სხვა 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია 2022, 16 ივნისი, 9:51 ჩვენ შეიძლება სკეპტიკოსები ვიყოთ და რთულად ასახსნელი ფაქტების რაღაც ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ ფაქტები, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავზე თავად მეტყველებენ: 1. ძველ პერუელებს ქვის დარბილება შეეძლოთ?! არქეოლოგები და მეცნიერები უკვე რა ხანია იმის გარკვევას ცდილობენ, თუ როგორ ააშენეს საქსაიჰუმანის კომპლექსი? გიგანტური ქვები, რომლითაც ეს უჩვეულო ნაგებობაა შექმნილი, იმდენად მძიმეა, რომ მისი ტრანსპორტირება და მონტაჟი, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი რთული იქნებოდა. ამ საიდუმლოს გასაღები, სავარაუდოდ, განსაკუთრებული მოწყობილობის არსებობაა, რომელსაც ძველი პერუელები ქვების დასარბილებლად იყენებდნენ, ან იქნებ, საქმე ქვების დნობის უძველეს საიდუმლოშია? ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გრანიტს, რომლითაც კუსკოს ციხე–სიმაგრის კედლებია აშენებული, მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის კვალი ეტყობა, რაც მისი ზედაპირის მინისებურობაში და სიგლუვეში ვლინდება. მეცნიერთა აზრით, ქვებს რაღაც მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით ჯერ არბილებდნენ, ხოლო შემდეგ, აპრიალებდნენ და ერთმანეთზე მჭიდროს სვამდნენ. 2. ჰალ–საფლიენის საოცარი აკუსტიკა ჰალ–საფლიენი 3 იარუსიანი მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსია, რომლის საერთო ფართობი 500 კვ. მ–ია. მისი დერეფნები, ერთი მიმართულებით – მომცრო დარბაზისკენ მიდის, რომელიც ძვ. წ. აღრ. 3000–2500 წწ. არის დათარიღებული. ამ ქვის დარბაზში წარმოუდგენელი ხმის ეფექტების მოსმენა შეიძლება, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. მასში გაჟღერებული ბგერები რეზონანსში მოდის კედლებთან და შემდეგ, თითქოს ადამიანის სხეულში აღწევს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ჰალ–საფლიენს ბნელი ისტორიული წარსული უნდა ჰქონდეს. არქეოლოგებმა მის ტერიტორიაზე 7000–ზე მეტი ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს მიწისქვეშა კომპლექსი სამლოცველო და სასაფლაო ყოფილიყო. 3. ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში თასი, რომელზეც მეფე ლიკურგი (ძვ. წ. აღრ. VIII) იყო გამოსახული, დიდი ხნის მანძილზე, არ უმხელდა თავის საიდუმლოს მეცნიერებს. ის ფერს სინათლის წყაროს მდებარეობის მიხედვით იცვლის. თუ სინათლე უკანა მხარეს არის, თასი წითლდება, ხოლო თუ ის წინიდან ეცემა – მწვანდება. 4. ბაღდადის ბატარეა – ელექტრო ენერგია ძველ მსოფლიოში ინფორმაცია ამ უჩვეულო აღმოჩენის შესახებ, ავსტრიელმა არქეოლოგმა ვილჰელმ მენინგმა, 1936 წელს გაავრცელა. ზუსტად ცნობილი არ არის, ბაღდადის გარეუბანში, იმ პერიოდში გათხრები მიმდინარეობდა თუ არა. სავარაუდოდ, ეს უძვირფასესი ნივთი მას ვიღაცისგან უნდა მიეღო, რადგან გათხრების წარმოების შემთხვევაში, ბევრ სხვა რამესაც იპოვიდა. ბაღდადის ბატარეა — ღია-ყვითელი ფერის ამფორა არის, რომლის სიმაღლე, სულ რაღაც, 15 სმ-ია. დაახლოებით, 2000–2200 წლის არის. ყელი ფისით აქვს დაფარული, ხოლო მის ცენტრში რკინის გულის ნაწილი არის გამოშვერილი. როდესაც ყელიდან ფისი მოაცილეს, ჭურჭლის შიგნით სპილენძის ცილინდრი აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი ზუსტად 25 მმ-ი იყო, ხოლო სიგრძე – 9 სმ. სწორედ მასში იყო მოთავსებული რკინის გული და ის ცილინდრის ფსკერს არ ეხებოდა. ჭურჭლის ფსკერი კი მთის ფისით იყო დაფარული და ლითონის კონსტრუქცია ჰაერში იყო გამოკიდებული – ის ყელის ფისზე იყო მიმაგრებული. 5. ლითონის დამუშავების ტექნოლოგია ლითონის დიდი და მასიური ნაჭრების გამოწრთობის და დამუშავების მაღალტექნოლოგიური მეთოდები, უძველეს დროში, უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. ჩვენი წინაპრები ლითონის დამუშავების მეტად რთულ სამეცნიერო ცოდნას ფლობდნენ, რომელიც მათ უფრო ადრინდელი ცივილიზაციისგან მიიღეს, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაკეთებული აღმოჩენებით მტკიცდება. მეტალურგიული ტექნოლოგიები ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იყო ცნობილი. ეს ერთ–ერთი პირველი ცივილიზაცია იყო, დღეს ცნობილი ცივილიზაციებიდან, სადაც თუჯის გამოდნობა დაიწყეს. ძველ ინდოეთში კი, უჟანგავი რკინის ნივთებს ამზადებდნენ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რკინა იმიტომ არ ჟანგდებოდა, რომ ის დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავდა. ლითონის დამუშავების ძველი ტექნოლოგიების ერთ–ერთი შედევრი, სვეტი, რომლის სიმაღლე 7 მეტრია და 6 ტონას იწონის, დელიში, კუტბ-მინარის მინარეთშია. 6. ქვის ბურღვის ტექნოლოგია უკვე ძველ დროში, მშენებლებს, ქვაში და მყარ ქანებში იდეალური ნახვრეტის გაკეთება შეეძლოთ. ეს შთამბეჭდავი არტეფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები რთულ ტექნოლოგიებს იცნობდნენ — ასეთი დიდი ზომის ნახვრეტების შექმნა საინჟინრო უნარ–ჩვევების და საჭირო აღჭურვილობის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი არტეფაქტები მსოფლიო მასშტაბით არის აღმოჩენილი. 7. ვერცხლის წყლით მოოქროების უძველესი ტექნოლოგია, რომლამდეც თანამედროვე ტექნოლოგიას ჯერ არ მიუღწევია იუველირები, რომლებიც ოქროზე და ვერცხლზე მუშაობდნენ, ძველი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ტაძრის გუმბათების და ინტერიერის მოოქროებისთვის, ვერცხლის წყალს იყენებდნენ. ეს რთული პროცესი ასევე გამოიყენებოდა ისეთი ნაკეთობების წარმოებისას, როგორიც სამკაული, ქანდაკება და თილისმები იყო. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, უკვე 2000 წლის წინ, ძველმა ხელოსნებმა მოახერხეს ამ ლითონის საფარის წარმოუდგენლად თხელი და გამძლე ფენის შექმნა. "ოქროს" არაერთი არტეფაქტია აღმოჩენილი. მაგრამ, მოოქროების ტექნოლოგია ჯერ–ჯერობით ნაპოვნი არ არის. ნანოტექნოლოგია* — ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს (1 ნანომეტრ – მეტრის ერთი მემილიარდედი) არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოსკალის დონეზე. (ვიკიპედია) არხის სხვა სიახლეები:* ბავშვს უყიდა, მაგრამ თვითონ გააფერადა...* 7 გიგანტური ცხოველი, რომლის არსებობა რთული დასაჯერებელია* მამაკაცმა საკუთარი სარდაფის კედელი დაანგრია და უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული* "ახალი ადამიანები" – ტრანსგენდერები "გარდასახვამდე" და მას შემდეგ* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა1934 6-ს მოსწონს
|