x
image
არჩილ ვერულიძე
შეთქმულების თეორია: რა მიზნით ხდება კაცობრიობის რეალური ისტორიის დამალვა?

imageგჯერად შეთქმულების თეორიების? პრეისტორიული ცივილიზაციების არსებობის? მაშინ ცოტა უფრო ღრმად განვიხილოთ ეს საკითხი, ვგონებ, თქვენთვის სიანტერესო თემა უნდა იყოს, იმედი მაქვს კმაყოფილი დარჩებით იმით, რასაც აქ წაიკითხავთ, თუ რა თქმა უნდა, თქვენთვის საინტერესოა მსგავსი სახკითხები.

თუ ლოგიკურად ვიფიქრებთ, მაშინ შეთქმულების თეორიის პირველი პრეცენდენტები ეკლესიის პატივცემული მსახურები არიან. სწორედ მათ გაანადგურეს ან დამალეს უძველესი ცოდნა და არტეფაქტი, რომელიც არ ჯდებოდა მათ რელიგიურ მრწამსში. ეკლესიას დღესაც დიდი გავლენა აქვს, ამიტომ რეალური ამბის დამალვა მათ ინტერესებშია.

წარმოიდგინეთ, თუ მთელი მსოფლიო მიიღებს ვერსიას, თითქოს პრეისტორიული ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ან უცხოპლანეტელებმა შექმნეს ადამიანები, როგორ იმოქმედებს ეს რელიგიაზე? მეჩვენება, რომ ეს მათთვის კარგად არ დამთავრდება, ამიტომ თუ მათთვის რაიმე მსგავსის შესახებ გახდა ცნობილი, ისნი ბოლო მომენტამდე დამალავენ სიმართლეს.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ვატიკანის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ობიექტად ითვლება. სარწმუნოა თუ არა ის ფაქტი, რომ ვატიკანი დიდძალ ფულს ხარჯავს უბრალო ჩანაწერების დასაცავად?

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, უძველესი მემკვიდრეობის შენარჩუნება ხშირად პრიორიტეტული ამოცანაც კი არ არის, მაგრამ ვატიკანში ის თითქმის პირველ ადგილზე დგას. ძალზე უცნაურია.

ან იქნებ ბიბლიოთეკა დაცულია იმისთვის, რათა კაცობრიობას რაღაც ინფორმაცია დაუმალოს? სამწუხაროდ, მხოლოდ მათ, ვისაც აქვს წვდომა ამ ბიბლიოთეკაზე და მის ყველაზე დაცულ საიდუმლოებაზე, შეუძლია დაამტკიცოს ან უარყოს ეს ვერსია.

მაგრამ მართლაც მხოლოდ რელიგიური მოღვაწეებისთვის არის სასარგებლო სიმართლის დამალვა? მე გთავაზობთ უჩვეულო ვარიანტს, რომელზეც შეიძლება არც კი გიფიქრიად.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ეგვიპტის მთავრობამ აღმოაჩინა არა მხოლოდ უცნობი ცივილიზაციის სტრუქტურები, არამედ მათი ტექოლოგიური არტეფაქტები. ვფიქრობ, რომ ისინი მთელ მსოფლიოს კი არ განუცხადებდნენ ასეთი აღმოჩენის შესახებ, არამედ საიდუმლოდ შეისწავლიდნენ და შეეცდებოდნენ ტექნოლოგიების ათვისებას.

იმისათვის, რომ ადამიანემა არ იფიქრონ ასეთ საკითხებზე მთავრობა უამრავ ფულს ხარჯავს ისტორიის „ოფიციალური“ ვერსიების შესაქმნელად, სადაც მხოლოდ ძველი ეგვიპტელებისთვის არის ადგილი.

მეჩვენება კიდეც, რომ ეგვიპტის ხელისუფლება განზრახ ანელებს ყველა კვლევას ისტორიის ალტერნატიული ვერსიებისკენ, რათა დამალოს უძველესი ტექნოლოგიების წარმოუდგენელი კვლევა. როგორ მოგწონთ მსგავსი ვარიანტი?

ფანტასტიურად ჟღერს? დიახ, გეთანხმებით. მაგრამ ყველაფერი დაფუძნებულია ლოგიკურ ვარაუდებზე. უბრალოდ წარომიდგინეთ საკუთარი თავი მთავრობის ადგილზე, რომელმაც აღმოაჩინა უძველესი ტექნოლოგია.

რას გააკეთებდით? აღმოჩენის შესახებ მთელ მსოფლიოს შეატყობინებდით, თუ საიდუმლოდ შეისწავლიდით აღმოჩენილ არტეფაქტებს? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა.

განვიხილოთ კიდევ ერთი ვარიანტი.

დავუშვათ, რომ არცერთ მთავრობას არ აღმუჩენია მსგავსი არტეფაქტები და ვატიკანმა შეაგროვა მხოლოდ ცოდნის ნამსხვრევები, რომელთა დანიშნულება ვერც კი გაიგო.

თუმცა, მსოფლიოში შეიძლება არსებობდეს სპეციალური საიდუმლო ორგანიზაციები რეალური ანტიკური ისტორიის შესასწავლად. თუ ასეთ ორგანიზაციებს ფლობენ ძალიან მდიდარი ადამიანები, მაშინ მათ ექნებათ პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები. როგორც გესმით, ჩვენს სამყაროში არავინ არის მიჩვეული გაზიარებას, მით უმეტეს, თუ მათ ეს მოიპოვეს ზედმეტი შრომით ან ფულით.

ამიტომ, ასეთი ორგანიზაციებისთვის ყველაზე მომგებიანია ფალსიფიკაციის შექმნა და კაცობრიობის არასწორ კვალზე დაყენება. შესაძლოა, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისტორიის ოფიციალურ ვერსიებს დღემდე უჭერენ მხარს მთელ მსოფლიოში, მიუხედავად მრავალი საწინააღმდეგო ფაქტის არსებობისა.

თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ასეთ ვარაუდებსაც გააჩნიათ არსებობის უფლება. ძალიან ხშირად, რეალობა ზღაპარზე ბევრად უფრო დაუჯერებელია.


2
237
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
237
  
2022, 2 ივნისი, 22:54
კი ასეა ნამდვილად. ბევრ საინტერესოს გაიგებდა ადამიანი.
2022, 2 ივნისი, 22:49
ვატიკანის მიწისქვეშა არქივებში იმხელა საგანძური ინახება ხელნაწერების და წიგნების სახით, ნამდვილად არ ვიტყოდი უარს იქ მოხვედრაზე. ვიცი გამორიცხულია, მაგრამ ვიოცნებოთ...
0 1 2