სხვა 10 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ! 2022, 23 ივნისი, 11:04 1. ოქროს ბაყაყი (ლათ. Mantella aurantiaca) ეს ბაყაყი სხვა ბაყაყებისგან იმით განსხვავდება, რომ მას არა აქვს ყურები. ის ბგერებს ფილტვების საშუალებით იჭერს, რომლებიც ბაყაყს სმენის ორგანოს უცვლის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ, ის სულაც არ არის უნიკალური. არსებობს რამდენიმე სახეობის თევზი, რომლის ფილტვები ზუსტად ასევე ფუნქციონირებს. 2. მეცნიერები თევზების ჯგუფს სკოლას უწოდებენ, ხოლო ბუების ჯგუფს – პარლამენტს. სწორედ ამ სახელებს იყენებენ ზოოლოგები ფაუნის წარმომადგენელთა გარკვეული ჯგუფების აღსანიშნავად. 3. ყოველდღიურად, ერთი ძროხა ჰაერში უზარმაზარ რაოდენობის მეთანს გამოყოფს, რომელიც თითქმის ყველაზე მავნე აირად ითვლება. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ამ რაოდენობით, ძროხას, დაახლოებით, 400 ლიტრიანი ავზის შევსება შეუძლია. 4. შავი ქვრივი (ლათ. Latrodectus mactans) ერთ-ერთ, ყველაზე შხამიან ობობად ითვლება მსოფლიოში. მის შხამს რამდენიმე საათში შეუძლია ადამიანი მოკვლას, თუ დაზარალებულს სათანადო დახმარებას არ აღმოუჩენენ. ეს ყველამ იცის. მაგრამ ის, რომ მისი შხამით ფრინველებიც იტანჯებიან, ცოტამ თუ იცის. საქმე იმაშია, რომ ფრინველი, რომელიც ობობას შეჭამს, შეიძლება მოიწამლოს. შხამი პრობლემებს იწვევს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა, მისი სიკვდილი გამოიწვიოს. 5. კოდალა, თითქმის მთელი დღე, ხეზე კაკუნში ატარებს. ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ფრინველს წამში, 20 დარტყმის გაკეთება შეუძლია. საშუალოდ, კოდალა დღეში 8000–დან – 12000–მდე ასეთ დარტყმას აკეთებს. 6. ზვიგენი ღრმა წყლების აღიარებული მტაცებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზია, სრულიად უძვლო არის. მისი ჩონჩხი ხრტილისგან, ე. წ. რბილი ძვლისგან შედგება. ასეთი ხრტილოვანი ქსოვილისგან შედგება ადამიანის ყურის ნიჟარა და ცხვირის ძგიდე. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ზვიგენი ხმელეთზე რომ ბინადრობდეს, ის საკუთარი წონის ქვეშ გაიჭყლიტებოდა, რადგან მის ორგანიზმში ძვლების არა არსებობა, ჩონჩხს დაუცველს ხდის. 7. ბაღის ლოკოკინას (ლათ. Cepaea hortensis) პირში 14175–მდე კბილი აქვს და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კბილი ენაზეა განთავსებული. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ლოკოკინასი შესახებ ის არის, რომ მას შეუძლია 3 წელი გადაბმულად ეძინოს. ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა განსაზღვრავს ძილის ხანგრძლივობას და რა გავლენას ახდენს მასზე გარე ფაქტორები. 8. მირიაპოდა (ლათ. Myriapoda), ანუ იგივე 40 ფეხა, ჩვენს პლანეტაზე 400 მლნ. წლის წინ გაჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელი 40 ფეხის არსებობას გულისხმობს, სინამდვილეში, მას 300–ზე მეტი ფეხი აქვს. 9. დამანი (ლათ. Procaviidae) – პატარა კურდღელია, რომლის წონა 2–დან – 5 კგ–მდეა. თუმცა, ის არის გასაკვირი, რომ მეცნიერები ამ პატარა ცხოველს სპილოსთან ანათესავებენ. და ეს მართლაც ასეა, ფილოგენეტიკოსები თვლიან, რომ ეს ცხოველი წარმომავლობის მიხედვით, ყველაზე ახლოს სირენებთან და ხორთუმიანებთან არის. 10. დოდო მავრიკის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ფრინველი ბუნებაში აღარ არსებობს. ფაუნის ეს წარმომადგენელი XVII საუკუნის შემდეგ არავის უნახავს და თუ როგორ გამოიყურებოდა ის რეალურად, ცნობილი არ არის. მისი აღწერა იმით არის გართულებული, რომ ფრინველის ჩონჩხის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტი იყო აღმოჩენილი, რის საფუძველზეც, მეცნიერებმა ნაწილობრივ აღადგინეს მისი გარეგნული სახე. მაგრამ ეს, ფრინველზე, მხოლოდ ბუნდოვან წარმოდგენას გვაძლევს. არხის სხვა სიახლეები:* 10 კლასიკური შინაური ცხოველი, თან არც ძაღლი და არც კატა* სილამაზის 25 წესი, რომელიც ყველა გოგონამ უნდა იცოდეს* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ* საინტერესო ფაქტი, დიდი გამოგონებების შესახებ* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს* 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია* 7 უძველესი ნივთი, რომელიც გაოცებას იწვევს* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული406 3-ს მოსწონს
|