x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
სარეკლამო ფოტოები – რა ხდება კადრ მიღმა?

ჩვენს დროში, სოციალურ ქსელებში კარგი ფოტოს დასადებად, ადამიანები ბევრ რამეზე არიან წამსვლელები. ხან რისკი იმდენად დიდია, რომ შეიძლება, სელფის გადაღება, ტრაგიკულადაც კი დამთავრდეს. თუმცა, ისეთი ადამიანებიც არიან, სამყაროს, თითქოს და, სხვა თვალით ხედავენ – უფრო ლამაზს, ვიდრე სინამდვილეში არის, უფრო საინტერესოს, უფრო უცნაურს... მაგ., ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჟილმარ სილვა კასკაველის პროვინციაში ცხოვრობს, სადაც ყველა ყველას იცნობს და ეს მხარე არც ღირსშესანიშნაობებით არის მდიდარი. მოკლედ, ფოტოგრაფისთვის მუშაობა ამ პირობებში, თითქოს, ადვილი არ უნდა ყოფილიყო...


image


დიდი ხნის მანძილზე, სილვა, ისე როგორც მისი კოლეგები, ქორწილებს და საოჯახო წვეულებებს, მომავალ დედებს და ბავშვებს იღებდა. თუმცა, სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. საიდან?

პასუხი მარტივია: რამდენიმე წლის წინ, მან თავისი ფოტოების გამოქვეყნება პოპულარული ფორმატით დაიწყო: «რედაქტირებამდე» და «რედაქტირების შემდეგ» და იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რა ხდება «გლამურული» კადრებს მიღმა. პროვინციელი ფოტოგრაფის წყალობით, ფოტომოყვარულებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ლამაზი ფოტოს გადაღება გზის პირასაც შეიძლება... რომ მხოლოდ კადრის სწორედ შერჩევა და რაკურსის არჩევა არის საჭირო. ხოლო, თუ საჭირო გახდა, Photoshop–ში ზედმეტი რაღაცეების წაშლა. მთავარი კი, – ფოტოს ჩამოჭრა არის და მაშინ, ნებისმიერი ლოკაცია ზღაპრული გახდება.


ამ ფოტოზე ყველაფერი ბუნებრივია. ხოლო, შემოდგომის ფოთოლცვენა, ფოტოგრაფის ასისტენტის მოწყობილიაimage


ეს კი გლამურული ფოტოა საახალწლო ნათებითimage


ასეთი ფოტოს გადასაღებად კი, დრო იმდენია, რამდენ ხანსაც შუქნიშანზე «მწვანე» ანთია...image


ფოტოგრაფის ობიექტივში ჭუჭყიანი წყლის სანიაღვრე არხიც კი, ლამაზ მდინარედ გამოიყურებაimage


ხანდახან, კარგი კადრის გადასაღებად, თავად უწევს ტალახში დასვრაimage


ნებისმიერი ბუჩქი გამოდგება, სოციალური ქსელებისთვის შედევრის შესაქმნელადimage


მსგავსი ფოტოს გადასაღებად კი, ყვავილის მინდორი სულაც არ არის საჭიროimage


როგორც ჩანს, ფოტოგრაფი გუბეებისადმი გულგრილი არ არის...image


ეს კი, ფოტოგრაფის მიერ შექმნილი სოფლის იდილიაა. «შექმნილი», იმიტომ რომ, ფოტო ქალაქის პარკშია გადაღებულიimage


ასე შეიძლება, გზის პირას ამოსული მცენარეები, ყვავილიან ველად იქცესimage


მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, რომ მთავარი ადამიანის ხედვაა. გლამური კი, იყო, არის და მომავალშიც იქნება!image


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)

* 18 საუკეთესო პოზა სელფისთვის

* კადრები, რომლის გადამღები ფოტოგრაფები ჯილდოს იმსახურებენ


არხის სხვა სიახლეები:


* როგორ გამოიყურებოდნენ სხვადასხვა ასაკში ვარსკვლავები, რომელთა სილამაზე წლებთან ერთად არ გამქრალა

* მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე (ნაწილი – III)

* გამორჩეული სილამაზის ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან... და არანაირი ფოტოშოპი!

* 20 ფოტო რუბრიკიდან – "წარსულის სილამაზე"

* II მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის მთავარი მიზეზები

* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

* გაიცანით, სერჟანტი სტაბი — გმირი ძაღლი, რომელმაც არაერთი ადამიანი გადაარჩინა

0
319
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0