x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე დიდი ბიზნესი შუა საუკუნეებში
image


1672 წლის 27 სექტემბერს, ინგლისის მეფემ ჩარლზ II აფრიკის სამეფო კომპანიას ცოცხალი საქონლით ვაჭრობის მონოპოლიური უფლება მისცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნულმა კომპანიამ თავისი არსებობის 80 წლის მანძილზე, ახალ სამყაროში, მილიონზე მეტი აფრიკელი «ტურისტი» გადაიყვანა.

ეს მონათვაჭრობის ოქროს ხანა იყო...

ამ «ღირსეული» ბიზნესით, რამოდენიმე ასეული წლის მანძილზე, ევროპის ყველა ქვეყანა იყო დაკავებული, რომელსაც გასასვლელი ზღვაზე ჰქონდა. საერთო სტატისტიკას, რა თქმა უნდა, არავინ აწარმოებდა და ამიტომ, მონათვაჭრობის შეფასების შედეგი, მეტად პირობითია. სხვადასხვა მონაცემებით, აფრიკიდან ამერიკის კონტინენტზე, 8-დან – 14 მლნ-ამდე ადამიანი გადაიყვანეს. მათგან, დაახლოებით, 3 მლნ. გზაში დაიღუპა. ხოლო, გადარჩენილებმა დიდი გავლენა მოახდინეს დას. ნახევარსფეროს ეთნიკური შემადგენლობაზე და კულტურაზე.


გთავაზობთ ილუსტრაციებს, რომლებიც აფრიკელების აფროამერიკელაბად გადაქცევის პროცესებს უკავშირდება:



image

მონების შესყიდვა აფრიკის სანაპიროზე. ფრანსუა ბაიარდის ტილო, XIX ს.



image

გემებზე მონების განთავსების ტიპიური სქემა და მათი «დამშვიდების» საშუალებები.



image

ინგლისურ გემზე, «ბრუქსიზე» – ცოცხალი ტვირთი განთავსების სქემა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი «შეფუთვის» გამო, მონების 10 - 20% გზაში იღუპებოდა.




image

ფრანგული სავაჭრო გემის სქემა, რომლისთვისაც მონები კომერციული საქონლის ერთ-ერთი სახეობა იყო.



imageმონებით ვაჭრობის ჰოლანდიური გემის გრძივი ჭრილი. XVII ს.



imageმონათვაჭრობის ინგლისურ და ჰოლანდიურ გემებზე, მონებს ტრიუმსა და ზედა გემბანს შორის ათავსებდნენ და მათ საკვებს თოკით აწვდიდნენ. უსაფრთხოების ზომების დაცვა ნამდვილად არ იყო ზედმეტი, რადგან მონები, ხან აჯანყებასაც აწყობდნენ.



imageმონების ბუნტი და მისი ჩახშობა ინგლისურ გემზე.



image

დიდი გემების გარდა, ცოცხალი «საქონელი» შედარებით პატარა გემებითაც «გადაჰქონდათ» და ასეთი გემებში მონები ისე იყვნენ ჩაპრესილები, როგორც თევზი კონსერვის ქილაში. ჯოჯოხეთური პირობების და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდებოდა, მონების უმრავლესობა ცოცხალი ჩადიოდა ამერიკაში.



imageაფრიკიდან ამერიკაში მონების გადაყვანის ძირითადი მარშრუტები XVII-XIX სს-ში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageქრისტეფორე კოლუმბის ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული
მეკობრეები. ქვეყნები, რომლის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო მეკობრეობა იყო

რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? რეალური ამბავი ინგლისელი კაპიტნის სიკვდილის შესახებ

მითები და რეალობა ველური დასავლეთის შესახებ


7
1662
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1662
  
2019, 2 მარტი, 9:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 აგვისტო, 21:50
დამაინტერესა მაგის მონაცემები ამას წინათ და ვნახე და 2010 წელს იყო უცეოლი მანდ 15%, ახლა იქნება ალბათ 30%. მაგას არ ეშველება არაფერი თუ არ შეწყვიტეს ეს სიგიჟე. თუ შეწყვიტეს, მაშინ გადარჩებიან. მაგრამ პარიზში უკვე 40%-ია თეთრკანიანი.
2018, 8 აგვისტო, 21:46
ხომ მაგრამ საფრანგეთს რა ეშველება როცა იქ ფრანგები უკვე უმცირესობაში არიან?
2018, 8 აგვისტო, 21:45
არც დღესაა მონობა გაუქმებული, იმ ფორმით აღარ, რა თქმა უნდა მაგრამ მაინც არსებობს. ვირულ შრომაში კაპიკებს რომ გადაუხდიან ადამიანს მონაა აბა რაა? ან კიდევ საზღვარგარეთ რომ წავა ადამიანი და 700-800 ევროს სანაცვლოდ მოხუცს უნდა მოუაროს, სახლი დაალაგოს, გარეცხოს, მოხუცს დაბანოს, მონა არაა? საქართველოში რომ შრომა არ ფასდება და ამიტომაც ხალხი სოფლიდან ქალაქში გამორბის და მერე ევროპაში გარბიან, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ და შიმშილით არ დაიხოცონ, არ არიან მონები?

ბატონ-ყმობა გაუქმდაო, იტყვის ვინმე და ბატონი რომ ამუშავებდა ყმას, ხშირ შემთხვევაში უფასოდ და თვითონ იმის ნაშრომ-ნაოფლარს, ხარჯავდა როგორც უნდოდა, დღესაც ესე არაა? იმ ფორმით აღარ მაგრამ მაინც, ასე რომ დრო კი მიდის მაგრამ დიდად ბევრი არაფერი იცვლება, ცხოვრება მაინც წრეზე ბრუნავს
2018, 8 აგვისტო, 21:43
ფეხებს ვერ წაგვჭამენ, იმიტომ რომ აზრზე მოდის ევროპა თან მაგრად :) განწყობები იცვლება რადიკალურად :)
2018, 8 აგვისტო, 21:39
თქვენ დარდი გაუშვით, ისე მასიურად შედიან (და შემოდიან) უცხოელები ევროპის ქვეყნებში, მალე თეთრკანიანებს ,,აბაროტს'' აუღებენ
2018, 7 აგვისტო, 1:08
14 მილიონამდე ადამიანი გადაიყვანეს აფრიკიდან ამერიკაშიო? რა საშინელებები გამოიარა კაცობრიობამ რომ დაფიქრდე გააფრენ
0 1 7