x
image
არჩილ ვერულიძე
ჯოხარ დუდაევმა დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა რუსეთ-უკრაინის ომი

image
1996 წლის 21 აპრილს, სოფელ გეხი-ჩუსთან, ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლეგენდარული ლიდერი, გენერალი ჯოხარ დუდაევი დაიღუპა, ის რუსული სპეცსამსახურების მსხვერპლი გახდა.

ჯოხარ მუსაევიჩ დუდაევი - იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (09/27/1991 - 04/21/1996), ავიაციის გენერალ-მაიორი. იჩქერიის თავისუფლებისთვის მებრძოლი და რუსების პირადი მტერი.

უკრაინაში არის ჯოხარ დუდაევის სახელობის ქუჩები ლვოვში, ივანო-ფრანკოვსკში და ხმელნიცკიში. დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომში უკრაინის დამცველთა რიგებში იბრძვის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონი, რომელიც ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის სახელს ატარებს.

ომის წინასწარმეტყველი

„ყირიმში ჯერ კიდევ იქნება ხოცვა-ჟლეტა, უკრაინა რუსეთს შეეჯახება. სანამ რუსიზმი იარსებებს, ის არასოდეს დათმობს თავის ამბიციებს. ახლა, სლავური მარკის ქვეშ, მათ სურთ, როგორც წარსულში, დაიმორჩილონ უკრაინა და ბელარუსი. ამჟამად არავის სურს რუსეთთან ყოფნა რაიმე ალიანსში: სავაჭრო, პოლიტიკური თუ სამხედრო... ისინი ყველამ კარგად გაიცნო. რუსეთი, ფაქტობრივად, რეციდივისტია, ის მუქარით და ტანკებით მოიპოვებს ძალაუფლებასა და ფულს. ახლა ის ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიების მიცემით იმუქრება. და თუ ცივილიზებულ სამყაროს ეს არ სურს, მაშინ უნდა მისცეს მას ფული ამ მუქარაზე უარის თქმის სანაცვლოდ. ეს არის რეკეტი, ჩვეულებრივი რეკეტი.

რუსეთში არმია იყო ერთადერთი შემაკავებელი ძალა პოლიტიკოსი ავანტიურისტებისთვის - კრიმინალური პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც მოვიდოდა ხელისუფლებაში. ამ არმიას ნებისმიერ დროს შეეძლო ემოქმედა ნებისმიერი პოლიტიკური დაჯგუფების წინააღმდეგ. ახლა კი, როცა ეს ფაქტორი გაქრა, მათი ამოცანაა ამავე არმიის გატეხა, დღევანდელი რეჟიმისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. დღეს ისინი ამას აკეთებენ თავიანთი დაუცხრომელი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და იმედი აქვთ, რომ ეს იმუშავებს. არა, არ იმუშავებს. იმისთვის, რომ ასეთმა მანქანამ იმუშაოს, უნდა ჰქონდეს იდეა, ლეგიტიმური სახელმწიფო, იდეოლოგია, აღიარებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მოტივები და სტიმული. დღევანდელი რუსული რეჟიმი ვერაფერს შეცვლის, ვერც მისი მემკვიდრეები შეძლებენ რაიმეს შეცვლას".

ჯოხად დუდაევი უკრაინელებზე:


"ყველაზე დიდი შეცდომა უკრაინელების უგულებელყოფაა. უკრაინელების სუსტებად მიჩნევა. არასოდეს აწყენინოთ უკრაინელებს. უკრაინელები არასდროს არიან ისეთი სუსტები, როგორებადაც თქვენ თვლით მათ. ვერ შეძლებთ მათ გაძევებასა და რაიმეს წართმევას მათთქვის. უკრაინელები ყოველთვის ბრუნდებიან. უკრაინელები დაბრუნდებიან და რაც მათია დაიბრუნებენ. მაგრამ როცა უკრაინელები ბრუნდებიან, მათ არ იციან როგორ გამოთვალონ ძალა და პროპორციულად გამოიყენონ ის. ისინი ანადგურებენ ყველაფერს თავიანთ გზაზე. ნუ აწყენინებთ უკრაინელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა უკრაინელები დაბრუნდებიან იმ მიწაზე, სადაც მათი წინაპრები არიან დაკრძალული, ამ მიწაზე მცხოვრებთ მკვდრების შეშურდებათ“.

სავარაუდოა, რომ ბოლო სიტყვები რუსების მიმართ არის ნათქვამი.

5
587
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
587
  
2022, 20 მაისი, 16:06
ტიკტოკ არმიის მთავარსარდალი.
2022, 20 მაისი, 16:04
იჩქერიის პრეზიდენტ ასლან მასხადოვს თბილისის საარტილერიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ძალიან დიდ პატივს სცემდა ქართველებს.
ახლა კი ტაკიმასხარა კადიროვი მართავს ჩეჩნეთს და რუსეთის მარიონეტადაა ქცეული.
2022, 20 მაისი, 15:19
ეჭვი არ მეპარება თქვენს სიტყვებში.
გულდასაწყვეტია ის ფაქრტი, რომ დუდაევის სამშოლოს კადიროვი მართავს დღეს. რუსებს ჩენთანაც ამის მოწყობა სურთ.
2022, 20 მაისი, 14:23
,ე უკრაინაში დავიბადე და 14 წელი ვიცხოვრე მათ შორის, უკრაინელმა ძმობა თუ გამოგიცხადა ხევსურივით თან ჩაგყვება და არ გიყალატებს, დასავლეთ უკრაინელები საერთოდ გამორჩეულად ვაჟკაცები არიან. იცნობდა ჯოხარი უკრაინელებს...
0 1 5