x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ლოგინად ჩავარდნილი" ლაიმა ვაიკულე 27 ივლისს სოლო კონცერტს გამართავს
image


რუსული მედიის ცნობით, სიმსივნით დაავადებული ლაიმა ვაიკულე, რომელმაც მკურნალობის კურსი აშშ–ში გაიარა, სამშობლოში დაბრუნდა. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ დღეებს ითვლის. ხილო, ალა პუგაჩოვა, რომელიც ლაიმასთან უკვე 40 წელია მეგობრობს, ისრაელიდან იურმალაში ჩავიდა, მისი სახლის გვერდით ვილა იქირავა და ლაიმას ოჯახის წევრებთან ერთად, ყურადღებას და ზრუნვას არ აკლებს მას.

და აი, ამ ფონზე, სოციალურ ქსელებში ვარსკვლავმა პოსტი გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის მაყურებლების წინაშე, ამა წლის 27 ივლის, ლატვიის ყოველწლიურ მუსიკალურ პრემიაზე წარდგება. რაც შეეხება ხმებს, მისი ავადმყოფობის შესახებ, 68 წლის მომღერალმა უკომენტაროდ დატოვა.


image


საერთოდ, ლაიმა ვაიკულე იშვიათად გამოდის კონტაქტზე და სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არ არის. ბოლო დროს, მან განცხადება ჟურნალისტი სიმონიანის (რუსეთის ერთ–ერთი არხის დირექტორი) წინააღმდეგ გააკეთა, რომელმაც გალკინის მიმართ, არაეთიკური დამოკიდებულება გამოავლინა. კერძოდ, საუბარი პაროდისტის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე იყო.

«სიმონიანის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. ახლა ვიცი, რომ ეს ადამიანია, რომელიც მორალისა და ეთიკის ყოველგვარ ნორმებს უგულებელყოფს. ამიტომ, მას მივმართავ: თქვენი გამონათქვამებით, უპატივცემულობას მხოლოდ ალას და მაქსიმისადმი კი არ, მათი თაყვანისმცემლების მრავალმილიონიანი არმიისადმი გამოხატავთ. ეს ყველაფერი ღირსებას არ გმატებთ და თქვენი კულტურის და ინტელექტის დაბალი დონის დემონსტრირებას ახდენს. რაც შეეხება ალას და მაქსიმს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თქვენს ბოროტულ «კოღოს ნაკბენს» ყურადღებას არ მიაქცევენ. ხოლო, ჩვენ, მათ მეგობრებს, უფლება არა გვაქვს, თქვენი გამოხტომა უყურადღებოდ დავტოვოთ», — აღშფოთება გამოხატა ვაიკულემ.


imageმეგობრების ფოტო, გადაღებულია იურმალაში


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაიმა ვაიკულეს დირექტორმა უარყო ხმები ვარსკვლავის ავადმყოფობის შესახებ. მაგრამ, ბოროტი ენები აგრძელებენ ინფორმაციის გავრცელებას, მომღერლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ნიკოლა ტესლას დროის მანქანა

* ეს ფაქტები – ყველა ჩვენგანზეა... და პირადად, თქვენზეც

* 12 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ

* ყველაზე ცბიერები – რომელ ცხოველს შეუძლია ეშმაკობა, მელას გარდა?

* მაღალგანვითარებული ცივილიზაციები შუმერებამდე და ეგვიპტელებამდე

* ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

* მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)

0
1613
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0