ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობს დაპირისპირება ქერებსა და შავგვრემნებს შორის. ქერათმიანებზე და მათ გონებრივ შესაძლებლობებზე ხუმრობების რიცხვმა, უკვე კარგა ხანია, რაც ყველა დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა. თუმცა, ამას, ღიათმიანი ქალების რაოდენობაზე, ნამდვილად არ უმოქმედია. ქერათმიანს, აზრადაც კი არ მოსდის, თმის ფერის რადიკალურად შეცვლია (თუმცა, მათ შორის, იშვიათი გამონაკლისებიც არიან). მაგრამ, იმ დრომდე, ვიდრე საკმარისი საფუძველი არ გაჩნდება ამის გასაკეთებლად. აქ, სწორედ, ასეთი ცვლილებების ყველაზე ცნობილი მაგალითები არის წარმოდგენილი. და თავად განსაჯეთ, გაამართლა თუ არა ექსპერიმენტმა?
ვიდრე, უშვალოდ, ზემოთ ხსენებულ ექსპერიმენტებზე გადავალთ, გავიხსენოთ ექსპერიმენტი, რომელმაც ნამდვილად გაამართლა:
იდეალური ქერა ქალის ეტალონად აღიარებული მერლინ მონრო, ბუნებით ქერა არ იყო. მაგრამ, მან ისე მოირგო ეს იმიჯი, რომ დღეს, ყველა დროის, ქერათმიან ქალბატონებს შორის – № 1 ქერათმიანია.
ბრიჯიტ ბარდო
ულამაზესი ფრანგი მსახიობი, რომელმაც სახელი ქერა კულულებით გაითქვა, ოდესღაც შავგვრემანი იყო. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორებს შორის, დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ პერიოდში, მამაკაცები არ ანებივრებდნენ მას თავიაანთი ყურადღებით.
ბრიტნი სპირსი
საუკუნის II ათეულის დასაწყისი, პოპ-პრინცესასთვის დიდი ექსპერიმენტების დრო დადგა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბრიტნიმ თმა ყავისფრად გადაიღება. მაგრამ, თავისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების გასახარად, მალე მიხვდა, რომ ქერა თმა უფრო უხდებოდა და მალევე დაუბრუნდა ჩვეულ იმიჯს.
შარლიზ ტერონი
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მსახიობის პროფესია მსხვერპლს მოითხოვს, და შარლიზ ტერონს ასეთი მსხვერპლი გაღებული აქვს – როლისთვის ფილმში «ეონ ფლაქსი» (ინგ. Æon Flux) უმშვენიერესმა ქერა ქალმა, უარი თქვა თავის საბრენდო ფერის თმაზე და შავად გადაიღება.
რობინ რაითი
ნაზმა და დახვეწილმა რობინმა ძალიან რთულად გადაიტანა მეუღლესთან განქორწინება. და როგორც ნებისმიერი ქალის, ამ სიტუაციაში, მოუნდა საკუთარი ცხოვრების მთლიანად შეცვლა. მან ჩანაფიქრის განხორციელება, თმის ფერის შეცვლით დაიწყო: ულამაზესი, ხორბლისფერი ქერა თმა, შავად გადაიღება.
მარგო რობი
მსახიობმა სახელი, მარტინ სკორსეზას ფილმში – «მგელი უოლ-სტრიტიდან», მაცდუნებელი ქერა ქალის როლის შესრულებით გაითქვა. მაგრამ, ყველას გასაკვირად, «ოსკარის» დაჯილდოვების ცერემონიალზე, მუქი შოკოლადისფერი თმით მივიდა. მისმა თაყვანისმცემლებმა, მსახიობის ახალ იმიჯთან შეჩვევა ვერ მოასწრეს, რომ მარგო ისევ ძველ ფერს დაუბრუნდა.
ქრისტინა აგილერა
კარიერის დასაწყისში მას ხშირად ადარებდნენ ბრიტნი სპირსს. თითქოსდა, ერთნაირი რეპერტუარი ჰქონდათ და ერთნაირად გამოიყურებოდნენ. და აი დადგა 2004 წელი, ქრისტინამ გადაწყვიტა ბოლო მოეღო უსაფუძვლო ბრალდებისთვის და თმა შავად შეიღება… ხოლო შემდეგ, ისევ დაუბრუნდა ჩვეულ ფერს, რადგან მიხვდა, რომ ექსპერიმენტმა არ გაამართლა.
ჯენიფერ ენისტონი
სერიალი «მეგობრების» მაყურებლები, ათი წლის მანძილზე, ჯენიფერის უამრავი ტრანსფორმაციის მხილველები იყვნენ, მაგრამ თმის ფერთან დაკავშირებით, მსახიობი ყოველთვის კონსერვატორი იყო – არასოდეს იცვლიდა მის თაფლისფერ შეფერილობას. საქმე იმაშია, რომ თინეიჯერობის პერიოდში, ენისტონი შავგვრემანი იყო და შესაძლებელია, ძველი იმიჯის დაბრუნება აღარ უნდოდა.
გვენ სტეფანი
პლატინისფერი ქერა, გვენი ვერ ბედავდა თმის მუქ ფრად გადაღებვას, მაგრამ სიამოვნებით მოირგო, მართალია დროებით, შავგვრემანის როლი, სიმღერისთვის – «Cool», გადაღებულ კლიპში.