![მკვლელობა სიზმარში: როგორ დაახრჩო
მამაკაცმა საკუთარი ცოლი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022053015304890701.jpg)
ეს შემაძრწუნებელი შემთხვევა ინგლისში 1985 წელს მოხდა. 33 წლის კოლინ კემპი მეუღლესთან ერთად დასაძინებლად დაწვა, რის შემდეგაც კოშმარი დაესიზმრა. ის იყო ჯუნგლებში, მას ფეხდაფეხ მისდევდა ორი იაპონელი ჯარისკაცი. ერთს დანა ჰქონდა, მეორეს - პისტოლეტი. როდესაც მამაკაცს მდევრები წამოეწივნენ მათ შორის დაიწყო ჩხუბი: ერთ-ერთი ჯარისკაცი თავს დაესხა მას, კემპმა ორივე ხელი სტაცა ყელში და დახრჩობა დაუწყო. ამ დროს მეორე ჯარისკაცმა კემპს ესროლა, სწორედ ამ მომენტში გამოეღვიძა მამაკაცს.
მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ მის მეუღლეს სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა. კემპმა მისი გაღვიძება სცადა, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ძილში დაახრჩო მეუღლე.
სასამართლომ მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო და მომხდარი ტერმინით „ღამის შიშით“ ახსნა. ამ მდგომარეობაში ადამიანს, რომელსაც კოშმარი ესიზმრება, შეუძლია სახლში გადაადგილება, რთული მოქმედებების შესრულება და ვინმეს მოკვლაც კი, თუ მას სიზმარში საფრთხე ემუქრება.