სხვა 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ 2022, 23 მაისი, 9:53 მეკობრეები! ვინ არიან ისინი? უმოწყალო ზღვის ყაჩაღები? თავგადასავლების მამაცი მოყვარულები? თუ... საკმარისია მხოლოდ 5 ფაქტის გაგება, ისტორიის ამ პერსონაჟების შესახებ, რომ მათ შესახებ, უფრო რეალური წარმოდგენა შეგვექმნას და აზრი, მეკობრეებთან დაკავშირებით, სამუდამოდ შევიცვალოთ. მხოლოდ ოქროს მონეტები არა... მეკობრეებს, რა თქმა უნდა, უხაროდათ, როდესაც დაპყრობილ გემზე ოქროს მონეტებს პოულობდნენ. მაგრამ, ისინი არანაკლებ აფასებდნენ იმ ნივთებსაც, რისი გაყიდვაც კარგ ფასად შეეძლოთ. მათ შორის იყო: აბრეშუმი, ხე–მასალა (შავი, წითელი ხე), ფაიფური, ჩაი, სანელებლები და მონებიც კი. ღირსების კოდექსი გავრცელებული მითების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ მეკობრეები, გემის და ქალაქის დაპყრობის შემდეგ, ყოველთვის აპოკალიფსს არ აწყობდნენ. მეკობრული გემების ზოგიერთი კაპიტანი ღრმადმორწმუნე კათოლიკეები იყვნენ და საკუთარ ხალხს ალკოჰოლის სმას, აზარტულ თამაშების, გინებას და ქალების შევიწროება უკრძალავდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ, ცხოვრება მკაცრ პირობებში უწევდათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ამით ამაყობდნენ, რადგან ჩვეულებრივი ყაჩაღებივით არ იქცეოდნენ. საყურე წამლად... ის რომ მეკობრეები საყურეს ატარებდნენ, მიზეზი მეკობრული მოდის სტილი არ ყოფილა. იმ ეპოქაში გავრცელებული აზრის თანახმად, საყურე ადამიანის ჯანმრთელობაზე, გემის რყევის ზეგავლენას ამცირებდა. ხოლო, თუ საყურე განსაკუთრებულ ქვებს შეიცავდა, ის ადამიანს მხოლოდ "ზღვის დაავადებისგან" არა იცავდა... მაგ., ლალის ქვა — იღბალს იზიდავდა; დუელის დროს, დამცავი ფარის ფუნქციას — საფირონი ასრულებდა; ხოლო ზურმუხტი — მეზღვაურებს ქალთევზების ჯადოქრობისგან იცავდა. გარდა ამისა, საყურეს კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდა: მეკობრის გარდაცვალების შემდეგ, ის ღირსეულად დაკრძალვის გარანტია იყო. საზოგადოების დახმარება მიუხედავად იმისა, რომ მეკობრეების უმრავლესობა ნაშოვნ ფულს მორიგ პორტში შესვლისას მთლიანად ხარჯავდა, არსებობდა მეკობრეების "საძმოები", რომელშიც ურთიერთდახმარების ფონდი ჰქონდათ. იქიდან სოლიდურ თანხები, ბრძოლაში დაღუპული ან სიკვდილით დასჯილი მეკობრეების ოჯახების მხარდაჭერად გაიცემოდა და ასევე, იმ მეკობრეების დასახმარებლად, ინვალიდობის გამო, ზღვაში რომ ვეღარ გადიოდნენ. პატიება თუ მეკობრეების ფლოტილიის კაპიტანი საკმარისად განათლებული იყო და ამასთან, გათვითცნობიერებული იყო მაღალი საზოგადოების ინტრიგებში, ერთ დღეს, მას შეეძლო ეთხოვა და პატიება რომელიმე ევროპული ქვეყნიდან მიეღო და შორეულ კოლონიაში, ქალაქის ან კუნძულის გუბერნატორი გამხდარიყო. თუმცა ამისთვის, კიდევ ერთი პირობა იყო საჭირო: ახალი პატრონისთვის, პატიების და თანამდებობის სანაცვლოდ, მომავალ გუბერნატორს ერთჯერადი შესაწირი — "გამოსასყიდი" უნდა გაეღო. მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიო მეკობრეობის ისტორიაში, ჯერ კიდევ ბევრი თეთრი ლაქაა. მაგრამ, თანდათანობით, ამ ადამიანების ახალი მხრიდან გაცნობით, შეიძლება იმის გაგება, თუ რამდენად შორს იყო სიმართლისგან, მითები მათ შესახებ, რომლისაც საზოგადოებას ასწლეულების მანძილზე სჯერა! არხის სხვა სიახლეები:* საოცარი ისტორიული ფოტოები, რომელიც შესაძლებელია არ გინახავთ* “ღვთაებრივი პროპორცია” – იდეალური სახის მქონე 10 ქალი და 10 მამაკაცი ვარსკვლავი* "ნახტომი თავისუფლებისაკენ" – ერთი ფოტოს ისტორია* 30 ისტორიული ფოტო* ევროპის, აფრიკის და ამერიკის ველური დასავლეთის ფანტასტიკური ფოტოები* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს* ილდიკო – ერთი ღამის დედოფალი* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება1068 5-ს მოსწონს
|