x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დიდი ისტორიული პიროვნებების შთამომავალი ვარსკვლავები

დღეს, გენეალოგიის შესწავლით, ბევრი ადამიანია გატაცებული. ეს არა მხოლოდ მოდური, — ძალიან საინტერესოც არის. არასოდეს იცით, ვინ შეიძლება იყოს თქვენს წინაპრებს შორის... შეიძლება ეს მეფე, ცნობილი მწერალი, ფილოსოფოსი, ან მუსიკოსი იყოს? მაგ., ამ ადამიანებმა საკუთარი ფესვები შეისწავლეს და მეტად საინტერესო წინაპრები აღმოაჩინეს:


კიტ ჰარინგტონი და რობერტ კეიტსბი
image


კიტ ჰარინგტონმა სახელი «სატახტო თამაშებში» შესრულებული ჯონ სნოუს როლით გაითქვა. თუმცა, არანაკლებ საინტერესო ის არის, რომ ამ მსახიობმა თავისი დიდი წინაპრის რობერტ კეიტსბის როლი შეასრულა. ხოლო, ამ ისტორიულმა პერსონაჟმა სახელი იმით გაითქვა, რომ «დენთის შეთქმულების» სულისჩამდგმელი იყო, რომელიც ბრიტანეთის მეფის წინააღმდეგ მზადდებოდა. კიტის დედა კეიტსბის პირდაპირი შთამომავალია და 4 საუკუნის შემდეგ, ჰარინგტონმა თავისი ნათესავი ფილმში — «დენთი» (Gunpowder, 2017) განასახიერა.


ტომ ჰენქსი და აბრაამ ლინკოლნი
image


ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა ისეთი დიდი როლით, როგორიც მაგ., ფორესტ გამპი, ასევე დიდი ადამიანის შთამომავალია. აღმოჩნდა რომ მისი წინაპრებს შორის, არც მეტი, არც ნაკლები, თავად აბრაამ ლინკოლნია!


კათრინ ჰეპბერნი და ელეონორ აკვიტანიელი
image


კათრინ ჰეპბერნი ძველი ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება. მას ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, ოთხჯერ მიენიჭა კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდო — «ოსკარი» (1934, 1968, 1969, 1982).

ამ ჯილდოებიდან ერთ–ერთი, მსახიობმა ელეონორ აკვიტანიელის როლის («ლომი ზამთარში», 1968) შესრულებისთვის მიიღო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კათრინ ჰეპბერნი — დედოფლის პირდაპირი შთამომავალი იყო.


რობერტ პეტინსონი და ვლად ცეპეში
image


რობერტ პეტინსონი ვერ იტანს საკუთარ პერსონაჟს ფილმიდან «ბინდი» (2008). მაგრამ ასეთ ფესვებით, მსახიობს ვამპირის როლის შესრულება, დაბადებიდან უკვე განსაზღვრული ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ რობერტი ვლად ცეპეშის, ანუ დრაკულას* ნათესავია. სწორედ ეს ისტორიული პიროვნება გახდა აბრაჰამ (ბრემ) სტოკერის შთაგონების წყარო, ცნობილი რომანის — «დრაკულას» დაწერისთვის. ხოლო, ეს წიგნი, მოგვიანებით, ვამპირების შესახებ, მრავალი სხვა რომანტიკული ისტორიის წყარო გახდა, რომელთა შორის, იყო «ბინდიც».



კლინტ ისტვუდი და ჰენრი I
image


ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ვესტერნის საკულტო ვარსკვლავი, კლინტ ისტვუდი სამეფო დინასტიის შთამომავალია. ცნობილი მსახიობი ჰენრი I გენეალოგიის ხეზეა დაფიქსირებული, რომელიც ბრიტანეთს 1100 – 1135 წლებში მართავდა.


ბენედიქტ კამბერბეჩი და რიჩარდ III
image


ბენედიქტ კამბერბეჩიმა სახელი შერლოკ ჰოლმსის როლის შესრულებით გაითქვა. მაგრამ, გაირკვა, რომ მას საამაყოდ საქმე გენეალოგიის მიმართულებითაც ჰქონია — მისი შორეული წინაპარი რიჩარდ III იყო. კამბერბეჩიმ დიდი წინაპრის როლი 2012 წ. სერიალში — «ცარიელი გვირგვინი» შეასრულა.


* რუმინეთის ტურისტულმა ბიურომ ბროშურა გამოუშვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს XV საუკუნეში მცხოვრებ, ვალახეთის მმართველ გრაფ დრაკულასთან. ვლად დრაკულამ თავის დროზე, სახელი სისასტიკით გაითქვა, ხოლო საუკუნეების შემდეგ ბრედ სტოკერის რომანის – «დრაკულას» (1897 წ.) პროტოტიპი გახდა. ტურისტულ ბროშურას ბრიტანეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მაგ, ბრიტანული The Telegraph-ი წერდა, რომ რუმინელებმა მონარქიული დინასტიის წარმომადგენლები დრაკულას მემკვიდრეებად იმიტომ გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში ბრიტანელი ტურისტების რიცხვი გაეზარდათ.

თუმცა, რუმინელებმა წარმოადგინეს მარია ტეკელის (დედოფალი მერი) საგვარეულო ხე, რომლის მიხედვით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კავშირი, ტრანსილვანიერ გრაფთან ნამდვილად დასტურდება. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* გამოქვაბულში გაუჩინარებული მამაკაცი 20 წლის შემდეგ დაბრუნდა და იდუმალ მიწისქვეშა ცივილიზაციაზე ალაპარაკდა

* მეცნიერებმა მრავალსაუკუნოვანი საიდუმლო ამოხსნეს და ზღვის ვარსკვლავს თავი მდებარეობა დაადგინეს

* გენიალური ვანდალიზმი (25 ფოტო)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
684
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0