x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ილდიკო – ერთი ღამის დედოფალი

ისეთი სილამაზის გოგონა, როგორიც ადრე არასდროს უნახავს, ევედრებოდა ჰუნების ბელადს ატილას (434 – 453 წწ.) მამა შეებრალებინა. მაგრამ, მას უკან დახევა არ სჩვეოდა. ამიტომ, ტყვისთვის, თავი მოკვეთა ბრძანა. ხოლო შემდეგ, კიდევ ერთხელ შეხედა ქალიშვილს და საქორწილო ნადიმის მომზადების ბრძანება გასცა...


image


გოგონას, ისტორიაში, «ილდიკოს» სახელით შევიდა. თუმცა, ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ თავდაპირველად, მისი სახელი სხვაგვარად ჟღერდა. თუმცა, ამის დამტკიცება ან უარყოფა, უკვე შეუძლებელია – რადგან ეს ისტორია 453 წელს მოხდა! გარდა ამისა, ილდიკოს წარმომავლობის გარკვევაც რთულია – უცნობია, ვინ იყო: ფრანკების პრინცესა? ან იქნებ, კეთილშობილი ვესტგოთური ოჯახის მემკვიდრე?

«ნიბელუნგების სიმღერებში» (გერმანული საგმირო ეპოსი) ილდიკო – ბურგუნდიის (რეგიონი საფრანგეთის ცენტრში) პრინცესა და იშვიათი სილამაზის გოგონა იყო, რომელმაც ატილაზე იმხელა ზეგავლენა მოახდინა, რომ ამ უკანასკნელმა, მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ჰუნების მეფე იმ დროს 58 წლის იყო, მისი მომავალი მეუღლე კი – დაახლოებით, 16–ის.

ილდიკო დედოფალი მხოლოდ ერთი ღამით გახდა. დილით ატილა გარდაცვლილი და სისხლში ამოსვრილი ნახეს (მას სისხლი ცხვირიდან წამოუვიდა და გადმოცემით, საკუთარი სისხლით დაიხრჩო)... და ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისტორიკოსებს განსხვავებული ვერსიები აქვთ: რომ ეს ილდიკომ გააკეთა, ან რომ მეფეს გულმა ვერ გაუძლო, რადგან მეფე, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნამდვილად არ ცხოვრობდა. ასე დასრულდა ადამიანის მიწიერი გზა, რომელიც მთელს ევროპას აზანზარებდა...

მაგრამ, ლამაზმანის ლეგენდა დარჩა, რომელმაც გვირგვინი თავზე, სულ რამდენიმე საათით დაიდგა. ის დღემდე, მწერლების და ხელოვანების შთაგონების წყაროდ რჩება. ხოლო, ატილას იმპერია, მისი გარდაცვალების შემდეგ, დაიშალა – ის მისმა შვილებმა გაინაწილეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება

* რატომ სძულდა ხრუშჩოვს სტალინი და რატომ იძია შური მასზე? – რეალური მიზეზი

* ინჟინრებმა ლეონარდო და ვინჩის ნახაზებით ვერტმფრენი შექმნეს და ის დაფრინავს (+ ვიდეო)

* 10 რამ, რასაც ტანსაცმლის მაღაზიაში არასდროს გეტყვიან

* ბუნების საოცარი და სახალისო ფოტოები

* სამარეში წაღებული 5 საიდუმლო

* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი



0
1295
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0