x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა აჩუქა ყვავმა მამაკაცს, რომელიც მის ოჯახზე ზრუნავდა

სტიუარტს ძალიან მოსწონდა ბუნებაზე დაკვირვება და როდესაც მის ეზოში დასახლებული ყვავების ოჯახი მახა, რეაქცია არ ჰქონია. ფრინველებმა ბუდე გაიკეთეს და ზაფხულისთვის ბარტყებიც გამოიჩეკნენ... მამაკაცს ძალიან მოსწონდა პატარების წრიპინის მოსმენა და იმის ყურება, თუ როგორ დაფრინავდნენ მათი მშობლები, საკვების მოსატანად, აქეთ–იქით. ის ყვავების ჩხავილით იძინებდა და მასთან ერთად, იღვიძებდა, თუმცა, წინააღმდეგი არ იყო...


image


მაგრამ, ერთხელ, მისი ყურადღება ფრინველების შეცვლილმა ხმებმა მიიქცია. მას ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ფრინველებს უბედურება შეემთხვათ და სასწრაფოდ სანახავად წავიდა. როდესაც გარეთ გავიდა, ეზოს ცენტრში, მიწაზე, 2 ბარტყი აღმოაჩინა, მათ ირგვლივ კი, მშობლები დაფრინავდნენ, თუმცა, ვერაფრით ეხმარებოდნენ. ამიტომ, სტიუარტმა, დიდი ყვავების აღშფოთების მიუხედავად, ისინი აიყვანა და ბუდეში დააბრუნა.

ამ სპონტანური სიკეთის აქტის შემდეგ, ის დაფიქრდა და ხის ძირში წყლის და საკვების თასები დადგა. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ბარტყები კიდევ გადმოვარდებოდნენ. იქიდან მოყოლებული, მამაკაცი, მათთვის სპეციალურად ნაყიდ, ფრინველების საკვებს, ყოველდღიურად უტოვებდა.

ცოტა ხნის შემდეგ კი ნახა, რომ ყვავებმა მისი ზრუნვა დააფასეს: ერთხელ, დილით, როდესაც მათ გამოსაკვებად გავიდა — ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. მაგრამ, იმ ადგილზე, სადაც ის საკვებს ტოვებდა, სტიუარტმა უცნაური ნივთი აღმოაჩინა — ნაძვის ყლორტი, რომელზეც გაზიანი სასმელის გასახსნელი ლითონის რგოლი იყო ჩამოცმული. მას ძალიან გაუკვირდა, რადგან აქეთ–იქით ნაგვის დაყრა ჩვევად არ ჰქონდა და ეზოსაც სუფთად გვიდა. მან ფრინველებს საკვები დაუტოვა და თავის საქმეზე წავიდა. მეორე დღეს კი, ისტორია ისევ გამეორდა:

წინა დღის ყლორტთან ერთად, მეორე ყლორტიც იდო, რომელზეც ასევე სასმელის გასახსნელი იყო ჩამოცმული. ყვავმა, ეტყობა, სადღაც ქილა იპოვა, გასახსნელი მოაკვნიტა და ხის ტოტზე ჩამოაცვა. ეს საჩუქარივით გამოიყურებოდა, რომელიც ადამიანისთვის, სიმბოლურად, მადლობის გადახდის მცდელობა იყო — სხვა რა შეეძლო, მას ხომ ნაგვის მეტი არაფერი ჰქონდა?!

ეს ამბავი წარმოუდგენლად გამოიყურება, მაგრამ, ყვავების ქცევის ექსპერტი ჯენიფერ კემპბელ-სმიტი ამტკიცებს, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია. ყვავები ძალიან ჭკვიანები არიან, — ყველაზე ჭკვიანები ცხოველებს და ფრინველებს შორის. მათ შრომის იარაღების გამოყენებაც კი შეუძლიათ. მაგ., თუ კაკლის ან კვერცხის გატეხვა უნდათ და ნისკარტით ეს შეუძლებელია, ქვას არტყავენ და მის გატეხვას ასე ცდილობენ. ხოლო, ერთმა ყვავმა, საკვების მოპოვების მიზნით, კატასავით კნავილიც კი ისწავლა.


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. უცხოპლანეტელები და დედამიწა – რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში

2. ახალი წლიდან დაიწყეთ! სასარგებლო რჩევები წარმატების მოსაპოვებლად

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 20 შთამბეჭდავი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)


0
1207
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0