სხვა რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ მეხსიერებას? 2022, 9 მაისი, 9:54 როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, "ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ". ეს კი ნიშნავს, რომ საკვებს შეუძლია დაგვეხმაროს სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში. სწორად შერჩეული რაციონი ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ტვინის უკეთ მუშაობას. სწორად კვება საჭიროა დავიწყოთ დილიდანვე. საუზმის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება, თუმცა ასევე აუცილებელია სადილი და მსუბუქი ვახშამი. №1 კვერცხიერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი, რომელიც საუზმეზეც და ვახშამზეც შეიძლება მივირთვათ, კვერცხია. კვერცხი მთლიანად უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ორგანიზმისთვის საჭიროა ცილაც და გულიც. ეს პროდუქტი შეიცავს უამრავ სასარგებლი ელემენტებს. ორგანიზმის მიერ განსაკუთრებით კარგად შეითვისება თოხლოდ მოხარშული კვერცხი, მაგრად მოხარშული კვერცხი ნაკლებად სასარგებლოა. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ კვერცხს, კარგად სწავლობენ, რადგან ახალი მასალის აღქმის პროცესი და მისი დამახსოვრება უფრო სწრაფად ხდება. კვერცხი სასარგებლოა აგრეთვე მოზრდილთათვისაც, რამდენადაც დემენციის განვითარებას აფერხებს. №2 შვრიის ფაფაბავშვობიდან ჩვენთვის ნაცნობი შვრიის ფაფა, ეხმარება ტვინს მუშაობის გაუმჯობესებაში, რამდენადაც ის ფოლის მჟავას შეიცავს. გარდა ამისა, შვრია ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას, იმუნიტეტის გაძლიერებას და ალცჰაიმერის დაავადების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა. №3 კენკრის და მწვანე ბოსტნეულის სმუზიიმ ადამიანებისთვის, ვისაც საუზმე არ უყვარს, საუკეთესო ვარიანტია, სასარგებლი და ნოყიერი კენკრისა და მწვანე ბოსტნეულის სმუზი. ნივთიერებები, რომლებიც ამ პროდუქტშია, ამცირებს გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების რისკს, აღადგენს მეხსიერებას და მთლიანობაში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. №4 თხილეულიუბრალო და კალორიული პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ საუზმეზე, არამედ წასახემსებლადაც. განსაკუთრებით სასარგებლოა ნოგოზი, რამდენადაც ის შეიცავს ალფა ლინოლენის მჟავას, რომელიც ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და აფერხებს დემენციის წარმოშობას. №5 სელის თესლიამ პროდუქტის დამატება შეიძლება დილის ფაფაში. სელის თესლი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა, რომელიც არა მხოლოდ ტვინისთვის, არამედ გულსისხლძარღვთა სისტემის კარგი მუშაობისთვისაა აუცილებელი. ვინც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და ტვინის მუშაობის გაუმჯობესება სურს, საჭიროა შეზღუდოს ტკბილი ნახშირწყლების (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და ლაქტოზა) მოხმარება, განსაკუთრებით სამრეწველო წარმოების, რამდენადაც ისინი შეიცავს მავნე ტრანს-ცხიმებს, რომელიც გონებრივ დაღლილობას იწვევს. თუმცა ტკბილეულის სრულად აკრძალვა არ ღირს, უბრალოდ პროდუქტების სწორად შერჩევაა საჭირო. გადახედეთ:როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ 3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს? ზიონ კლარკი-სპორტსმენი ნახევარი ტანით (+ვიდეო) ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+) არტ-პროექტის შიშველი მოდელები ბუნების პეიზაჟების ფონზე - შეეცადეთ იპოვოთ უჩვეულო გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა 153 5-ს მოსწონს |