შოუბიზნესი “ღვთაებრივი პროპორცია” – იდეალური სახის მქონე 10 ქალი და 10 მამაკაცი ვარსკვლავი 2022, 22 მაისი, 16:27 არსებობს, თუ არა უნივერსალური ფორმულა, რომლითაც ადამიანის მიმზიდველობის მათემატიკურად გამოთვლა შეიძლება? ანტიკურ ეპოქაში, ესთეტიკური კანონების თანახმად, ადამიანის სილამაზეს «ოქროს თანაფარდობით», ანუ «ღვთაებრივი პროპორციით» ადგენდნენ. მეცნიერული განსაზღვრების მიხედვით, ეს ცალკეული ნაწილის, მთლიანთან ისეთი თანაფარდობაა, როდესაც ამ ნაწილების ერთმანეთთან და მთლიანთან, შეფარდების შედეგი ტოლია. სწორედ ეს პროპორციები აღიქმება ჩვენი თვალის მიერ, როგორც იდეალური. შეიძლება, ერთი შეხედვით, ადამიანი ლამაზი არც იყოს, მაგრამ ჩვენი ქვეცნობიერი მას სულ სხვაგვარად აფასებს და მოსწონს. ამის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, სახის ნაკვთების პროპორციებია. მაგ., თუ ადამიანს დიდი ცხვირი აქვს, ის შეიძლება, ისეთ თანაფარდობაში იყოს სახის სხვა ნაწილებთან, რომ გარეგნობას არ აფუჭებდეს. «ოქროს თანაფარდობა» გამოიყენება არქიტექტურაში, ხელოვნებაში, პლასტიკურ ქირურგიაში და სტომატოლოგიაშიც კი. ინგლისელმა მეცნიერებმა, მედიცინის დოქტორის ჯულიან დე სილვას ხელმძღვანელობით, სამეცნიერო კვლევა ჩაატარეს, რომელშიც ისინი ცნობილი ადამიანების სახეებს აფასებდნენ და აღნიშნული ფორმულით, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონების და მამაკაცების რეიტინგი შეადგინეს. როგორც გაირკვა, ქალებს შორის, იდეალურთან ყველაზე მეტად დაახლოებული სახე ბელა ჰადიდს აქვს, ხოლო მამაკაცებში, ყველაზე ლამაზი — რობერტ პეტინსონი აღმოჩნდა. 10. კარა დელევინი ![]() ბრიტანელი მოდელი «მსოფლიოს 50 სუპერმოდელს» შორის, მეხუთე ადგილზეა. ხოლო, ამ რეიტინგში, მხოლოდ მეათეზე. მისი იდეალურ სახესთან შესატყვისობა 89, 99%–ს შეადგენს. 9. კეტი პერი ![]() პოპ დივა არასოდეს წყვეტს თავისი იმიჯით, სცენაზე თაყვანისმცემლების გაოცებას... და როგორც ჩანს, მან მეცნიერთა ყურადღებაც მიიპყრო. მისი 90, 08% იმის მტკიცებულებაა, რომ სილამაზის გაზომა ციფრებითაც შეიძლება. 8. ნატალი პორტმანი ![]() მეცნიერებმა უამრავი სახე შეაფასეს მთელს მსოფლიოში და უნდა ითქვას, რომ ჰოლივუდის ეს ვარსკვლავი მხოლოდ ნიჭიერი კი არა, ლამაზიც არის, რაზეც 90, 51% და ამ რეიტინგში დაკავებული მე–8 ადგილი მეტყველებს. 7. სკარლეტ იოჰანსონი ![]() ამ ნიჭიერი მსახიობის სახის ნაკვთები კომპიუტერულმა პროგრამამ, როგორც 90, 91% შეაფასა. 6. კეთრინ (კეიტ) მოსი ![]() ორიათასიანების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, რომელიც დღესაც საუკეთესო ფორმაშია, კვლევის თანახმად 91, 05%–ით მე–6 ადგილზე გავიდა. 5. ტეილორ სვიფტი ![]() თუ შევადარებთ მომღერლის ადრეულ და გვიანდელ ფოტოებს, შეიძლება შევნიშნოთ, რომ მას ყვრიმალების ფორმა აქვს შეცვლილი, რაც ოპერაციის შედეგია. თუმცა, ამას სახის პროპორციებზე გავლენა არ მოუხდენია. და მეცნიერთა შეფასებით, მისი სახის შესაბამისობა «ოქროს თანაფარდობასთან» — 91, 64%–ის ტოლია. 4. არიანა გრანდე ![]() მომღერალი ახალგაზრდებში უფრო ცნობილია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშალა, რომ ამ რეიტინგში მე–4 ადგილი დაეკავებინა. კომპიუტერული პროგრამის მიერ, მისი სახისთვის დაწერილი 91, 81% — ბევრ რამეზე მეტყველებს. 3. ემბერ ჰერდი ![]() მსახიობის ანგარიშზე უკვე 50–მდე შესრულებული როლია და ამის მიზეზი მხოლოდ ნიჭი არ არის. როგორც ხედავთ, ის სახის იდეალურთან დაახლოებული ნაკვთებით და 91, 85% –ით, რეიტინგის მესამე ადგილზეა. 2. ბიონსე ![]() მეორე ადგილზე კი ბიონსეა. მისმა სახემ 92, 44% მოაგროვა, რაც შესანიშნავი შედეგია და რასაც, მისი შემოქმედების მრავალმილიონიანი თაყვანისმცემლების არმიაც ადასტურებს. 1. ბელა ჰადიდი ![]() იდეალთან ყველაზე ახლოს ბელა ჰადიდი აღმოჩნდა. მისი სახის ნაკვღები «ღვთაებრივი პროპორციას» 94, 35%–ით შეესაბამება. ახლა უკვე ვიცით, თუ რატომ მოსწონს ბელა ჰადიდი მილიონობით ადამიანს და რატომ გახდა Victoria’s Secret–ის «ანგელოზი». ამ შოუზე გამოსვლა, ხომ ყველა მოდელის ოცნებაა, მაგრამ ლამაზი გარეგნობის მიუხედავად, ბევრისთვის ეს ოცნება, ოცნებად რჩება... რაც შეეხება მამაკაცებს, «ოქროს თანაფარდობის» მიხედვით, მათი რეიტინგი ასეთია: 10. რაიან გოსლინგი — 87.48% 9. კანიე უესტი — 87, 94% 8. იდრისა ელბა — 88.01% 7. დიევიდ ბეკჰემი — 88, 96% 6. ჰიუ ჯეკმენი — 89.64% 5. ჯორჯ კლუნი — 89.91% 4. ბრედ პიტი — 90.51% 3. ბრედლი კუპერი — 91.08% 2. ჰენრი კავილი — 91.64% 1. რობერტ პეტინსონი — 92.15%
* "ნახტომი თავისუფლებისაკენ" – ერთი ფოტოს ისტორია* 30 ისტორიული ფოტო* ევროპის, აფრიკის და ამერიკის ველური დასავლეთის ფანტასტიკური ფოტოები* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს* ილდიკო – ერთი ღამის დედოფალი* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება* სამარეში წაღებული 5 საიდუმლო* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი1071 5-ს მოსწონს
|