ქალი ქალი,რომელსაც ორი საშო და ორი საშვილოსნო აქვს, ამტკიცებს, რომ შეიძლება ერთდროულად დაორსულდეს ორი სხვადასხვა მამაკაცისგან 2022, 13 მაისი, 17:14 ![]() 37 წლის ლინ ბელი(Leanne Bell), არიზონადან, დაიბადა საშვილოსნოს დიდელფისით, - ანომალია, რომლის დროსაც გოგონას მოწიფულობის ასაკში ერთის ნაცვლად უყულიბდება ორი საშვილოსნო . ზოგიერთ ქალს, ისევე როგორც ლინს, აქვს ორი საშვილოსნოს ყელი და თხელი გამყოფი კედელი, რომელიც ქმნის ორ ცალკეულ საშოს. ![]() TikTok-ის მომხმარებელი, რომელიც პლატფორმაზე ცნობილია როგორც @theladyleanne, გულწრფელად აცხადებდა თავის მდგომარეობას და ამ თვის დასაწყისში ბოლო ვიდეოში მან უპასუხა ზოგიერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ![]() „ მე დავიბადე სხეულის ზედმეტი ნაწილებით - ქალის სხეულის ზედმეტი ნაწილებით“, - ამბობს ლინი. "მე დავიბადე ორი საშოთი, ორი საშვილოსნოთი და ორი საშვილოსნოს ყელით." ![]() ”მე მაქვს, ხოლმე ორი მენსტრუაცია, რაც საზიზღრობაა”, - თქვა მან. ”როგორც წესი, ის ერთდროულად იწყება, მაგრამ ზოგჯერ არა. ასევე უნდა წავიდე ორი პაპანიკოლაუს ტესტის ასაღებად, რაც უხერხულია. ეს არ არის კომფორტული. მე მაქვს ორი ტამპონი, დიახ. როგორც ვთქვი, რასაც ერთი ქალი აკეთებს, ამას ორჯერ ვაკეთებ“. ![]() „ტკივილი მტანჯველია. ტკივილგამაყუჩებელ წამალს მაძლევდნენ, მაგრამ ტკივილი იმდენად შემწუხებელი იყო, რომ შედეგად წამალი არ მშველოდა“, იხსენებს ის და ამბობს, რომ დღემდე ებრძვის მტანჯველ პერიოდებს. ![]() ![]() შარშან ვწერდით სანკტ-პეტერბურგელ, 34 წლის იულიაზე, რომელიც ანალოგიურ ანომალიით ცხოვრობს, მას წლების წინ ექიმებმა საბოლოოდ გადაუწურეს იმედი და უთხრეს, რომ ვერასდროს გააჩენდა შვილებს, თუმცა მოხდა სასწაული და იულიამ 10 წლიანი პაუზით ორი ქალიშვილი გააჩინა, ერთი მარცხენა საშვილოსნოში, ხოლო მეორე მარჯვენაში(იხილე სტატია) 1506 3-ს მოსწონს
|