x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელი ქალი დედის მკვლელს დაუმეგობრდა იმ მიზნით, რომ მკვლელობის შესახებ სიმართლე დაედგინა

image

მოკლული ადამიანების ნათესავები ხშირად ყველაფერზე მიდიან, რათა ახლობლის სიკვდილის შესახებ სიმართლე გაიგონ. ჯენიფერ ვაისი, რომლის დედაც აწამა, თავი მოკვეთა და დაწვა მკვლელმა თაიმს სკვერიდან, დაუმეგობრდა მანიაკს. ჯენიფერი მკვლელთან ურთიერთობდა, რათა ინფორმაცია მოეპოვებინა არა მხოლოდ დედამისის, არამედაც სხვა მსხვერპლების შესახებაც. რიჩარდ კოტინჰემი სდევნიდა, აწამებდა, და კლავდა ახალგაზრდა ქალებს და გოგონებს. მანიაკი თავებს აჭრიდა ცხედრებს და არ სტოვებდა დანაშაულის ადგილზე არავითარ კვალს. მხოლოდ ახლა, ჯენიფერთან პაემნების შემდეგ, მან თანდათანობით დაიწყო სიმართლის გამხელა.


image


დიდი გუდარზი ერთ-ერთი იყო იმ ორი ქალიდან, რომელიც სერიულმა მანიაკმა, რიჩარდ კოტინჰემმა გამოასალმა სიცოცხლეს ნიუ-იორკის ოტელში, 1979 წლის 2 დეკემბერს. მან დიდის და უცნობ 16 წლის გოგონას, თავი და ხელები მოჰკვეთა და თან წაიღო. მათი თავები ასეც ვერ იქნა ნაპოვნი.

ახლა მანიაკი ნიუ-ჯერსის ციხეში იმყოფება 11 ქალისა და გოგონას მკვლელობის ბრალდებით. მიუხედავად ჩადენილი საშინელი ბოროტმოქმედებებისა, იგი დაუმეგობრდა დიდის ბიოლოგიურ ქალიშვილს-ჯენიფერ ვაისს.


შესაძლო სისხლით ნათესაობა


image


ჯენიფერი ოთხი წლის ასაკში იშვილა ოჯახმა ნიუ-ჯერსიდან. გოგონამ დედის სიკვდილის შესახებ სიმართლე გაიგო, როცა მას 24 წელი შეუსრულდა. ახლა ამერიკელი 75 წლის კოტინჰემს ციხეში წერილებს უგზავნის. ქალმა მისი მონახულება 2017 წელს დაიწყო და მას შემდეგ 30-ზე მეტჯერ მოინახულა. ის დარწმუნებულია, რომ ასე მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ერთ-ერთ წერილში მანიაკმა პატიება სთხოვა ჯენიფერს დედამისის მკვლელობის გამო, რის შემდეგაც გოგონამ გადაწყვიტა მასთან პაემანზე მისვლა. მისი სიტყვებით ის ნამდვილი ფსიქოპათია.


image


დიდი გუდარზი ირანული წარმოშობის ელიტური მეძავი იყო. მან უარი თქვა ახალაბადებულ ორი კვირის ქალიშვილზე. ინფორმაცია გოგონას ბიოლოგიური მამის შესახებ არ იძებნება.

კოტინჰემის მონათხრობის მიხედვით, იგი ორი წლის განმავლობაში იცნობდა დიდის. ამან ჯენი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ მანიაკი შეიძლება მისი ბიოლოგიური მამა ყოფილიყო. მკვლელმა უკვე განაცხადა თანხმობა დნმ-ის ტესტის ჩაბარებაზე.



image


ბევრისთვის ქალიშვილის მეგობრული ურთიერთობა დედის მკვლელთან უცნაურია. მაგრამ ჯენიფერი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ასე შესძლებს მისი მსხვერპლების ბედის შესახებ მეტის გაგებას. იგი მზად არის სიმართლის გასარკვევად ყველაფერი გააკეთოს.


პირველი შეხვედრა


image


როცა მოკლული დიდის შვილი კოტინჰემთან შეხვედრაზე მივიდა, მან პირდაპირ და გულახდილად უთხრა ბოროტმოქმედს, რომ მზად არის მასთან სასაუბროდ შეხვედრებზე მივიდეს, სამაგიეროდ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ითხოვდა.


image

80-იანი წლების დასაწყისში რიჩარდ კოტინჰემი დაადანაშაულეს ხუთ მკვლელობაში, შემდეგ კი მან აღიარა მომდევნო 40 წლის განმავლობაში კიდევ 6 ჩადენილი მკვლელობა. ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში მანიაკმა 17 წლის განმავლობაში, 80-100 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

2021 წლის აპრილში მან აღიარა 1974 წელს, 17 წლის მერი ენ პრაიორის და 16 წლის ლორეინ მერი კელის მოტაცება, წამება და გაგუდვა. ბოროტმოქმედმა აღნიშნული აღიარა ჯენისთან საუბრების შედეგად. მერისა და ლორეინის მკვლელობები მანიაკმა მოინანია. იგი ამბობს, რომ მას არ უნდა მოეკლა გოგონები, მაგრამ შეეშინდა, რომ ისინი პოლიციაში უჩივლებდნენ.


მეძავებზე ნადირობა


image

მანიაკი ჯენის თავის ბავშვობაზეც მოუყვა, მას დაუოკებელი სექსუალური სურვილები ჰქონია და მას თითქმის არ ეძინა. მანიაკი თვლიდა, რომ მსხვერპლებს, რასაც მოისურვებდა, იმას უზავდა.


image

ბოროტმოქმედი ძირითადათ მეძავებს ესხმოდა თავს. მას მათი დასჯა სურდა, თუმცა მისი მსხვერპლი ხდებოდნენ მოზარდი გოგონებიც, ფეხმძიმე ქალებიც და ახალგაზრდა დედებიც. კოტინჰემი მათ აშიშვლებდა, სასტიკად სცემდა, თავს და მკერდს აჭრიდა. მიცვალებულთა სხეულებზე აღმოჩენილი იქნა სიგარეტით დამწვრობები და დანის შედეგად მიღებული ჭრილობები. ნაპოვნი ქალების უმრავლესობა გაგუდული იყო. მანიაკს სხვა ადამიანებზე თავისი უპირატესობის დემონსტრირება უნდოდა. მას მოსწონდა მოტყუება, ქურდობა. კოტინჰემი თავს ცხოვრების ბატონ-პატრონად თვლიდა.


ორმაგი ცხოვრება


image


რიჩარდ კოტინჰემი 1980 წლამდე ახერხებდა პოლიციის თვალთახედვის არეში არ მოხვედრილიყო-პირველი ცნობილი მკვლელობის შემდეგ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 70-იანი წლების დასაწყისში, მან სიცოცხლეს გამოასალმა 29 წლის ნენსი ვოგელი, ორი შვილის დედა. გაშიშვლებული ქალი გაგუდული იპოვნეს ავტომობილში. მანიაკმა ეს მკვლელობა მხოლოდ 2010 წელს აღიარა.

კოტინჰემი მსხვერპლებს თაიმ სკვერის რაიონში ირჩევდა. 15.00 საათიდან 23. 00 საათამდე ის მანჰეტენზე, სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა, მისი ცოლო სამ ბავშვთან ერთად კი ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა. დამნაშავე ახერხებდა არ დაეტოვებინა არავითარი კვალი, ამიტომ ხელისუფლება ვერ ხვდებოდა, რომ საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდა.


image


მანიაკი 1980 წელს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მეუღლემ განქორწინება მოისურვა, და მკვლელობების რაოდენობაც იმატა. კოტინჰემი ფაქტზე აიყვანეს ნიუ-ჯერსის ოტელში 1980 წლის მაისში, მაშინ როცა მორიგ მსხვერპლს აწამებდა. ქალის ყვირილი მომსახურე პერსონალმა გაიგო. ორი კვირით ადრეც, ამავე ოტელში ჩაიდინა სხვა მკვლელობა.


საქმეების გახსნა


image


რამდენადაც მკვლელის ჯანმრთელობა უარესდება, ჯენიფერ ვაისს სურს გააგრძელოს მასთან შეხვედრებიდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს, სანამ მკვლელს ჯერ კიდევ შეუძლია რამის მოყოლა. მოკლული დიდის ქალიშვილი თანამშრომლობს დოქტორ პიტერ ვრონსკისთან-გამომძიებელსა და ისტორიკოს-კრიმინალისტთან. მათ ნიუ-ჯერსიში სხვა გაუხსნელი მკვლელობების რუქა შეადგინეს.


image

რიჩარდ კოტინჰემი სასჯელს იხდის უვადოდ, შეწყალების უფლების გარეშე, ნიუ-ჯერსის ციხეში. ითვლება, რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობების ზუსტი რაოდენობა არასოდეს იქნება ცნობილი. სიმართლეს თავისი ბოროტმოქმედებების შესახებ მანიაკი საფლავში წაიღებს.







იხილეთ შემდეგი სტატიები:



საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


მკვლელი პოლიციას ევედრებოდა, რომ მოეძებნათ და აეყვანათ, რადგან თვითონ შეჩერება უკვე აღარ შეეძლო

image


მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხეში სულ ორი საკანია

image


ქალთა უნიკალური, თავისუფალი ციხე ავსტრალიაში, სადაც პატიმრებს ციხის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ მუშაობა

image





0
877
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
877