x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ

image


ცნობილი დიზაინერის ვალენტინ იუდაშკინი, მოსკოვში, 6 მაის დაკრძალეს. კუტიურიეს გაცილების ცერემონიას სსრ კავშირის სახალხო არტისტი ალა პუგაჩოვაც დაესწრო, რომელიც სპეციალურად“ ისრაელიდან ჩავიდა.

ის მეგობრის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, დაკრძალვაზე, იგორ გულიაევთან (დიზაინერი) ერთად მივიდა. იქ, რა თქმა უნდა, ბევრი ცნობილი სახე იყო. მათ შორის: ზვერევი, ვინოკური, ბუინოვი და ა. შ. თუმცა, ისრაელიდან ჩამოსულ კოლეგას, ისინი ძალიან ცივად შეხვდნენ. მასთან, მოსაკითხადაც კი, არავინ მივიდა...

ის, რომ რუსეთის ნომერ I ვარსკვლავთან არავინ მისულა, თავად პუგაჩოვამაც დაადასტურა. იმ დღეს, ინტერნეტით ინფორმაცია გავრცელდა, რომ სასაფლაოზე მისულ ვარსკვლავს, თითქოს, ვიღაცამ, 2 მლნ. რუბლის ღირებულების საათი მოჰპარა. როდესაც ინფორმაციის გადასამოწმებლად, «დაზარალებულს» დაუკავშირდნენ, მან უპასუხა, რომ საათი არ დაუკარგავს. «ან როგორ უნდა დამეკარგა?... ურთიერთობა სულ ორ–სამ კაცთან მქონდა, რომელთა შორის, ერთ–ერთი დმიტრი პესკოვი (რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი) იყო» — თქვა მომღერალმა.

დაკრძალვის ცერემონიაზე, პესკოვი ალა პუგაჩოვასთან მივიდა, ხელზე ეამბორა და უთხრა: «როგორ ხართ? ძალიან მიხარია თქვენი ნახვა».


image


ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, მუსიკოსმა იური ლაზამ კომენტარი გააკეთა «МК»–თან (მოსკოვის კომსომოლცი). მისი აზრით, რუსმა ვარსკვლავებმა ალა პუგაჩოვასთან კონტაქტზე უარი, სიფრთხილის გამო თქვეს. მათ ეშინიათ, რომ მედია, მოგვიანებით, მათზე დაწერა. ამავდროულად, მომღერალმა აღიარა, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება ეწოდოს ასეთ ურთიერთობას მეგობრობა?

«თუ მეგობრები ხართ, მაშინ იყავით მეგობრები, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად... ასე კი, გამოდის, რომ არანაირი მეგობრობა არ ყოფილა, რასაც პირადად მე, ყოველთვის აღვნიშნავდი: შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა», — განაცხადა ლაზამ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* 4 იდუმალი ქვეყანა, რომელიც სამუდამოდ დაიკარგა

* 10 პრაქტიკული ვარცხნილობა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის



0
697
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
697
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0