x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნიკუტტივი, კეზერტივი და ჭუტატვი,ხოდააა დააკოპირეთ ეს ტექსტი და ხვალ მენდელსონის მარშის ფონზე წაიკითხოს ნოდარიკომ" - ნინო ჯღარკავა
image"ეს რა დღეში ჩამიგდია სანაცეთი, ჯერ კუტატივმა შეიმჩნია ჩემი პოსტი და ნიუსი გამოაცხო, ახლა ჭუტა ტვი აღელვებულა, მესიჯი გამომიგზავნა ნოდარ მელაძის ჟურნალისტმა ხვალ ჩაგწერთ ბიძინა ივანიშვილის პეტიციაზეოო, ანუ აქამდე რომ მივიდნენ რა ფსკერში გორავენ ხომ ხედავთ, რა თქმა უნდა ინტერვიუზე უარი ვუთხარი და აქვე გამოვუცხობ პოსტს.მაინც ჩემს კედელზე ათენებთ, ნიკუტტივი, კეზერტივი და ჭუტატვი, ხოდააა დააკოპირეთ ეს ტექსტი და ხვალ მენდელსონის მარშის ფონზე წაიკითხოს ნოდარიკომ:


თქვე გამომიშებულებო, 12 წელია ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ვახსენებ, რა გაგიკვირდათ, ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭება რომ მოვითხოვე, ანუ სიუჟეტს იწყებთ ჩემით?!ჯღარკავას დასაცავი გახდა ბიძინაოო სათაურიც ეს ექნება კლიანუს, ხოდა ხმამაღლა გამოთქმით წაიკითხეთ ჩემი პოსტი-დიახ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ერისკაცი და ღირსების ორდენიც ეკუთვნის და დიდი ძეგლიც სიცოცხლეში, ჩემი და ჩემისთანა მოქალაქეების დასაცავი იქნება ყველა წესიერი ადამიანი, თორე აგერ თქვენს კრამიტდაცურებულ მიშას ხუთკაციანი აქციით რომ ვერ შველით ხედავს მთელი ერი! ხვალ კი ვუყურებ თქვენს ფსკერ გადაცემას და გაგრძელებას მერე გაახლებთ! ნოდარს კი ცხელი ჩაი დაალევინეთ ცუდად ყოფილა და ხვალ ბარიტონი არ გაუფუჭდეს, არ გადამრიოოთ ახლა:)))))))))))))პ.ს. ხოო დამავალებ, დიდი სიყვარულით მომიკითხე ჩემი ყოფილი და შენი ახლანდელი მეგობარ პროდიუსერი, დიდი “ჩეკისტი“ ბაყაყების დირიჟორი ს, გ:))))))))))))))))))))))))))))))))



ამ ქვეყანაში ვინც კი დაიყროყინა სცენაზე, წურწრუმიებმა თუ წკრიალაშვილებმა, ვინც მიშას მუხლებზე თუ მუხლებს ზემოთ გაწვა, ყველას ღირსების ორდენი დაკიდა შხუილამ, ხოდა წარმოგიდგენიათ, კაცს რომელსაც 3 მილიარდი აქვს დახარჯული ქველმოქმედებისთვის, ერთი ორდენი არ აღირსა არცერთმა პრეზიდენტმა, ახლა მე შევადგენ პეტიციას, მოვაწეროთ ხელი და მივმართოთ მადამ პრეზიდენტს, კეთილი ინებოს და ბიძინა ივანიშვილს მიანიჭოს ღირსების ორდენი! ისევ ჩვენ მოქალაქეებმა დავაფასოთ ამ კაცის ამაგი!"-წერს ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა.


გუშინ ნინო ჯღარკავამ გაავრცელა პეტიცია, იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს თხოვნით, რათა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი მიანიჭოს.


„ქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მე ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი საუკუნის დიდ ქველმოქმედს, ერისკაცს, ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდისთვის, კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, რეჟიმის შეცვლისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველი ხალხის სახელით მიენიჭოს ღირსების ორდენი. ჩვენ გვინდა, ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ დიდი ადამიანის წინაშე! ჩვენს სურვილს გიდასტურებთ ხელმოწრებით…

რომ არა ბიძინა ივანიშვილი არ გვექნებოდა სამების ტაძარი, ვერ გადარჩებოდა ბაკურიანის ტყე, ათასობით კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდებოდა, მშიერი მოგვიკვდებოდა ჩვენი სახელოვანი მსახიობები, მომღერლები, დღესაც კრამიტმოცურებული სააკაშვილი გვეყოლებოდა პრეზიდენტად, ასე ვერ წაიგდებდით ენას მხარზე. ჩემი დიდი პატივსცემა და სიყვარული ერისკაცს. ბატონო ბიძინა, საქართველოს უმრავლეობა თქვენს გვერდითაა და მადლიერია!” – წერს ნინო ჯღარკავა.

0
256
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0