x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ცოლახეული გიგი აბობოქრდა და დუჟს ყრის პირიდან"-ლევან ნიკოლეიშვილი
image

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ მისნაირი ხალხისგან ტალახის სროლა არათუ პრობლემა, ლოგიკური მოცემულობაა.


"ბიუჯეტის ვირთხა, ცოლახეული გიგი აბობოქრდა და დუჟს ყრის პირიდან, მაგრამ დაავიწყდა ალბათ, რომ მისნაირი ნაკაცარი ხალხისგან ტალახის სროლა არათუ პრობლემა, ლოგიკური მოცემულობაა"-წერს ნიკოლეიშვილი.


"კობახიძემ გამოიყვანა, რომ ივანიშვილი არის ბოლო დონის ჩათლახი, არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ ამათმა გამოიყვანეს, რომელიც მზად არის საკუთარი ფულისთვის ქვეყნის ინტერესები მსხვერპლად მიიტანოს, საკუთარ ქვეყანას როგორც ლიდერი წინ კი არ დაუდგეს რომ გაუძღვეს, არამედ უკან ამოეფაროს და დააშანტაჟოს საკუთარი ქვეყანა და პარტნიორები, რომ თუ ფულს არ მომცემთ საქართველო დასავლეთისკენ კი არა, რუსეთისკენ წავა... ბოლოს მთავრდება საერთოდ სიგიჟით, რომ მოდის ივანიშვილი და იწყებს ომს, ეს მშვიდობის მტრედი კაცი როგორი მეომარი გახადეთ კაცო..."-განაცხადა "დღის ეთერში" გიგი უგულავამ.



უგულავა გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ შვეიცარული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა შესაძლოა "კოორდინირებული ქმედებების" შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.


"ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით. ჩვენ გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის ალოგიკური გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის და აქაც ჩანდა კოორდინაცია, იყო სხვა შემთხვევებიც, ალოგიკური მოვლენები. ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია – კაცი სანქციებს არ ექვემდებარება, ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ენმ-სთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა. გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით, ესეც კომუნიკაციაზე მიუთითებს.


ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკიდან… შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულები და როცა ასეთი საბანკო სისტემის ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.


არ ვიცი ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს”, – განაცხადა კობახიძემ.

0
338
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0