x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ფრინველების შესახებ - უნიკალური შეფერილობის ფრინველები (25 ფოტო)

imageოქროს ხოხობი


1. ტალღისებრი თუთიყუშები ავსტრალიაში 5 მლნ. წელზე მეტ ხანს ბინადრობენ.

2. ტალღისებრი თუთიყუშები — ყველაზე სწრაფები არიან, თუთიყუშებს შორის.

3. ტალღისებრი თუთიყუშები მონოგამიური ფრინველები არიან. ისინი ერთხელ და სამუდამოდ წყვილდებიან.

4. ტალღისებრი თუთიყუშები, საშუალოდ, 20 წელს ცოცხლობენ.


imageტალღისებრი თუთიყუშები


5. ფრენისას, ფრინველის გული წუთში 1000-ჯერ სცემს და წუთში 400-ჯერ, დასვენების დროს.

6. ფრინველის ნისკარტის ფორმა იმ საკვების ტიპს შეესაბამება, რომლითაც ისინი ველურ ბუნებაში იკვებებიან.

7. ფრინველებს დაქვეითებული საგემოვნო შეგრძნებები აქვთ.

8. სირაქლემას, კივის, კაზუარს და პინგვინს ფრენა არ შეუძლია.

9. მოხეტიალე ალბატროსი გაშლილი ფრთების სიგრძე 3 მ–ს შეადგენს.

10. გუგული უბრალოდ კი არ დებს თავის კვერცხს სხვის ბუდეში, ის იმ კვერცხებსაც ანადგურებს, რომელიც იქ, მის მისვლამდე იყო.


imageლოდიგეზია, საოცარი რაკეტა–კუდიანი კოლიბრი


11. კოლიბრის 350 სახეობიდან, ყველაზე დიდი 22 სმ-ია. ხოლო, ყველაზე პატარა — რამდენიმე სმ. და სულ რაღაც, 2 გრამს იწონის. ეს ყველაზე პატარა ფრინველია პლანეტაზე. მისი გავრცელების არეალი კუბაა. როგორც გაირკვა, ამ პატარა არსებას ყველაზე დიდი ტვინი აქვს, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 1\12 არის. ხოლო, უხერხემლოებს შორის, ამ მხრივ, რეკორდსმენი ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა, სხეულის მასასთან — 1\4–ის ტოლია.

12. შაშვი გაბედული, მაგრამ ფრთხილი ფრინველია. ერთხელ მოტყუებული, იგივე ხაფანგში არასდროს გაებმება.

13. მტრების ბუდიდან განდევნის მიზნით, შაშვი თავს ესხმის მათ. თუ ტაქტიკა არ გაამართლებს, ის თავს ავადმყოფად აჩვენებს და მტაცებელს ბუდიდან, კოჭლობით იტყუებს.

14. ბარტყების გამოკვებისას, შაშვი უამრავ მწერს ანადგურებს: ყოველდღიურად, მას საკვების მოსაძებნად, ბუდიდან გაფრენა, 200–ჯერ და მეტჯერ უწევს.

15. მოლაღური ზომიერ სარტყლებში ბინადრობს, როგორც ევროპაში და აზიაში, ისე სამხ. აფრიკაში. მიუხედავად იმისა რომ მას ასეთი კაშკაშა შეფერილობა აქვს, იმის გამო, რომ ხის კენწეროებზე ცხოვრობს, ამ ფრინველის ნახვა, ფაქტიურად შეუძლებელია.


imageმოლაღური


16. მასის მიხედვით, ყველაზე მძიმე ფრინველი სავათია. ზომით ის ინდაურს არ აღემატება. მაგრამ, 16 კგ–მდე იწონის.

17. დღეს პლანეტაზე მობინადრე ფრინველებს შორის, ყველაზე დიდი ფრინველი — სირაქლემაა, რომლის სიმაღლე 2 მ–ს აღწევს.

18. სირაქლემას თვალი კი — ყველაზე დიდია ხმელეთზე მცხოვრები ყველა არსების თვალს შორის — მისი დიამეტრი, დაახლოებით, 5 სმ–ია.

19. მამალი სირაქლემა პოლიგამიური ფრინველია და მისი ჰარემი, უმეტეს შემთხვევაში, 3-6 სირაქლემასგან შედგება. გამრავლების პერიოდში, ის ერთ დიდ ბუდეს აკეთებს, რომელშიც კვერცხს ყველა დედალი სირაქლემა დებს. ხოლო, შემდეგ, მამალი და «მთავარი დედალი» სირაქლემა, რომელსაც ის ყველაზე მეტად ენდობა, კვერცხებზე მორიგეობით სხდებიან. დღე დედალი ზის — ის ნაცრისფერია და დღის შუქზე ნაკლებად შესამჩნევია, ხოლო ღამე — მამალი, რადგან ის შავია და ღამე შეუმჩნეველია.

20. როდესაც სირაქლემები საკვებს ეძებენ, ჯგუფის ერთი წევრი სადარაჯოზე დგას და მტრის (გეპარდი, ლომი) დროულად შესამჩნევად, მიდამოს ათვალიერებს.


imageაფრიკული სირაქლემა


21. ნამგალები ყველა ბუნებრივ მოთხოვნილებას ჰაერში იკმაყოფილებენ (ძალიან მოკლე და სუსტი ფეხები აქვთ, აფრენა უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, ღამეს ჰაერში ატარებენ), მათ შორის, ძილითაც ჰაერში იძინებენ. მზის ჩასვლის დროს, ისინი ძალიან დიდ სიმაღლეზე ადიან, ფრთებს შლიან, ჰაერში ლივლივს იწყებენ და იძინებენ. ხოლო, გამთენიისას, ქვემოთ, მიწასთან უფრო ახლოს, ჩამოდიან.

22. ბევრი ზღვის ფრინველს, მათ შორის, ალბატროსებს და ქარიშხალებს, სპეციალური მარილის ჯირკვალი აქვთ და მათ მლაშე წყლის დალევა შეუძლიათ.

23. თოლიები ძალიან საზრიანი ფრინველები არიან. მართალია, ყვავებთან ვერ მოვლენ, მაგრამ მაინც. მაგ., მოლუსკიდან შიგთავსი გამოსაღებად, ისინი მას, დიდი სიმაღლიდან, ქვაზე ანარცხებენ და ნიჟარის გატეხას ცდილობენ. ამასთან, ისინი ნამდვილი მტაცებლები არიან, რადგან სხვა ფრინველების მხოლოდ კვერცხს კი არ ჭამენ, საკმაოდ დიდ ფრინველებზეც ნადირობენ.

24. თოლიები მონოგამიური ფრინველები არიან და ერთხელ დაწყვილებულები, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობენ ერთად.

25. ყველაზე დიდი ნისკარტი, თუთიყუშებს შორის, პალმის შავი კაკადუს აქვს. მისი ზომა, შეიძლება, 9–10 სმ–ს აღწევდეს. ფრინველებს შორის, ნისკარტის სიდიდით, ის მხოლოდ ტუკანს ჩამორჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «კაკადუ» მალაურად «საკვნეტელას» ნიშნავს. და გასაკვირი არ არის, ასეთი ნისკარტით, თუთიყუშს ადამიანის თითის მოკვნეტაც კი შეუძლია.


imageპალმის შავი კაკადუ


26. შოშია ბუნების ხმების კარგი იმიტატორია და თუ ხანგრძლივი დროის მანძილზე, სახლის პირობებში იცხოვრებს, ის ადამიანის ენაზე მეტყველებასაც შეძლებს.

27. ფარშევანგი, თავისი მდიდრული «კუდის» გამო, რომელსაც მარაოსავით შლის, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ფრინველად ითვლება. თუმცა, ასეთი თვალშისაცემი სილამაზით, მხოლოდ მამალი ფრინველები ხასიათდებიან. რეალურად, როგორც დედალს, ისე მამალ ფარშევანგს კუდი პატარა აქვს. ბუმბული კი, რომელიც ფერად «მარაოს» ქმნის, კუდის თავზე ეზრდება.

28. ეზიდების რელიგიაში, უზენაეს მთავარანგელოზს მალაქ-ტაუსს ფარშევანგის სახით გამოსახავენ.

29. სუბანტარქტიკული, იგივე პაპუასური პინგვინი ყველა ფრინველზე სწრაფად ცურავს და კარგადაც ყვინთავს.

30. ბუსებრი თუთიყუში, რომელიც ახალ ზელანდიაში ბინადრობს, გარეგნულად, ბუს მართლაც ძალიან ჰგავს. თავისი თანამოძმეებისგან განსხვავებით, ის არ დაფრინავენ და მიწისქვეშა სოროებში, ან ხის ფესვებში ცხოვრობს. მეცნიერები თვლიან, რომ ბუსებრი თუთიყუში, შეიძლება, ფრინველთა ერთ-ერთი უძველესი სახეობის წარმომადგენელი იყო.



imageბუსებრი თუთიყუში, იგივე კაკაპო


აქვე განსაკუთრებული შეფერილობის და გარეგნობის ფრინველების ფოტოებს გთავაზობთ:


imageარარიპული მანაკინი


imageწითელნისკარა ლეიოტრიქსი


imageამეთვისტოსებური შოშია


imageხეკაკუნა, შავი კოდალა


imageტუკანი


imageაღმოსავლური ჯუჯა ალკუნი


imageკანარის გლოსტერი


imageბრაზილიური მოხატული ტანაგერი


imageცისფერი ჩხიკვი


imageამერიკული კესტრი


imageკუბური ტოდი


imageშვიდფერიანი ტანაგერი


imageოფოფი


imageმწვანე კაჭკაჭი


imageმედუდუკე


imageამადინი


imageელეგანტურგვირგვინი არწივი


imageლურჯქუდა ტანაგერი


imageნიღბიანი წყლის ტირანი


imageსაყელოანი ტროგონი


imageწითელი კარდინალი


image


imageimageimageimage






0
499
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0