ორსულობა და ბავშვი როგორც ცხოვრობს ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აღმოაჩნდა 2021, 26 დეკემბერი, 17:58
ახლა იულია 34 წლისაა და ორი ქალიშვილის დედაა. მაგრამ 15 წლის წინ მას ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დიაგნოზი დაუსვეს - ჯერ ექიმებმა გაარკვიეს, რომ გოგონას საშვილოსნოს სრული გაორმაგება ჰქონდა, შემდეგ კი უთხრეს, რომ ასეთი იშვიათი პათოლოგიით ბავშვების გაჩენა შეუძლებელი იყო. როდესაც იულიამ შეიტყო, რომ უნაყოფო იყო, თავაუღებლად ჩაეფლო სამსახურში, მისთვის ცხოვრებამ აზრი დაიკარგა. მაგრამ მოხდა სასწაული... ქვემოთ გაეცნობით მის არაჩვეულებრივ ისტორიას. სრული ორმაგი საშვილოსნო უიშვიათესი თანდაყოლილი პათოლოგიაა.რომლის პრევალენტობა 1/1000–1/30, 000-ზეა. თითოეული საშვილოსნო ასოცირდება ერთ ფალოპის მილთან და საკვერცხესთან.მდედრობითი სქესის ნაყოფის განვითარებისას საშვილოსნო ყალიბდება 2 პატარა მილით.თანამედროვე მედიცინისთვის ორმაგი საშვილოსნოს გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. საკუთარი ქალიშვილის ორგანიზმში მომხდარი უცნაური ცვლილებების მიზეზის ძებნა, იულია ბელიაკოვას დედამ 23 წლის წინ დაიწყო . სწორედ მაშინ დაიწყო გოგონას მენსტრუაციული ციკლი, თუმცა ყველა მაჩვენებლით ეს შეუძლებელი იყო. - ჩემი დიაგნოზი საშვილოსნოს სრული გაორმაგებაა. არის მარცხენა საშვილოსნო, ის სრულყოფილია, არის მარჯვენა საშვილოსნო, ისიც სრულყოფილია და მათ შორის არის კანის ძგიდე. საშო ერთია და საშვილოსნოში შესასვლელიც ერთია. მარცხენა საშვილოსნო ყოველთვის უფრო დახურული იყო ვიდრე მარჯვენა. ის სადღაც უფრო სიღრმეშია, მარჯვენა ოდნავ უფრო ახლოსაა . ამის გამო 11-დან 17 წლამდე ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამდნენ, - ამბობს იულია. - ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ მენსტრუაცია არ უნდა გქონოდა, რადგან საშვილოსნო არ არის ასაკის შესაბამისი. 11 წლის ვიყავი და საშვილოსნო 7 წლის გოგოს შეაბამისი იყო. ექვსი წლის შემდეგ იულია და დედამისი სანკტ-პეტერბურგის გენეტიკურ სამედიცინო ცენტრში აღმოჩნდნენ. პროფესორი გოგონას დიდხანს და გაულდასმით გაუკეთა ექოსკოპია, შემდეგ კი დედას დაუძახა, რათა ეჩვენებინა ის, რაც მან იქ ნახა, ოღონდ უკვე სავარძელზე. - მის ქალიშვილის სხეულში როდესაც ორი საშვილოსნო ნახა, დედაჩემს გული წაუვიდა. პროფესორმა დაიწყო გამოკითხვა, იყო თუ არა რაიმე გენეტიკური გადახრები ჩვენს ოჯახში. დედამ თქვა, რომ ის თავად დაიბადა მარჯვენა ხელზე ექვსი თითით, ჩემს ბიძაშვილს (ქალს) კიდევ სამი თირკმელი აქვსო, - იხსენებს იულია. თავად იულისა სერიოზულად აწუხებდა ეს პრობლემა 21 წლის შემდეგ, ანუ როცა გათხოვდა და შვილების გაჩენა სურდა. გოგონას მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც უფრო ადრე დაიწყებს დაორსულების მცდელობას, მით მეტი იყო წარმატების შანსი. მაგრამ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, მეუღლეებს არაფერი გამოსდიოდათ. ქალი კვლავ მივიდა ექიმებთან, ბევრი გამოკვლევა ჩაიტარა და იმედგაცრუებული ვერდიქტი მიიღო. - მე და ექიმი რომ დავსხედით სალაპარაკოდ, უკვე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე. ძალიან სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში მეუბნებოდა, რომ ჩემი ორი საშვილოსნო ნორმაში არ არის, ორივე ორგანოში საშვილოსნოს მოცულობა ძალიან მცირეა საშუალო ქალის საშვილოსნოსთან შედარებით, ასე რომ, თუ დავორსულდები, ვერასდროს გავაჩენ შვილებს. . მისი განაჩენი იყო, რომ მე ვიყავი სტერილური, იხსენებს ის. გოგონას არ ახსოვს, როგორ გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან და სახლში წავიდა. ამ საუბრის შემდეგ იულია დაახლოებით ორი კვირა არ გასულა სახლიდან. - საშინელი ისტერიკა დამემართა, გენეტიკას ვწყევლიდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ ვიცხოვრებდი ისე, რომ ვერასდორს შევძლებდი შვილის გაჩენას. ჩემი პათოლოგია ჩემი წყევლა აღმოჩნდა, ამბობს ის. სტატისტიკის მიხედვით, საშვილოსნოს სრული გაორმაგება ათას ქალში ერთი ხდება. იულიას გამოცდილებით, ასეთი თვისება არანაირად არ მოქმედებს ჰორმონალურ ფონზე. - სექსუალურ კუთხითაც არაფერი აისახება. არ იძლევა რაიმე სუპერ-მუპერ ახალ შეგრძნებებს. კაცები ამას ვერც გრძნობენ, თუ არ უთხარი, ვერ გაიგებენ“, - ამბობს იგი. შესვენების შემდეგ, იულიამ სხვა სპეციალისტს მიმართა, მან ეჭვქვეშ დააყენა წინა დიაგნოზი, მაგრამ განმარტა, რომ, მართლაც, ბევრი რისკია. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სიტუაციას გაცლოდა და მთელი თავით გადაერთო სამსახურზე. მაგრამ 2010 წელს მოხდა სასწაული. - უცნაურად ვიგრძენი თავი. დილით ვიკეთებ ტესტს, უარყოფითია. ნაწყენი, ძილს ვაგრძელებ, დასვენების დღე მქონდა. ექვსი საათის შემდეგ ვიღვიძებ, საუზმეს ვამზადებ, მაგრამ რაღაც მაბრაზებს, ნაგვის ურნაში ვიყურები და ამ ტესტს ვიღებ - და იქ მეორე ზოლი გამოჩნდა. ამას გიყვებით და თვალებში ცრემლი აცლაც მადგება იმ ბედნიერებისგან, რაც ათი წლის წინ განვიცადე, ”- იხსენებს იულია. იულიას ორსულობა ნერვიულ ფონზე მიმდინარეობდა, ტესტების ჩაბარების არასწორი პროცედურის გამო, ეჭიბნდენ, რომ ბავშვს პათოლოგები ექნებოდა, ადრეულ სტადიაზე ახალგაზრდა დედა შენარჩუნებაზე მოათავსეს. იულიას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, მისი ქალიშვილი დაიბადა პატარა - მხოლოდ 2, 3 კგ, მაგრამ აბსოლუტურად ჯანმრთელი. გოგონას სოფია დაარქვეს. რამდენიმე წლის შემდეგ იულია ქმარს გაშორდა, ცხოვრებამ იგი სხვა მამაკაცთან მიიყვანა. წყვილმა დაგეგმა შვილი და გარკვეული პერიოდის შემდეგ იულიამ გაიგო, რომ ორსულად იყო, მხოლოდ ახლა ნაყოფი მარჯვენა საშვილოსნოშია. -2020 წლის ივლისში მარჯვენა საშვილოსნოში დავორსულდი, ზუსტად ისევე, როგორც 10 წლის წინ ჩემს პირველ ქალიშვილს დროს. ეს ორსულობა ადვილი იყო, -ამბობს ახალგაზრდა დედა. 2021 წლის 6 აპრილს იულიამ ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. იულიას საკუთარი ბლოგი აქვს გახსნილი "ინსტაგრამზე, " აზიარებს თემებს ამ პრობლემატიკაზე, რათა მხარი დაუჭიროს მსგავსი პათოლოგიის მქონე ქალებს. 1227 4-ს მოსწონს
|