x
image
არჩილ ვერულიძე
წყვილმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა, რომელიც სანახევროდ მგელი აღმოჩნდა
image
1987 წელს, გერმანული ნაგაზის გარდაცვალების გამო დამწუხრებულმა წყვილმა გადაწყვიტა ახალი შინაური ცხოველის შეძენა, რისთვისაც ისინი კალიფორნიის ცხოველთა თავშესაფარში წავიდნენ.



წყვილის ქალიშვილი ყვება, რომ მათ დიდი ძაღლი სურდათ და აირჩიეს 45 ფუნტიანი მდედრი, რომელსაც მეიზელი დაარქვეს.



იგი აღმოჩნდა ძალიან ჭკვიანი, თითქმის ყველა ბრძანებას ასრულებდა, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ დამოუკიდებელი იყო. იგი არ ჩქარობდა უდავოდ დამორჩილებოდა თავის პატრონებს და უყვარდა ხეტიალი ახლო მიდამოებში, სახლში მხოლოდ სადილისთვის ბრუნდებოდა.



"ძაღლების უმეტესობა უყეფს ციყვებს ან მისდევს მათ. მეიზელმა მიაგნო და დაიჭირა ერთი მათგანი, შემდეგ კი დედაჩემს მიუყვანა" - ამბობს ქალი.
image
მალე მეპატრონეები მიხვდნენ, რომ მეიზელი რაღაცნაირად ძალიან განსხვავდებოდა ყველა ძაღლისგან, რომელიც აქამდე ჰყლიათ. ერთხელ ის წაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში გეგმიური შემოწმებისთვის, სადაც ვეტერინარმა უთხრა, რომ მათ ნამდვილად ჰყავთ "მგელ-ძაღლი" სავარაუდოდ მგლისა და ჰასკის ნაშიერი.
image
ოჯახურმა წყვილმა იცოდა, როგორ მოპყრობოდა ძაღლებს და გადაწყვიტა დაეტოვებინა მეიზელი, რომლის შეყვარებაც მათ მოასწრეს. მგლის ფესვები არ გამხდარა დაბრკოლება და როდესაც პატრონი დაორსულდა, ძაღლმა დაიწყო ციყვების დაჭერა და მომავალ დედებთან მიჰყავდა ისინი. ხოლო როდესაც გოგონა დაიბადა, მეიზელი მისი მეორე დედა გახდა.
image
„ის მეთამაშებოდა, ჭამის დროს ჩემი სკამის ქვეშ იწვა, ჩემი საწოლის ქვეშ ეძინა, სიარულს მაწავლიდა, მაძლევდა უფლებას ჩავჭიდებოდი მის ბეწვს და მერბინა მასთან ერთად." მადლიერებით იხსენებს უკვე ზრდასრული ქალი.




მეიზელი 19 წლის საპატიო ასაკში, ძილში გარდაიცვალა. ოჯახმა მისი წასვლა ძალიან მძიმედ გადაიტანა.



როგორ გადაარჩინა 14 მგელმა იელოუსტონის ეროვნული პარკი


0
103
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0