x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ დაამტკიცა ისააკ ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

შუა საუკუნეებში, მკაფიო ზღვარი, რელიგიასა და მეცნიერებას შორის, არ არსებობდა. თითქოს ბუნებრივი იყო, ყველაფრის ღმერთის კანონებისთვის დაქვემდებარება.

ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი, მექანიკის და მსოფლიო მიზიდულობის კანონების ავტორი ისააკ ნიუტონი (1643-1727) ღმერთის არსებობაში დარწმუნებული იყო და მან ამის დამტკიცება შეძლო კიდეც!


image


ერთხელ, მეგობართან საუბრის დროს, რომელიც ასევე მეცნიერი იყო, ისააკ ნიუტონმა მას ჰკითხა:
— ასე როგორ შეიძლება, ღმერთის არ გჯერა და ამავდროულად, ზუსტი მეცნიერებით ხარ დაკავებული?!

— ადამიანები განსხვავდებიან. შენ გჯერა, მე – არა, – უპასუხა მეგობარმა.

— კარგი, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ როგორ გაჩნდა ჩვენი სამყარო? – არ ნებდებოდა ფიზიკოსი.

— რატომ ცდილობ ლოგიკური ახსნის პოვნას? სამყარო თავისით გაჩნდა, არაფრისგან, ქაოსურად, – უპასუხა მას ათეისტმა.

ნიუტონი გაჩუმდა.

imageგავიდა დრო და ნიუტონმა თავის ლაბორატორიაში სამეცნიერო ექსპოზიცია მოაწყო და თანამედროვე მეცნიერების წარმომადგენლები მიიწვია. მათ შორის მისი ათეისტი მეგობარიც იყო. ცნობილი ფიზიკოსის ლაბორატორიაში ბევრი საინტერესო რამ იყო: საგნები მექანიკური ელემენტებით და ნაკლებად გასაგები რთული ექსპონატები. მაგრამ, ყველაზე უჩვეულო და თვალშისაცემი მზის სისტემის მოდელი იყო, რომელსაც ცალკე დარბაზი ჰქონდა დათმობილი. მის ცენტრში ფარანი ანათებდა, რომელიც მზის სიმბოლო იყო. მის გარშემო კი, პლანეტები ბრუნავდნენ, საკუთარი თანამგზავრებით. ნანახით გაოცებული დარჩა ათეისტი მეგობარიც.

— რა საოცარი ინსტალაციაა! სად იშოვე? მეც მინდა ასეთი რამ მქონდეს, – დაინტერესდა ათეისტი.

— არსად, – უპასუხა ნიუტონმა.

— თავად გამოიგონე? – ჰკითხა მას ათეისტმა.

image— არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩემი მორიგი ცდის შემდეგ, ბევრი ნივთი, რომელიც აღარ მჭირდებოდა, ნაგავში გადავყარე. მაგრამ, უეცრად დაიქუხა, ღრუბელი გაიფანტა და ეს ნივთებიც თავის ადგილზე გაჩნდა, მავთულები შეერთდა, მასში დენმა გაიარა და პლანეტებმა ბრუნვა თავისით დაიწყეს.

— დამცინი არა?! ასე აწყობილი სისტემა თავისით ვერ შეიქმნებოდა.

— მაშინ მითხარი, რა უფრო რთულია: მზის სისტემა, თუ მისი მოდელი? – ჰკითხა მას ნიუტონმა.

— რა თქმა უნდა, მზის სისტემა. მაგრამ, რატომ დამისვით ეს კითხვა?

— იმიტომ, რომ მაინტერესებს, რატომ სჭირდება უბრალო მოდელს შემოქმედი, ხოლო, უფრო რთული სისტემა ქაოსიდან როგორ შეიქმნა?

ათეისტი მეგობარი ჩუმად იდგა და არ იცოდა რა ეპასუხა. ხოლო, ნიუტონმა დაამატა:
— ცხადია, რადგან ჩვენს სამყაროს აქვს ლოგიკა, ე. ი. ინტელექტიც უნდა არსებობდეს, რომელმაც ეს ლოგიკა გამოიგონა.


image

სხვა სიახლეები:


* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე, თუ მთვარე უეცრად გაქრება?

* გოგონამ უსახლკარო კნუტი შეიფარა, მაგრამ ის კატის არ აღმოჩნდა...

* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

* 20 ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში Google–ის ვერსიით

* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* არსებობს თუ არა, დედამიწის ორეული და პარალელური სამყაროები?

6
3108
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3108
  
2022, 27 მაისი, 15:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 მაისი, 11:48
ვოლტამ ბატარეა გამოიგონა. ელექტროობის შესახებ ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ ანტიკურ ხანაში.
2022, 13 მაისი, 14:51
პირველი ელექტრო მანქანა ოტო ფონ გერიკმა 1663 წ. შექმნა. ტერმინი კი – ელექტროენერგია, 1600 წ. უილიამ გილბერტმა შემოიღო. ასე რომ, ვოლტა პირველი მეცნიერი, არ იყო, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა, როგორც ეს ქართულ ვიკიპედიაში წერია. და საერთოდ, ვიდრე სტატიას გამოვაქვეყნებდი, ეგ საკითხი გადავამოწმე
2022, 13 მაისი, 12:57
კარგი ზღაპარია :)
“მასში დენმა გაიარა და პლანეტებმა ბრუნვა თავისით დაიწყეს“ - ვოლტა იყო პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა, დაიბადა ნიუტონის გარდაცვალებიდან 18 წლის მერე.
2022, 13 მაისი, 10:13
მადლობა თქვენ, კომენტარისთვის
2022, 12 მაისი, 19:19
გაიხარეთ, ძაიან დროულია, დიდი მადლობა.
0 1 6