x
image
არჩილ ვერულიძე
როდის დაიწყეს ადამიანებმა პომადის გამოყენება?

image
პირველად პომადა გამოიყენეს მესოპოტამიაში დაახლოებით 5000 წლის წინ. ტუჩის საცხი უკვე ცნობილი იყო ძველ ეგვიპტეში. იქ მას წითელი პიგმენტით, ფუტკრის ცვილით და ცხოველური ცხიმით ამზადებდნენ. ეგვიპტელები უპირატესობას მუქ პომადას ანიჭებდნენ.

ეგვიპტიდან პომადა ძველ საბერძნეთში, შემდეგ კი რომში გავრცელდა. თუმცა ამ ქვეყნებში ტუჩის საცხის მომხრეებიც იყვნენ და მოწინააღმდეგეებიც. ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო ცნობილი კლავდიუს გალენი. გალენი საერთო ჯამში არ გახლდათ კოსმეტიკური საშუალებების წინააღმდეგი - ის მხოლოდ ცდილობდა ქალები გაეფრთხილებინა საშიში კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შესახებ. ეს განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროს პომადას ემატებოდა პიგმენტები, რომლებიც მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავდა (წითელი ტყვია, ცინაბარი). თუმცა, ქალები განაგრძობდნენ პომადის გამოყენებას.

0
57
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0