საქართველო ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა 2012, 21 სექტემბერი, 15:04 ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავების ოპერაცია იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დოლიძეზე ბაჩო ახალაიას სახლთან, ნაციონალური მაუწყებლების გადამღები ჯგუფები იმყოფებიან. ბაჩო ახალაიამ შს მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.ხალხი გაჩერებას არ აპირებს და ბოლომდე დასჯას ითხოვს იმ ხალხის ვისაც წამებაში რაიმე წვლილი მიუძღვის. საქართველოს შინაგან საქმეთა უკვე ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტური მოძრაობა "ივერიელების" წევრებმა გაავრცელეს.ისინი დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და დოლიძის ქუჩაზე, ბაჩო ახალაიას სახლთან მსვლელობას აპირებენ, თუმცა როგორც აქციის ორგანიზატორი ლევან კოჭლაშვილი აცხადებს, მათ გაიგეს, რომ ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა.როგორც სტუდენტებმა განაცხადეს, მათ პირველ სერიოზულ წარმატებას უკვე მიაღწიეს, რაც ბაჩო ახალაიას გადადგომაში გამოიხატა. ისინი სკანდირებდნენ: "საქართველოს გაუმარჯოს" და აცხადებდნენ, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელზეცშსს-მ დღეს ძებნა გამოაცხადა, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში ბრიუსელიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრებს სასჯელაღსრულების ყოფილი და ამჟამინდელი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებითა და ბრძანებით აწამებენ. შსს–ს ცნობით, გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. 4278 4-ს მოსწონს 1-ს არა |
დატოვა კია არა ეს დამპალი უნდა დაიჩჭირონ და ჩამოახრჩონ
მაგრამ ეს დასასრული არაა, ჩვენ მოვალთ კიდევ