სხვა როგორ გამოიყურება დღეს კრისტინა, რომელმაც საშინელი ავადმყოფობა დაამარცხა 2022, 23 მაისი, 9:35 კორიაგინა ბავშვობიდან ანორექსიით არის დაავადებული (ანორექსია-უკიდურესი უმადობა. ამ დროს ადამიანი თითქმის შიმშილობს). მისი მინიმალური წონა მოზრდილობის ასაკში სულ რაღაც 17კგ. იყო. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კრისტინას მკურნალობაში დადებითი დინამიკა აღინიშნა-მან წონაში მომატება დაიწყო. "ყველაფერი პერფექციონიზმის გამო დაიწყო"ანორექსია კრისტინას ცხოვრებაში მე-11 კლასში მოვიდა. პირველად სწორედ მაშინ დაიწყო გოგონამ წონაში კატასტროფულად კლება.
2016 წელს, გოგონა, რომელიც იმ მომენტისთვის 24კგ. იწონიდა, ბარნაულის კიდევ ერთ მაცხოვრებელთან ერთად, სატელევიზიო პროგრამა «Пусть говорят» გმირი გახდა. სწორედ იქ უთხრეს მას: "შენ შეიძლება მოკვდე" და მაშინ გაიაზრა სიტუაციის მთელი კატასტროფულობა.
გადაცემიდან ერთი კვირის შემდეგ, კრისტინა დედასთან ერთად, ნიჟნი ნოვგოროდში გაემართა ფსიქოთერაპევტ იან გოლანდთან. ექიმის რჩევების შემდეგ, მან კვების რაციონი დაირეგულირა, ასევე დაკავდა თავისი მენტალური ჯანმრთელობით. 2018 წელს კორიაგინა კვლავ პროგრამაში «Пусть говорят» მიიწვიეს, სადაც სულით მონათესავე ადამიანს შეხვდა. მისი ისტორიით დაინტერესდა მარია კოხნო, რომელმაც იგივე დაავადება გადაიტანა და შესძლო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოსულიყო. კრისტინა კორიაგინა მარია კოხნოსთან ერთადროგორ არის დღესმთელი ეს წლები კრისტინა დაკავებული იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობით და მისმა მცდელობებმა ნაყოფი გამოიღო. -რეაბილიტაციის გარეშე არაფერი გამოვა. დღესაც, ჯერჯერობით ყველა ორგანო ნორმალურად არ არის აღდგენილი. მე ხომ 2019 წლიდან უვადო ინვალიდობა მაქვს. წონა, რა თქმა უნდა არ მაქვს ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ მოიმატა, თანაც მნიშვნელოვნად. არ მიყვარს ციფრების დასახელება, მაგრამ ერთს ვიტყვი-ნამდვილად მოვიმატე. საჭიროა მინიმუმ 45კგ. მაგრამ იქამდე ჯერ ვერ ავედი. საჭიროა კბილების აღდგენაც, და კიდევ ბევრი სხვა რამ...განმივითარდა სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე და ნოემბერში დაგეგმილია ოპერაცია. თან მიხარია, თან მეშინია. ვცდილობ ცხოვრებით მაქსიმუმამდე დავტკბე-ამბობს კრისტინა ერთ-ერთ ტელეგრამ-არხთან.
როგორც კრისტინა კორიაგინა აღნიშნავს, მას ძალიან დაეხმარა ფსიქოლოგთან ვიზიტი. ახლა პროგრესი სახეზეა. რა თქმა უნდა, მისი ასაკისთვის და სიმაღლისთვის წონა ჯერ კიდევ კრიტიკულად მცირეა, რაბილიტაციის პროცესი შეიძლება წლები გაგრძელდეს. კრისტინამ მუშაობა დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით სახლიდან. ის არბიტრაჟის მმართველის დამხმარეა ბანკროტის სფეროში. გოგონას იურისპრუდენცია იტაცებს. იხილეთ შემდეგი სტატიები:რომელმა ცნობილმა სახემ დააღწია თავი სექტას და რომელი დარჩა მის კლანჭებში ზიონ კლარკი-სპორტსმენი ნახევარი ტანით (+ვიდეო) მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება სიამის ტყუპებმა ელექტრიკოსებად დაიწყეს მუშაობა (+ვიდეო) ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით ტატუს ოსტატმა გარეგნობა შეგნებულად შეიცვალა (+ვიდეო) შოკისმომგვრელი სხეულის მოდიფიკაციები-ადამიანის ანატომიის შეგნებული შეცვლა ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს 491 6-ს მოსწონს |