საზოგადოებრივი მაიას ცივილიზაცია – დიდებული წარსული და დაკნინების მიზეზი 2022, 12 მაისი, 9:59 ძველი სამყაროს ისტორიაში, მაღალგანვითარებული ცივილიზაციების არსებობის ბევრი მტკიცებულება არსებობს. არქეოლოგებმა მრავალი უნიკალური არტეფაქტის აღმოჩენა შეძლეს, რამაც საშუალება მისცა, რომ ასეულობით წლების წინ, დედამიწაზე მცხოვრები, უძველესი ხალხების და კულტურების საიდუმლოების უდიდესი ნაწილი გაეხსნათ. სამწუხაროდ, დაუნდობელმა დრომ, მეცნიერთა ზოგიერთ კითხვაზე პასუხი სამუდამოდ წაშალა. მაგრამ, საკუთარი დაჟინებით, მეცნიერები ხშირად ახერხებენ პასუხების პოვნას იქ, სადაც ამას საერთოდ არ ელოდნენ... მაიას ქალაქები არქიტექტურული სრულყოფილების ბრწყინვალე ნიმუშები იყო სავარაუდოდ, ახალი სამყაროს ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია, იქ კოლუმბის და ესპანელების გამოჩენამდე, მაია იყო. მათ სამხრეთ მექსიკის და ცენტრალური ამერიკის გაუვალ ჯუნგლებში დიდი ქვის ქალაქები ააშენეს, ულამაზესი სასახლეებით, გრანდიოზული პირამიდებით და მოედნებით. ეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ცნობილია თავისი უძველესი იეროგლიფური დამწერლობით და ასევე, მათემატიკის, ასტრონომიისა და არქიტექტურის ღრმა ცოდნით. მაიამ თავისი გავლენის პიკს ე.წ. კლასიკურ პერიოდში, დაახლოებით, — 250–900 წწ. მიაღწია... და ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო ის არის, თუ რატომ მოხდა, რომ ცივილიზაციის ასეთი აყვავების ფონზე, მოსახლეობამ ქალაქები დატოვა... მაიას კალენდარი ძველი მაიას დამწერლობა მომხდარის ასახსნელად, მეცნიერებმა ათობით თეორია წამოაყენეს: ზოგიერთი ისტორიკოსი, მაგ., ძლიერ გვალვაზე მიუთითებს, რამაც ნიადაგის ეროზია გამოიწვია, რაც თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის და საბოლოო ჯამში, საზოგადოების, კოლაფსი მიზეზი გახდა. სხვა ექსპერტები ცივილიზაციის დაკნინების მიზეზად ეპიდემიას ასახელებენ, რომელიც დამპყრობლებმა მოიტანეს და ადგილობრივებს ამ დაავადებასთან ბრძოლის იმუნიტეტი არ გააჩნდათ. ყოველივე ამან, მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია კორუმპირებული მმართველი კლასის წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით ომს აწარმოებდა სხვადასხვა ქალაქ–სახელმწიფოებთან, სავაჭრო გზების ხელში ჩასაგდებად. ერი გაიბნა... მაგრამ, არ გამქრალა. მაიას ენაზე მოლაპარაკე, უძველესი ცივილიზაციის მილიონობით შთამომავალი, რეგიონში ცხოვრებას დღემდე აგრძელებს.
594 3-ს მოსწონს
|