x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ცნობილი დედები, რომელთა საქციელი შვილების მიმართ, ნებისმიერს აღაშფოთებს

image


ჩვენთვის ჩვეულია დედობრივი ინსტიქტის ძალა და შვილებისადმი უპირობო სიყვარული. მაგრამ ბევრი ქალი ისტორიაში ისეთი საქციელით შევიდა, რომ ნებისმიერს აღაშფოთებდა.


სისიგამბისი. ძვ.წ. IV საუკუნე


სპარსეთის დედოფალი და აქამენიდების დინასტიის უკანასკნელი მეფის, დარიოს III-ის დედა, სისიგამბისი, მოწმე გახდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის სამეფოს დაპყრობისა. დარიოსის არმია დამარცხებული იქნა მაკედონელის მიერ, სისიგამბისი კი სპარსეთის მეფის მეუღლესთან და მის შვილებთან ერთად ტყვეობაში აღმოჩნდა.


image

შარლ ლებრენი. "დარიოსის ოჯახი ალექსანდრეს წინაშე". 1660 წ. ვერსალი.

ალექსანდრე თავისი მოწინააღმდეგის ოჯახს ღირსეულად მოექცა: არანაირ ხარჯებს არ დარიდებია და განკარგულება გასცა, დარიოსის მიცვალებული მეუღლე, სტატირა I (რომელიც ფეხმძიმედ იყო და მშობიარობას გადაჰყვა), ყველა წესის დაცვით დაეკრძალათ, მისი უფროსი ქალიშვილი კი, სტატირა II, ცოლად შეირთო. როცა მაკედონიელებს გამოქცეული დარიოსი მოკლული იქნა თავისი თანამებრძოლების მიერ, ალექსანდრემ სისიგამბის შვილის სხეული გაუგზავნა, ღირსეულად რომ დაესაფლავებინათ.


image

ფრანჩესკო ფონტებასო. "დარიოსის ოჯახი ალექსანდრეს წინაშე". 1750 წ.

ითვლება, რომ სისიგამბისმა დარიოსი შეიძულა მისი დამარცხებების და გაქცევის შემდეგ, და შვილად აღარ აღიარებდა. მან განაცხადა: "მე მხოლოდ ერთი ვაჟი მყავს და ის სპარსეთის მეფეა", მხედველობაში ალექსანდრე მაკედონელი ჰყავდა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, ძვ.წ. 323წ. მან თავი შიმშილით მოიკლა.


მერი ენ კოტონი (1832-1873წ.წ.)


image


მერი ენ რობინსონი (ქალიშვილობის გვარი), პირველად 1852 წელს გათხოვდა, მაღაროელ უილიამ მოუბრეიზე. ამ ქორწინებაში შეეძინათ ხუთი შვილი, მაგრამ ოთხივე მალევე დაიღუპა "კუჭის ციებ-ცხელებისგან". გადარჩა მხოლოდ გოგონა, იზაბელა. 1865 წელს გარდაიცვალა მეუღლეც, ქვრივმა კი დაზღვევის თანხა მიიღო. მერი ენი მეორედ გათხოვდა, მაგრამ მისი მეორე მეუღლეც, ჯორჯ ვარდა, მალევე გარდაიცვალა, რომლისგანაც მემკვიდრეობა დარჩა. მაშინ კოტონი მდიდარ ოჯახში ძიძად მოეწყო. მოულოდნელად იქაც დაიწყო ბავშვების ერთიმეორის მიყოლებით გარდაცვალება. მერი ენი მათ მამას გაჰყვა ცოლად (მესამე ქორწინება), იდუმალი სიკვდილები კი გრძელდებოდა. ქმარმა "რაღაც იეჭვა" და ცოლი სახლიდან გააგდო. მერი ენის მეოთხე მეუღლე გახდა ქვრივი ფრედერიკ კოტონი. მერი ენის გარშემო მუდმივად კვდებოდა ხალხი, მას კი ქონება რჩებოდა. ბოლოს მას ერთი გერი დარჩა, ჩარლზ ედვარდი. როცა ისიც გარდაიცვალა, ქალი დააპატიმრეს. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მერი ენ კოტონმა ორი ათეული ადამიანი მოკლა დარიშხანის საშუალებით, მაგრამ გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს მხოლოდ ჩარლზ კოტონის მკვლელობის გამო.


არიზონა ბარკერი (1873-1935 წწ.)



image


არიზონა ბარკერმა სახელი გაითქვა როგორც ბარკერ-კარპისების დანაშაულებრივმა დაჯგუფების მეთაურმა, რომელიც აშშ-ში ბოგინებდა. ბანდაში შედიოდნენ მისი შვილები: ჰერმანი, ლოიდი, არტური და ფრედი.


image

კადრი ფილმიდან "სისხლიანი დედა"

ბანდის დასასრული ასეთია–ჰერმანმა ორმხრივი სროლის დროს თავი მოიკლა, ლოიდი რამდენიმეჯერ მოხვდა ციხეში, თვითონ არიზონა კი ფრედთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. შვილებიდან უკანასკნელმა-არტურმა, ციხეში დაასრულა სიცოცხლე. ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ არიზონამ იცოდა შვილების დანაშაულებები და ეხმარებოდა მათ, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ის დაჯგუფების ლიდერი არ იყო და ეს მითი FBI გაავრცელა.


მაგდა ჰებელსი (1901-1945 წწ.)


image


ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ ჰებელსის მეუღლე, ჯერ მისი დამხმარე იყო, შემდეგ კი ცოლად გაჰყვა. ეს მისთვის მეორე ქორწინება იყო. ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც მაგდა დაუახლოვდა, მას სამაგალითო გერმანელ ქალად თვლიდა. ჰებელსებს ექვსი შვილი ჰყავდათ, ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი: ჰელგა, ჰილდეგარდი, ჰელმუტი, ჰოლდინე, ჰედვიგი და ჰეიდრუნი.


image

მათი სახელების პიირველი ასო ჰიტლერის გვარის პირველ ასოს ემთხვეოდა.


image

მაგდამ გერმანელი დედის საპატიო ჯვარიც კი მიიღო. 1945 წლის 1 მაისს, ექიმმა ჰელმუტ კუნცმა, ჰებელსების მოთხოვნით, ბავშვებს მორფის ინექცია გაუკეთა, შემდეგ თითოეულს ციანიდის ამპულა მისცა. ბავშვების შემდეგ შხამი მათ მშობლებმა მიიღეს. ოჯახიდან მხოლოდ მაგდას უფროსი ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) დარჩა.






გაეცანით შემდეგ სტატიებს:







მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხეში სულ ორი საკანია

image


ქალთა უნიკალური, თავისუფალი ციხე ავსტრალიაში, სადაც პატიმრებს ციხის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ მუშაობა

image


მალაიზიის ქალთა საქმეების მინისტრის მოადგილემ ქმრებს მოუწოდა, სცემონ ჯიუტი ცოლები

image


როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+)

image


ამერიკელი ქალი დედის მკვლელს დაუმეგობრდა იმ მიზნით, რომ მკვლელობის შესახებ სიმართლე დაედგინა

image


საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


მკვლელი პოლიციას ევედრებოდა, რომ მოეძებნათ და აეყვანათ, რადგან თვითონ შეჩერება უკვე აღარ შეეძლო

image







0
532
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
532