სხვა მამაკაცმა საკუთარი სარდაფის კედელი დაანგრია და უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა 2022, 10 ივნისი, 9:38 მიწის ფენების ქვეშ დამარხული, ისტორიის საიდუმლოებები, ზოგჯერ შეიძლება, სრულიად შემთხვევით, «ამოტივტივდეს»... ასე მოხდა თურქეთშიც, სადაც სარდაფის კედლის დანგრევის შემდეგ, უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს. ეს 1963 წელს, ანკარიდან 300 კმ–ში, ნევშეჰირის პროვინციაში მოხდა. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დღეს, ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს, რომელმაც ღრმა გავლენა მოახდინა, კაბადოკიაში ამ ტიპის დასახლებების შესწავლაზე. მას შემდეგ, რაც კედელი ჩაქუჩით დაამსხვრია, კაცმა, რომლის სახელი იმდროინდელ ანგარიშებში ნახსენები არ არის, აღმოაჩინა, რომ კედლის უკან საიდუმლო ოთახი იყო, საიდანაც გვირაბების რთული ქსელი იწყებოდა. მოგვიანებით, კვლევამ აჩვენა, რომ ეს მრავალდონიანი მიწისქვეშა ქალაქი იყო და საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მასში 20 ათასამდე ადამიანს, პირუტყვთან ერთად ეცხოვრა. ქალაქი დერინკუიუს სახელით არის ცნობილი, რაც «ღრმა ჭას» ნიშნავს. მას ჰქონდა ცალკე შესასვლელები, სავენტილაციო შახტები, წყლის არხები, საწნახლები, თავლები, სარდაფები, საწყობები და სამლოცველოებიც კი. თურქეთის კულტურის დეპარტამენტის არქეოლოგების აზრით, მისი პირველი გამოქვაბულები, ძვ. წ. აღრ. VIII-VII სს. ფრიგიელების მიერ უნდა შექმნილიყო, რომელთა სამეფო ანატოლიაში ძვ. წ. აღრ. XII-VII საუკუნეებში არსებობდა. თუმცა, არსებობს სხვა ვარაუდებიც, რომლის მიხედვით, მიწისქვეშა ქალაქის შემქმნელები სპარსელები ან ხეთები უნდა ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი პირველი წყარო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და რომელიც დერინკუიუს აღწერს, ძვ. წ. აღრ. 370 წლით არის დათარიღებული. აღნიშნული ქალაქის შესახებ, ძველი ბერძენი, ათენელი ისტორიკოსი ქსენოფონტი (ძვ. წ. 427–355 წწ.), თავის ყველაზე ცნობილ თხზულებაში, «ანაბასისში» წერდა, რომ ანატოლიის მაცხოვრებლებმა, საკუთარი სახლები მიწაში ჩამარხეს და იქვე აღნიშნავს, რომ ეს საცხოვრებლები საკმაოდ დიდი იყო ოჯახის, პირუტყვის და საკვების მარაგისთვის. სავენტილაციო შახტა სავარაუდოდ, დერინკუიუმ თავის განვითარების უმაღლეს დონეს, ბიზანტიურ პერიოდში მიაღწია. ის უზარმაზარ, 18 სართულიან კომპლექსად გადაიქცა, რომლის 445 კვ. კმ–ს მოიცავდა და არაბეთ–ბიზანტიის ომების დროს (634–1050 წწ.), მუსლიმი არაბებისგან თავდაცვისთვის გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ქალაქი ადგილობრივებისთვის კარგი თავშესაფარი იყო, XIV ს–ში, თემურლენგის შემოსევების დროს. დერინკუიუ — ერთადერთი მიწისქვეშა ქალაქი არ არის კაბადოკიაში, მაგრამ ის ტუფში გამოკვეთილი, რამდენიმე კომპლექსიდან ერთ–ერთია. ამჟამად, რეგიონში 200–ზე მეტი მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი. სულ ბოლოს, ასეთი კომპლექსი, იგივე ნევშეჰირის პროვინციაში, 2013 წელს აღმოაჩინეს. როგორც ამბობენ, ეს ქალაქი დერინკუიუზე ბევრად დიდია, თუმცა დღესდღეობით, დერინკუიუ კაპადოკიის მთავარ მიწისქვეშა ქალაქად ითვლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის მთელი ტერიტორია მიწისქვეშა გვირაბებით არის დასერილი, რომელიც ჩრდ. შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მიდის. გერმანელი მეცნიერების აზრით, გვირაბების ქსელის ასაკი 12000 წელია. რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა. ერთი ვერსიით, გვირაბები ერთი პუნქტიდან მეორეში, უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შეიქმნა. იმ პერიოდში ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო და მიწისქვეშა გზა საუკეთესო საშუალება იყო მტაცებლებისგან თავის დასაცავად. ამას ისიც ემატებოდა, რომ ხშირი იყო კონფლიქტები და ომები. არსებობს ასევე აზრი, რომ გვირაბი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი არა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისთვის და საქონლის მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვის გაიყვანეს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები: * "ახალი ადამიანები" – ტრანსგენდერები "გარდასახვამდე" და მას შემდეგ* არც ინტერნეტი, არც სოციალური ქსელები, მაგრამ მაინც ერთობოდნენ... (22 ფოტო)* ნაწყენი ძაღლი სახლიდან გაიქცა და შინ თავზე მიმაგრებული წერილით დაბრუნდა* "აღმოსავლეთის ატლანტიდა" – იდუმალი ქალაქი ტბის ფსკერზე* ორი გარემოება, რის გამოც ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას ასრულებს* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები* საინტერესო ფაქტები ფრინველების შესახებ. უნიკალური შეფერილობის ფრინველები (25 ფოტო)* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა1627 2-ს მოსწონს
|