x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120583
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
ინჟინრებმა ლეონარდო და ვინჩის ნახაზებით ვერტმფრენი შექმნეს და ის დაფრინავს (+ ვიდეო)

image


იტალიელი მხატვრის, მეცნიერის და ინჟინრის იდეის რეალიზაცია 530 წლის შემდეგ მოხდა. XV საუკუნის 80–იან წლებში ლეონარდო და ვინჩმა თავის პარიზულ დღიურებში ერთადგილიანი ვერტმფრენის ჩანახატები გააკეთა, რომელიც მოქმედებაში «საჰაერო ხრახნებით» უნდა მოსულიყო. შესაძლებელია, ეს ნახატები ნანახიც გქონდეთ და დაფიქრებულხართ კიდეც, შეეძლო თუ არა ასეთ აპარატს ფრენა? ახლა კი, პასუხი ცნობილია – იტალიელი გენიოსი მართალი იყო!

2019 წლიდან, ინჟინრების ჯგუფი მერილენდის უნივერსიტეტიდან (აშშ) და ვინჩის ნახატების მიხედვით, ვერტმფრენის ტესტირებას ახორციელებდა. საბოლოო ჯამში, მათ დრონი შექმნეს და მას Crimson Spin (ჟოლოსფერი ბზრიალა) დაარქვეს.


image


თავდაპირველად, მეცნიერები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. თუმცა მათი დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც კომპიუტერულმა სიმულაციამ, ხოლო შემდეგ, 3D-პრინტერზე დაბეჭდილმა მოდელმა იმედის მომცემი შედეგი აჩვენა.

რენესანსის ეპოქის სამშენებლო მასალები – ხე, ნატურალური ქსოვილები და ტყავი – საფრენი აპარატებისთვის მეტისმეტად მძიმე არის, თუმცა თანამედროვე ნედლეულის და ტექნოლოგიების (ალუმინი, პლასტიკატი, ელექტროძრავა, კომპიუტერული მართვის სისტემა) გამოყენებით, ამ ჩანაფიქრის განხორციელება შესაძლებელი გახდა.



და ვინჩის ესკიზებით შექმნილ დრონის, შეუძლია აფრენა და ჰაერში მოძრაობა, ხოლო მისი უჩვეულო პროპელერები, წარმოქმნის დრონებისთვის არადამახასიათებელ ხმაურს, რომელიც ბურღის ხმას უფრო ჰგავს.

როგორც მისი შემქმნელები აღნიშნავენ, აღორძინების ხანის დრონი არაპრაქტიკულია. თუმცა, მთავარი ის არის, რომ აღორძინების ეპოქის მექანიზმი მუშაობს და პერსპექტივაში, უფრო დიდი ზომის მოწყობილობის შექმნაა შესაძლებელი, რომელიც ადამიანის ტრანსპორტირებისთვის გამოდგება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ სძულდა ხრუშჩოვს სტალინი და რატომ იძია შური მასზე? – რეალური მიზეზი

* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი

* 15 სახალისო ფოტო სპორტის სამყაროდან

* ლამაზი ფოტოს გადაღება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

* მაიას ცივილიზაცია – დიდებული წარსული და დაკნინების მიზეზი

* უცნაური ავტომობილები – მათ მფლობელებს არ ეშინიათ იყვნენ გამორჩეულები

0
670
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0