x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მ. ჯექსონი: «მირჩევნია ვენები გადავიჭრა, ვიდრე ბავშვს მივაყენო ტკივილი». რატომ გადაუხადა მან მოსარჩელეს 18 მლნ. $

«ცხოვრებაში ხშირად ვიკარგები და ვიბნევი. სცენაზე ბევრად თავდაჯერებული ვარ. ის ყველაზე მშვენიერი ადგილია ქვეყანაზე. ხოლო, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის თავს უცნაურად ვგრძნობ. მე ძალიან მიჭირს ცხოვრება რეალურ სამყაროში. ადამიანებს ჩემი არ ესმით...» – ამბობდა ვარსკვლავი.


image


«ძალიან ჩაკეტილი გახდა, – ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა მაიკლის დედამ – ასეთად ის სცენამ აქცია. სადაც არ უნდა წასულიყო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ყველას უნდოდა, რომ შეხებოდა, მოხვეოდა, მხარზე ხელი დაედო. მას კი ეს ყველაფერი არ მოსწონდა. ის ბუნებით ძალიან მორიდებული და მორცხვი ბავშვი იყო და ასეთად დარჩა».


image


მაიკლი თავს კარგად ნაცნობ გარემოში და იმ ადამიანების გვერდით გრძნობდა, რომლებთანაც ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა. ბავშვობიდან მეგობრობდა ბრუკ შილდსთან. მათ ერთმანეთის კარგად ესმოდათ, ხოლო როდესაც გაიზარდნენ, მაიკლმა ბრუკს ცოლობა სთხოვა. თუმცა, უარი მიიღო: «მე მუდამ შენ გვერდით ვიქნები და ამისთვის დაქორწინება არ არის საჭირო. სადაც არ უნდა ვიყო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები» – უთხრა მან მაიკლს. და ისინი მეგობრებად დარჩნენ.


image


ეს მეგობრობა მანამდე გაგრძელდა, ვიდრე მაიკლმა ლიზა მარია პრესლიზე არ გადაწყვიტა დაქორწინება. ლიზას ის 1974 წლიდან იცნობდა. თუმცა, რეგულარული შეხვედრები მათ მხოლოდ 1993 წელს დაიწყეს. იმ დროს ლიზა ქორწინებაში იმყოფებოდა და 2 შვილი ჰყავდა. ერთი წლის შემდეგ ქმარს დაშორდა და იმავე წელს მაიკლს გაჰყვა ცოლად.


image


მაიკლი 10 შვილიან ოჯახში მე-7 იყო და მასაც ძალიან უნდოდა, მრავალშვილიანი მამა ყოფილიყო. ის ამბობდა, რომ ყველა კონტინენტიდან 2-2 ბავშვს იშვილებდა, მაგრამ მანამდე საკუთარი შვილები უნდოდა, რომ ჰყოლოდა. ლიზას შვილები უკვე ჰყავდა და კიდევ გაჩენას, ჯერ-ჯერობით არ აპირებდა. მაიკლი კი აჩქარებდა და ეს თემა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ხშირად ხდებოდა.



image


ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ, მაიკლმა ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, ის ან ბავშვს გააჩენდა, ან ამას დები როუ გააკეთებდა, რომელიც მაიკლის დერმატოლოგის ასისტენტი იყო და მას 80-იანი წლების შუა პერიოდიდან იცნობდა (მაიკლისადმი გულგრილი არავინ იყო და სავარაუდოდ, დებიც შეყვარებული იყო მომღერალზე. ის მზად იყო, რომ მისთვის ბედნიერება ეჩუქებინა). მიუხედავად იმისა, რომ საუბარი ბავშვის სუროგაცის გზით ჩასახვაზე იყო (მაიკლს ცოლი უყვარდა და ღალატს არ აპირებდა), ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში, ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა და 1996 წელს მათი ქორწინება გაყრით დასრულდა. გაყრის ინიციატორი ლიზა პრესლი იყო. იმავე წლის ნოემბერში მაიკლი და დები დაქორწინდნენ (მაიკლს უნდოდა, რომ ბავშვები კანონიერ ქორწინებაში დაბადებულიყვნენ) და 2 შვილი შეეძინათ.


image


II შვილის გაჩენის შემდეგ, დების უთხრეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებდა და ამიტომ, მესამე შვილი მაიკლს, ისევ სუროგაციის გზით, 2002 წელს შეეძინა. თუმცა მანამდე, მეუღლეს დაშორდა და ბავშვების მეურვე თვითონ გახდა. «მე არ ვიცი ვინ არის ბავშვის დედა, მან არაფერი იცის ჩემ შესახებ და მსგავს სიტუაციაში, ეს სავსებით ნორმალურია» – პასუხობდა პოპის მეფე, როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ ვინ იყო მისი უმცროსი შვილის დედა.


image


თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები მაიკლ ჯექსონმა შვილების აღზრდას მიუძღვნა, ის მათ აჭმევდა, აძინებდა, საფენებს უცვლიდა... მათთვის მამაც იყო და დედაც.


«მამა საუკეთესო იყო მსოფლიოში, მე ის ძალიან მიყვარდა» – თქვა პერის ჯექსონმა 2009 წლის 7 ივლისს, ვარსკვლავის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე.


image

imageთითქმის 10 წელი გავიდა და დღეს ჯექსონი ისევ აქტუალურია. ის, რომ მისი სახელი დავიწყებას არ მიეცემოდა, ყველამ იცოდა. ჯექსონი პოპის მეფე იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ ტიტულის მოპოვება ვერავინ შეძლო...





image«ნევერლენდის დატოვების» (Leaving Neverland) ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ გარდაცვლილი ვარსკვლავი ისევ სკანდალში «გაეხვია».

რატომ ახლა?

იქნებ იმიტომ, რომ მ. ჯექსონმა, გარდაცვალების შემდეგ, 2 მილიარდი დოლარი «გამოიმუშავა» და დღეს ის შოუბიზნესის ყველაზე მდიდარი, პოპულარული და «გაყიდვადია», როგორც ცოცხალ, ისე გარდაცვლილ ვარსკვლავებს შორის...

თუმცა, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას მივყვეთ:

მაიკლი 1958 წელს დაიბადა. 5 წლიდან სკოლის კონცერტებზე გამოდიოდა, ხოლო 6 წლის რომ გახდა, ჯგუფს – «The Jacksons» (იგივე «Jackson 5». ჯგუფში 1981 წლამდე იყო. თუმცა, 1975 წლიდან სოლო კონცერტებსაც მართავდა) შეუერთდა. იქიდან მოყოლებული, მისთვის არც შობა იყო და არც ახალი წელი, არც კინო და არც თეატრი... იყო მხოლოდ რეპეტიციები და კონცერტები. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას შეეძლო – კითხვა იყო და როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, მაშინვე წიგნს იღებდა (2009 წლისთვის, მის ბიბლიოთეკაში 20 000-მდე წიგნი იყო). მაიკლის საყვარელი გმირი, ჯეიმზ ბარის მიერ გამოგონილი პერსონაჟი, პიტერ პენი იყო, რომელსაც ფრენა შეეძლო და კუნძულ ნევერლენდზე ცხოვრობდა. მომღერალი ოცნებობდა, კინოში მისი როლის შესრულებაზე.

1987 წელს, ლოს ოლივოსში (კალიფორნია), მ. ჯექსონმა 19, 5 მლნ. დოლარად, რანჩო შეიძინა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო პარკი და ზოოპარკი მოაწყო და მას ნევერლენდი (Neverland Valley Ranch) დაარქვა.


image


იქიდან მოყოლებული, არაერთი ბავშვი იყო ამ პარკში გასართობად, თან სრულიად უფასოდ. მაიკლს რანჩოს შენახვა თვეში 1, 2 მლნ. დოლარი უჯდებოდა და მთელს ტერიტორიაზე, სადაც კი შეიძლებოდა, რომ ბავშვს ფეხი დაედგა, კამერები იყო დამონტაჟებული. საკმარისი იყო, რომელიმე მომსახურე პერსონალი სტუმრებს ცუდად მოჰქცეოდა ან თავაზიანობა არ გამოეჩინა, სამუშაოს ავტომატურად კარგავდა.

«მირჩევნია ვენები გადავიჭრა, ვიდრე ბავშვს ტკივილი მივაყენო – თქვა 1993 წელს, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდების წაყენების შემდეგ, მომღერალმა. – ამას არასდროს გავაკეთებდი. თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, როგორ ძლიერ ტკივილს მაყენებს ეს ჭორები».

მაგრამ პრესა არ ცხრებოდა. გამუდმებით ისმოდა კითხვა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა მომღერალს, რომელიც ბავშვებს გამუდმებით თავისთან ეპატიჟებოდა.

«მე მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის უფრო მეტი თავშესაფარი მაქვს გახსნილი, ვიდრე კონცერტი ჩამიტარებია – წყენით ამბობდამ მაიკლი, – მაგრამ, ამაზე არ წერენ. და მართალიც არის, რომ არ იციან, რადგან ამას სახელისთვის კი არა, მთელი გულით ვაკეთებ... მსიამოვნებს და მიხარია, ობლებს და უპოვრებს ახალი სამყაროს კარს რომ ვუღებ».


image


«ბევრს უკვირს, რატომ არიან ჩემ ირგვლივ მუდმივად ბავშვები. იმიტომ, რომ ისინი ბავშვობაში მაბრუნებენ. მე მათთან ერთად ვერთობი. მათი ასაკის რომ ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ სამუშაო იყო... მე მიყვარს შოუბიზნესი, მაგრამ ბავშვობაში მუშაობა კი არა, თამაშია საჭირო».

– რაღა დროს თქვენი თამაშია, – ეუბნებოდნენ ჟურნალისტები მომღერალს – ან რატომ უნდა ეძინოს მამაკაცს პატარა ბავშვებთან ერთად?

რაზეც ის პასუხობდა: «სხვები მანქანებს, Ferrari-ის, ვერტმფრენებს და თვითმფრინავებს ყიდულობენ და ამით იღებენ სიამოვნებას. მე კი, ბავშვებს მინდა სიხარული მივანიჭო. უამრავი ბავშვია ღარიბი, სოციალურად დაუცველი ოკახიდან და რა ბედნიერებაა მათთვის ცხენით ჯირითი, კინოდარბაზში ფილმის ყურება ან უბრალოდ, ერთი ულუფა ნაყინი... რაც შეეხება ბავშვებთან ერთად ძილს, მათთან საკუთარი საწოლის გაყოფას, – რატომ არის, რომ საძინებელს ყოველთვის სექსთან აიგივებენ და რატომ არ შეიძლება ბავშვი დააწვინო, პლედი მიაფარო და ზღაპარი წაუკითხო? გაიყო საძინებელი სხვებთან ერთად, ისე როგორც ბავშვობაში...».

imageრანჩოს სტუმრებს შორის იყო ჯორდან ჩენდლერიც. ის მომღერლის დიდი თაყვანისმცემელი იყო და მაიკლი ლოს-ანჯელესში გაიცნო. მოგვიანებით, ჯექსონმა ის და მისი და თავისთან დაპატიჟა და არა მარტო ბავშვები, რანჩოს ხშირი სტუმრები, ჩენდლერის ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ.

1993 წელს, მ. ჯექსონის წინააღმდეგ საქმე, 13 წლის ჯორდან ჩენდლერზე (Jordan Chandler) განხორციელებული სექსუალური ძალადობის მუხლით აღიძრა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე ჯორდანის მამა, ედვან ჩენდლერი სასამართლოს მიმართავდა, მაიკლთან მოლაპარაკება სცადა და კომპენსაციის სახით, 20 მლნ. დოლარს მოითხოვდა. ჯექსონი შანტაჟს არ აჰყვა და ფულის მიცემაზე უარი უთხრა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ედვანმა შვილის ინტერესების სასამართლოს წესით დაცვა.

დაიწყო ძიება, 1994 წ. ოქტომბერში ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორმა, გილ გარსეტმა და სანტა-ბარნარას პროკურორმა ტომ სნედონმა განაცხადეს, რომ ძიების დაწყებიდან, 13 თვის მანძილზე, დაიკითხა 400 მოწმე და ჯექსონის წინააღმდეგ ბრალი არავის წაუყენებია. ამდენი მოწმის დაკითხვა კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ თავად დაზარალებული, ჯორდან ჩენდლერი სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე უარს ამბობდა.

ვერც პოლიციამ და ვერც ფედერალურმა სამსახურმა, მ. ჯექსონის წინააღმდეგ, ვერანაირი სამხილი ვერ იპოვა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჯეკსონის სადაზღვევო კომპანიამ, ჯორდან ჩენდლერს 15 მილიონი დოლარი გადაუხადა, რომელსაც ის სრულწლოვანების ასაკში მიიღებდა. 1, 5 - 1, 5 დოლარი გადაუხადეს ჯორდანის მშობლებსაც.


image


თუ დამნაშავე არ იყო, რატომ გადაუხადა? – ახალი სკანდალი აგორდა პრესაში.

საქმე იმაშია, რომ იმ დროს, მომღერლის წინააღმდეგ, 2 სასამართლოში იყო საქმე აღძრული: სამოქალაქო და სისხლის სამართლის. და როგორც აღმოჩნდა, იურიდიული სისტემა ჯექსონის მხარეს არ იყო. წესის მიხედვით, თუ სამოქალაქო და სისხლის სამართლის სარჩელი ერთი და იგივე საქმეზეა აღძრული, მოპასუხეს უფლება აქვს, სამოქალაქო პროცესი მანამდე შეაჩეროს, ვიდრე სისხლის სამართლის საქმე არ დასრულდება. მ. ჯექსონის შემთხვევასი, ასე არ მოხდა. სამოქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის სასამართლომდე იყო ჩანიშნული. მისმა ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომ სამოქალაქო პროცესი შეეჩერებინა, მაგრამ თხოვნაზე უარი მიიღო. მან პეტიციაც შეიტანა მოთხოვნით, რომ ოლქის პროკურორისთვის, სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების და მტკიცებულებების გამოყენების უფლება არ მიეცათ. და ისევ უარი უთხრეს.

ამერიკაში სამოქალაქო სამართალი სისხლის სამართლისგან იმით განსხვავდება, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, 100% ერთსულოვნება საჭირო არ არის. 51% პროცენტიც საკმარისია და თუ 12-დან – 7 ადამიანი ჯექსონის წინააღმდეგ მისცემდა ხმას, მომღერალი საქმეს წააგებდა და ამ სასამართლოს შედეგს, მის წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენებდნენ და სავსებით შესაძლებელი იყო, საქმე იქაც წაეგო. 2 სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ, მ. ჯექსონს სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი განაჩენის მიხედვით, მოსარჩელესთვის 20 მლნ. $ უნდა გადაეხადა, ხოლო სისხლის სამართლის მიხედვით – მისთვის წაყენებული ბრალდება, 18 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

იურიდიული თვალსაზრისით, სამოქალაქო საქმის სასამართლოს გარეშე მოგვარება, კარგი გადაწყვეტილება იყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო საქმე შეწყდა და სისხლის სამართლის პროცესი გაიმართა, ჯექსონისთვის ბრალდების წასაყენებლად, საკმარისი სამხილი არ აღმოჩნდა.


image

image10 წლის შემდეგ, 2003 წელს, მომღერალს ისევ წაუყენეს ანალოგიური ბრალდება. მის წინააღმდეგ საქმე 13 წლის გევენ არვიზოს განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომელიც ასევე ხშირად სტუმრობდა «ნევერლენდის» რანჩოს.

იმავე წლის 18 დეკემბერს მომღერლის რანჩოზე ჩხრეკა ჩატარდა, ხოლო 20-ში ის დააკავეს და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ისევე, როგორც ჩენდლერის შემთხვევაში, ჯექსონი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. ამტკიცებდა, რომ არვეზოს ოჯახს მისგან ფულის გამოძალვა უნდოდა. სასამართლო განხილვა 2005 წლის თებერვალში დაიწყო და მაისამდე მიმდინარეობდა. ვერდიქტის გამოცხადების დღეს, 2200-მა საინფორმაციო სააგენტომ მთელი მსოფლიოდან, პროცესის გასაშუქებლად, საკუთარი ჟურნალისტები გაგზავნა. თუმცა, სკანდალი არ შედგა, ნაფიცი მსაჯულების ჟიურიმ, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ჯექსონი უდანაშაულოდ გამოაცხადა.

აღნიშნულ პროცესზე გამოსვლაზე უარი თქვა ჯორდან ჩენდლერმა, ხოლო მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, ამერიკული მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ჯექსონისადმი წაყენებული ბრალდება ფალსიფიცირებული იყო და მან ეს მამის ზეწოლით გააკეთა. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაუმწარა მუსიკოსს.

2009 წლის 9 ნოემბერს, ფილმის – This Is It, პრემიერიდან 8 დღის შემდეგ, ყველასგან მიტოვებულმა ედვან ჩენდლერმა, 38 კალიბრიანი პისტოლეტით თავი მოიკლა. სიკვდილის წინ წერილი არ დაუტოვია, ხოლო ანდერძში ეწერა, რომ მისი ნათესავებისთვის გარდაცვალების შესახებ, მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ ეცნობებინათ.

image«სიძულვილით სავსე სამყაროში, იმედი არ უნდა დაკარგო,

ბოროტებით სავსე სამყაროში, პატიება უნდა შეგეძლოს,

სასოწარკვეთილებით სავსე სამყაროში, ოცნება უნდა შეგეძლოს»

imageმაიკლ ჯექსონი

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageimageimageimage



0
871
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
871
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0