x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მალაიზიის ქალთა საქმეების მინისტრის მოადგილემ ქმრებს მოუწოდა, სცემონ ჯიუტი ცოლები

image


სიტი ზაილა მოჰდ იუსოფი, მალაიზიის ქალთა საქმეთა მინისტრის მოადგილე, სკანდალში გაეხვია. პოლიტიკოსი დაადანაშაულეს ოჯახური ძალადობის ნორმალიზებაში, იმდენად რამდენადაც, ქმრებს მოუწოდა (პირდაპირი მნიშვნელობით) ცოლების ცემისკენ.


image


იუსოფმა იმსტაგრამზე 2 წუთიანი ვიდეო, "რჩევები დედებს" გამოაქვეყნა, სადაც ურჩია მამაკაცებს, ჯერ დაელაპარაკონ თავიანთ მეუღლეებს, თუ ამას შედეგი არ მოჰყვა, მაშინ ცოლებს უარი უთხრან ინტიმურ კავშირზე და სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ოთახებში დაიძინონ. თუ ამანაც არ გაჭრა, მინისტრის მოადგილის შეთავაზებაა უფრო მკაცრი ზომების გამოყენება: "ქმარს შეუძლია გამოიყენოს ფიზიკური შეხების მეთოდი, ანუ მსუბუქად დაარტყას. ამით იგი თავის სიმკაცრეს აჩვენებს და დაამტკიცებს, რომ მას ნამდვილად სურს, რომ ცოლი შეიცვალოს." და ეს იუსოფის ერთადერთი გამონათქვამი არ არის. მან ასევე ურჩია ქალებს, ქმრებს ელაპარაკონ წინასწარ აღებული ნებართვის შემდეგ: "ქმრებს ელაპარაკეთ მაშინ, როცა ისინი დამშვიდდებიან, დანაყრდებიან, ილოცებენ და მოდუნდებიან. მაგრამ დალაპარაკებისთვის ჯერ ნებართვა უნდა ითხოვოთ.


image

მალაიზიის ქალთა უფლებების დაცვის ჯგუფებმა არა მხოლოდ გააკრიტიკეს მინისტრის მოადგილე, მოითხოვეს მისი გადადგომა. მათ აღნიშნეს, რომ 2020-2021 წლებში, ქვეყნის პოლიციამ დაარეგისტრირა ცხრა ათასზე მეტი ოჯახური ძალადობის საქმე. და ეს არ არის ზუსტი ციფრი, რამდენადაც ბევრი ქალი დასახმარებლად არა პოლიციას, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიმართავს.


image


მუსულმანური მალაიზია ერთ-ერთი სახიფათო ქვეყანაა ქალებისთვის, მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ასე მაგალითად, 2017 წელს, პარლამენტის წევრმა, ჩე მუჰამედ ზულკიფლაი იუსონმა განაცხადა, რომ ქალის უარი სექსზე-ძალადობაა ქმარზე. 2020 წელს კი ხელისუფლებამ გამოუშვა სარეკლამო პლაკატები ქალებისთვის რჩევით: არ ეწუწუნოთ ქმრებს.



image





გადახედეთ:






უცნაური და სულელური იდეები, რომლებიც ადამიანებმა რეალურად განახორციელეს

image

ისტორიული "ფოტოფაქტები" ყალბი აღმოჩნდა

image


ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც

image


ეგვიპტელი ქალი სამსახურის შოვნის მიზნით 43 წელი თავს მამაკაცად ასაღებდა

image


როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+)

image


თურქეთში დაიბადა ციკანი-მუტანტი, ციკლოპის მსგავსი თვალებით, რომელიც ერთ თვალბუდეშია მოთავსებული(+ვიდეო)

image


თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?)

image


მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ

image


რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image


ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე


image


რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image





0
513
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
513