x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბაღდადის ბატარეა – ელექტრო ენერგია ძველ მსოფლიოში
image

imageჩვენმა ცივილიზაციამ პირველი ცნოდნა ელექტრო ენერგიის და ძაბვის შესახებ, XVIII ს-ის II ნახევარში მიიღო. მეცნიერების ამ დარგის ფუძემდებელი იტალიელი ანატომი და ფიზიოლოგი ლუიჯი გალვანი (1737-1798) იყო. მისი შრომებს რედაქტირება, ასევე იტალიელმა ფიზიკოსმა, ალექსანდრო ვოლტამ (1745-1827) გაუკეთა და პრაქტიკულად, სწორედ ის გახდა ელექტრო ბატარეის შემქმნელი.

თავისი ტრიუმფალური მსვლელობა ელექტრო ენერგიამ XIX საუკუნეში დაიწყო. ჩვენს დროში კი, მის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ წარმოუდგენელია. დენზე მუშაობს ყველა ხელსაწყო და ავტომობილის დაქოქვაც შეუძლებელი იქნება, თუ მასში დენის წყარო არ არის.
ყოველივე ამის შემდეგ, უნებლიედ ჩნდება კითხვა – თუ როგორ არსებობდა კაცობრიობა ელექტრო ენერგიის გარეშე?

რაც არ უნდა საკვირველად ჟღერდეს, დღეს არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ძველ მსოფლიოში, ადამიანები თავისებური ელ. ენერგიით, ელექტრო ლამპებით სარგებლობდნენ. ლამპებს მხოლოდ სახლებში კი არა, ტაძრებში, სამარხებში და იმ შენობებში იყენებდნენ, სადაც მზის შუქი ვერ აღწევდა.

ამ თეორიის წარმოქმნის მიზეზი, გასული საუკუნის 30-იან წლებში, განსაცვიფრებელი არტიფაქტის აღმოჩენა გახდა, რომელმაც ბაღდადის ბატარეის სახელი მიიღო.

image

image
ინფორმაცია ამ უჩვეულო აღმოჩენის შესახებ, ავსტრიელმა არქეოლოგმა ვილჰელმ მენინგმა, 1936 წელს გაავრცელა. ზუსტად ცნობილი არ არის, ბაღდადის გარეუბანში, იმ პერიოდში გათხრები მიმდინარეობდა თუ არა. სავარაუდოდ, ეს უძვირფასესი ნივთი მას ვიღაცისგან უნდა მიეღო, რადგან გათხრების წარმოების შემთხვევაში, ბევრ სხვა რამესაც იპოვიდა.

image

და მაინც, რას წარმოადგენს ბაღდადის ბატარეა?

ეს ღია-ყვითელი ფერის ამფორა არის, რომლის სიმაღლე, სულ რაღაც, 15 სმ-ია. დაახლოებით, 2000–2200 წლის არის. ყელი ფისით აქვს დაფარული, ხოლო მის ცენტრში რიკინი გულის ნაწილი არის გამოშვერილი. როდესაც ყელიდან ფისი მოაცილეს, ჭურჭლის შიგნით სპილენცის ცილინდრი აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი ზუსტად 25 მმ-ი იყო, ხოლო სიგრძე – 9 სმ. სწორედ მასში იყო მოთავსებული რკინის გული და ის ცილინდრის ფსკერს არ ეხებოდა. ჭურჭლის ფსკერი კი მთის ფისით იყო დაფარული და ლითონის კონსტრუქცია ჰაერში იყო გამოკიდებული – ის ყელის ფისზე იყო მიმაგრებული.
დღეს, XXI საუკუნეში, შუქი რომ ქრება, სანთლებს ვანთებთ. მესოპოტამიაში კი, ოთახის გასანათებლად, ძვ. წ. აღრ. II ს-ში ელ. ლამპებს იყენებდნენ.


image


ძველი მესოპოტამია — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, შუმერული ცივილიზაციის ჩასახვის და განვითარების რეგიონი იყო. ძვ. წ. აღრ. IV ათასწლეულიდან – ძვ. წ. აღრ. 539 წლამდე, ამ ტერიტორიაზე, სხვადასხვა პერიოდში, შუმერების, აკადების, ასურეთის და ბაბილონის სამეფოები იყო.
ძვ. წ. აღრ. 539 წ. 12 ოქტომბერს — მას შემდეგ, რაც სპარსებმა ბაბილონი დაიპყრეს, დასრულდა მესოპოტამიის, როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი რეგიონის ისტორია.

რაც შეეხება ბაღდადს, პატარა დასახლება თანამედროვე ერაყის დედაქალაქის ტერიტორიაზე, არქეოლოგების მონაცემებით, ძვ. წ. აღრ. XIX—XVIII სს. უკვე არსებობდა და მისი სახელი, ყველაზე გავრცელებული ვერსიით, შუა მდინარეთში ირანული მმართველობის პერიოდს უკავშირდება. «ბაღდადი» ძველი სპარსული სიტყვებისგან bagh— «ღმერთი» და dād — «ბოძება» წარმოსდგება და «ღვთის საჩუქარს» ან «ღვთისგან ნაბოძებს» ნიშნავს.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმუდმივად მანათობელი კანდელები


ბაბილონი — მხოლოდ ფაქტები და არანაირი მითოლოგია

მოხარშული კარტოფილის ბატარეა (1 ბოლქვი – 1 თვე ანათებს)

ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!

აკრძალული არქეოლოგია

ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში

4
1705
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1705
  
2017, 5 სექტემბერი, 14:53
არც მე მინდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ეგვიპტეში ნათურები ნამდვილად იყო იხ. სტატია: იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს? (საძიებო ველში თუ ჩაწერთ სათაურს, სტატიას ამოაგდებს)
2017, 5 სექტემბერი, 13:57
ჩემს კომენტარში გარკვევით მიწერია, რომ ელ.ლამპები არ არსებობდა.

რაც შეეხება, რომ თეორია არსებობს, დიახ არსებობს, ისევე როგორც მისი უარმყოფელი. კარგი იქნებოდა, რომ ეგეც აგეღნიშნათ.

შეიძლება გული დაგწყდეთ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომ ეგვიპტის პირამიდები ელ. ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენებოდა არ არსებობს.

ვწუხვარ, რომ ვერ იგებთ მარტივ რამეს - ელ. ენერგიის გამომუშავება არ ნიშნავს ელ. ნათურების არსებობას. არც ეგვიპტეში იყო ელ. ნათურები და არც შუამდინარეთშიც.

ასევე მეგობრულად გირჩევდით ბოლომდე წაიკითხოთ ვიკიპედია.

მეტს აღარ გავაგრძელებ.
2017, 5 სექტემბერი, 13:36
Baghdad Battery

,,The Baghdad Battery or Parthian Battery is a set of three artifacts which were found together: a ceramic pot, a tube of one metal, and a rod of another. It was discovered in modern Khujut Rabu, Iraq, close to the metropolis of Ctesiphon, the capital of Parthian (150 BC-223 AD) or Sasanian (224-650 AD) empires, and it is considered to date back to either periods."
wikipedia

თან სტატიაში ნათქვამია, რომ თეორია არსებობსო. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეგვიპტის პირამიდები ელ. ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენებოდა და თუ ეგვიპტეში იყო ნათურები, რატომ არ შეიძლებოდა შუამდინარეთშიც ყოფილიყო?
2017, 5 სექტემბერი, 11:29
ჰოოოოოოო, ისე ვიკიპედიაში მაინც რომ გადაგემოწმა დაწერილის შინაარსი არ იქნებოდა ცუდი. ე.წ. ელექტრო
ბატარეაც რომ ყოფილიყო ის თავისით ვერანაირად ვერ ანათებს. მესოპოტამიაში "ელ.ლამპეპს" ვერ იყენებდნენ, რადგან არ ჰქონდათ.
დანარჩები რა გითხრათ?
0 1 4