეცნიერი.
აქვე მიუთითებს, რომ ყველაფერი კარგდააა გათვლილი ხალხის მასებზე და ამასთან თანმიმდევრულად, რა აკეთონ და რით დაიწყონ (ლენინის "რა ვაკეთოთ?, რით დავიწყოთ?") პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც ერთი-ერთში მიჰყვება ლენინის შრომებს, თუმცა ახლა რიმეიქით, სადაც რელიგია არის ამ ბრძოლის მთავარი ბრმა იარაღი ისევ ხელისუფლების ჯიბის სასულიერო პირების გამოყენებით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რომ აღარასდროს დაგვაბრუნოთ ქრისტიანობის ყველაზე დიდ მტრებთან - ბოლშევიკებთან, რომლებმაც მხოლოდ სახელი შეიცვალეს და არა შინაარსი! ამას მომავალი თაობები არარასდროს გაპატიებთ!
0
198
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0