რუსები რასაც არ უნდა ამბობდნენ შეერთებულ შტატებზე, ამ ქვეყანამ ათასობით რუსი სამჯერ გადაარჩინა შიმშილისგან.
რუსეთში არ არის მიღებული ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გადაარჩინეს ბოროტმა ამერიკელებმა რუსების დიდი რაოდენობა შიმშილისგან სამჯერ, მაშინ როდესაც რუსეთის მთავრობა თავის ხალხზე სულ არ ზრუნავდა, უფრო მეტიც, მათი ბედი სულაც არ ანაღვლებდა. 1890-იან წლებში რუსეთის ვოლგის რეგიონში შიმშილი და ეპიდემია მძვინვარებდა. დახმარების ორგანიზებისთვის შეერთებულმა შტატებმა შექმნა "მოშიმშილეთა დახმარების კომიტეტი." ასევე, ჩამოყალიბდა „შიმშილის ფლოტი“, რომელმაც რუსეთს ათასობით ტონა საკვები მიაწოდა. ასევე გაწეული იქნა ფინანსური დახმარება.
რუსეთი შიმშილობდა. არა, იმიტომ კი არა, რომ ცოტა პური ცხვებოდა, არამედ იმიტომ, რომ დაუღალავად აწარმოებდა ომებს. მარცვლეულის შემოსავლის სრული რაოდენობა იგზავნებოდა ფრონტზე, ხოლო გლეხებს არაფერი რჩებოდათ. ერთი რამ უდაოა: რუსი ხალხი უზომოდ მადლიერი იყო ამერიკელების, რომლებმაც ისინი სიკვდილს გადაარჩინეს.
ისტორია განმეორდა 30 წლის შემდეგ. რასაკვირველია, საბჭოთა კავშირში ცოტას ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ 1921-22 წლებში კვლავ მასიური შიმშილობა იყო. ამის მიზეზი გახდა გადაჭარბებული გადასახადების აკრეფა მარცვლეულის სახით. იმ დროისთვის გლეხებს გვალვისთვის გადანახული მარცლეულიც კი წაართვეს.
ხელისუფლებამ ეს დამალა და ქვეყნის ელექტროფიკაციაზე დაიწყო საუბარი. როდესაც სიმართლის დამალვა შეუძლებელი გახდა, გაზეთები წერდნენ, რომ 25 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.
მაქსიმ გორკი წერდა: "ევროპისა და ამერიკის კულტურული ხალხი, რომელმაც გაიგო რუსი ხალხის მდგომარეობის ტრაგედია, დაუყოვნებლივ დაეხმარება მათ პურითა და მედიკამენტებით". ამერიკელებმა კვლავ გადაწყვიტეს რუსი ხალხის დახმარება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო თანამედროვე ბაშკირეთის ტერიტორიაზე. იქ მოსახლეობის 80 პროცენტი შიმშილის მდგომარეობაში ცხოვრობდა. 1922 წელს ამერიკელებმა გახსნეს ფილიალი უფაში. პარალელურად იქ გაჩნდა პირველი საბავშვო სასადილოები. მოსახლეობამ პირველად ნახა კაკაო, შედედებული რძე, სიმინდი და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელიც მაშინდელ საბჭოთა კავშირშიც კი არ არსებობდა. რუსები გაკვირვებულები იყვნენ ამერიკელებით. ისინი არ ჰგავდნენ იმ ბოროტ ბურჟუებს, როგორებაც მათ რუსული პროპაგანდა წარმოაჩენდა.
ამერიკელები შოკირებული იყვნენ სიღარიბის დონით და მთავრობის დამოკიდებულებით საკუთარი ხალხის მიმართ. საერთო ჯამში, 1921-22 წლებში აშშ-დან ბაშკირეთში 1877 ფუნტი საკვები იქნა გაგზავნილი. ამერიკელები ასევე მკურნალობდნენ ქოლერას: წამლები, აღჭურვილობა და ექიმები მოჰყავდათ. ამერიკელები ასევე უსასყიდლოდ კვებავდნენ შრომით რაზმებს, რომლებიც ქვეყნის აღდგენით იყვნენ დაკავებულნი. 1922 წელს შეერთებულმა შტატებმა სსრკ-ს მიაწოდა აღჭურვილობა და სათესლე მაცვლეული, რამაც შესაძლებელი გახადა კარგი მოსავლის აღება და პურის ადგილობრივი წარმოება.
ამ ყველაფრის და შეერთებული შტატებისადმი ხალხის მზარდი სიყვარულის შემხედვარე ბოლშევიკებმა მიიჩნიეს, რომ ეს საბჭოთა ხელისუფლების დისკრედიტაციას მოახდენდა. 1923 წელს შეიძლებოდა იმის ნახვა თუ როგორ იცლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გემი ერთ პორტში, ხოლო ახლომდებარე ნავსადგურში მეორე გემი იტვირთებოდა მარცვლეულით გერმანიაში გადასაზიდად. ინფორმაციამ, რომ ბოლშევიკები მასობრივი შიმშილობის დროს ყიდდნენ პროდუქტებს, შოკში ჩააგდო დასავლეთი.
1923 წლის ივნისში უცხოურმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება რუსეთში. მთავრობამ აუკრძალა ხალხს მადლობა გადაეხადა ამერიკელებისთვის - ასეთი გახლდათ საბჭოთა ხელისუფლების "მადლიერება" მოსახლეობის გადარჩენისთვის. მხოლოდ ბაშკირეთში აშშ-მ სიკვდილს 10 მილიონზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. ამის შემდეგ, ოფიციალური პროპაგანდა გულწრფელი მადლიერების ნაცვლად საუბრობდა ამერიკელ ჯაშუშებსა და ბანდიტებზე.
დახმარების ბოლო შემთხვევა 90-იან წლებში განხორციელდა. მაშინ დანგრეულ და გაღატაკებულ რუსეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. 1992 წლიდან 1997 წლამდე აშშ-ს საჰაერო ძალებმა განახორციელეს 500 რეისი რუსეთისთვის საკვების მისაწოდებლად. მაგრამ რუსებმა ისევ დაივიწყეს ყველაფერი. ანუ დახმარების შემდეგაც კი შეერთებული შტატები დაუძინებელ მტრად იქცა მათთვის...