x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119236
  • ვიდეო:354066
  • სურათი:491741
საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი

მაიკლ ჯექსონი
image


ითვლება, რომ ჯექსონს შეეძლო საკუთარი სიკვდილის ინსცენირება, ვალების და გაუთავებელი სასამართლო პროცესებისგან თავის დაღწევის მიზნით. პოპის მეფის გარდაცვალების შემდეგ, არაერთი თეორია გაჩნდა, მისი «სიკვდილის შემდგომი» არსებობის შესახებ.


image


ამ თეორიების ერთ-ერთი მტკიცებულება, მისი ქალიშვილის პერის ფოტოა — მის ავტომობილში, უკანა სავარძელზე ადამიანი ჩანს, რომელიც ჯექსონს ძალიან ჰგავს. გარდა ამისა, სერხიო კორტესის (ორეული ფოტოზე) პოპ კერპთან წარმოუდგენელი მსგავსებაც, ბევრ კითხვას აჩენს.


ელვის პრესლიimage


ოფიციალური ვერსიით, მომღერალი წამლების გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ზოგიერთი თვლის, რომ მან საკუთარი სიკვდილი მხოლოდ გაითამაშა, რომ სცენიდან წასულიყო, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. შეთქმულების თეორიის სასარგებლოდ კი, ის ფაქტი მეტყველებს, რომ პრესლის ცხედრის ფოტო არ არსებობს.
ხოლო, ამ თემისადმი ინტერეს ის ფაქტიც აღვივებს, რომ როკ-ენ-როლის მეფის გარდაცვალებისთანავე, მომღერალი ორიონი გამოჩნდა, რომელიც საკუთარ კერპს მხოლოდ სახის ნაკვთებით და სხეულის აღნაგობით კი არ ჰგავდა, არამედ იგივე ხმის ტემბრი და შესრულების მანერა ჰქონდა... და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ის სცენაზე ნიღბით გამოდიოდა და შემდეგ, ასევე იდუმალებით გაუჩინარდა.


პოლ უოკერი
image


«ფორსაჟის» მსახიობი ავტოავარიაში დაიღუპა, მაგრამ მის თაყვანისმცემლებს ამის დაჯერება არ უნდათ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტრაგედიის ადგილი პოლიციამ, რატომღაც, არ შემოფარგლა და იქ ნებისმიერ შეეძლო მისვლა. მაშინ ფოტო ბევრმა გადაიღო, მაგრამ პოლი არცერთ სურათზე არ არის.
ითვლება, რომ უოკერი, უბრალოდ, საცხოვრებლად წყნარ კუნძულზე გადავიდა, რადგან შოუ–ბიზნესისგან ძალიან დაიღალა.


ტუპაკ შაკური
image


1996 წლის 13 სექტემბერს რეპერი, რომელსაც ესროლეს, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სისხლის დაკარგვით გარდაიცვალა.
მაგრამ, მისი მკვლელობის საქმე დღემდე გახსნილი არ არის. ხოლო, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, 2Pac–მა 7 ალბომი გამოუშვა, თან ახალი სიმღერებით. როგორც ექსპერტები თვლიან, ახალი ნამუშევრები სწორედ ამ შემსრულებელს უნდა ეკუთვნის! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმაზე მეტია, რაც ტუპაკმა სიცოცხლეში შექმნა. გარდა ამისა, სიკვდილის შემდეგ, მისი ჰონორარიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.


კურტ კობეინი
image


როგორც ცნობილია, კურტმა ჯერ კოკაინის დოზას გადააჭარბა, ხოლო შემდეგ, ტყვია დაიხალა თავში, რაც განსჯის და დაფიქრების საფუძველს იძლევა — ერთი ადამიანისთვის, ეს მეტისმეტად ბევრია...

რამდენიმე წლის წინ კი, სოციალური ქსელი პერუელი მომღერლის რამირო საავერდას ვიდეომ ააფორიაქა, რომელმაც Nirvana–ს «Come As You Are» ისევე შეასრულა, როგორც მას ჯგუფის სოლისტი ასრულებდა. თუ შემსრულებლებს დააკვირდებით, ისინი ერთმანეთს, გარეგნობითაც ძალიან ჰგვანან:





image


არხის სხვა სიახლეები:


* 15 სახალისო ფოტო სპორტის სამყაროდან

* სარეკლამო ფოტოები – რა ხდება კადრ მიღმა?

* როგორ გამოიყურებოდნენ სხვადასხვა ასაკში ვარსკვლავები, რომელთა სილამაზე წლებთან ერთად არ გამქრალა

* მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე (ნაწილი – III)

* გამორჩეული სილამაზის ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან... და არანაირი ფოტოშოპი!

* II მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის მთავარი მიზეზები

* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

2
662
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
662
  
13 მაისი, 11:31
ადამიანი საუკუნეებია თავადვე ეძებს და ქმნის მისტიკას და ლეგენდებს და თავადვე სურს რომ, დაიჯეროს
13 მაისი, 10:29
კორტესსა და ჯექსონს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა ჩანს, ამიტომ ჩემი აზრით ის მაიკლ ჯექსონი "ვერ იქნება"
0 1 2