x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად
image

ყავის ზომაზე მეტი რაოდენობის მიღებას არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება, რაც ყველა ჩვენგანს შეიძლება დაემართოს. როდის გამოვლინდება და როგორ მივხედოთ მისგან გამოწვეულ შედეგებს?

კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, გვეხმარება ენერგიის მოზღვავებაში, გვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ სამსახურეობრივ და საყოფაცხოვრებო ამოცანებს, წარმატებით ჩავატაროთ საქმიანი შეხვედრები და მოვასწროთ ყველაფერი დადგენილ ვადებში.

image

მაგრამ ზოგჯერ ერთი ფინჯანი ყავა არ გვყოფნის და აი, უკვე მეორეს ვისხავთ. შემდეგ ვგრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის–გვეწყება თავის ტკივილი, ხელები გვიკანკალებს. ასე ვლინდება ყავის დოზირების გადაჭარბების სიმპტომები.

ძალიან ბევრი ყავა–ეს რამდენია?

ზოგისთვის ერთი ფინჯანი ყავა დღეში, საკმარისია ტონუსში მოსაყვანად და ძილის რითმის დარღვევასაც კი იწვევს, ზოგს კი შეუძლია 5, 7, 10 ფინჯანი დალიოს. თუმცა, როგორც არ უნდა მოქმედებდეს თქვენზე ყავა, არსებობს კოფეინის მეცნიერულად დასაბუთებული ზღვარი, რომელიც დღე-ღამეში უნდა მივიღოთ. იგი 400 მგ.-ს შეადგენს, ანუ 3-4 ფინჯან ყავას უდრის. ეს 3-4 ფინჯანი ჯანმრთელობას არ ვნებს, ამაზე მეტი კი უკვე საზიანოა. ამას გარდა არსებული ნორმაც შესვენებებით უნდა დავლიოთ და არა ერთ ჯერზე.

image

კოფეინის ზედმეტი დოზირების სიმპტომები

კოფეინი ნერვული სისტემის სტიმულატორია, ამიტომ მისი ზედმეტობა ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ზედოზირების გავრცელებული ნიშნებია: ტანის და ხელების კანკალი, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, დიარეა, გულისცემის გახშირება.


image

ხან აღნიშნული სიმპტომები უცბად არ ვლინდება, თუნდაც დღეში 5 ფინჯან ყავას სვამდეთ. კოფეინი თანდათან გროვდება ორგანიზმში, და აი, მაშინ იწყება უსიამოვნო შეგრძნებები.

image

ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინი უძილობას იწვევს.

ყავის რაოდენობის უცბად შემცირებაც არ შეიძლება (რადგან მან მიჩვევა იცის) და შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის წვა, გულის რითმის დარღვევა.

როგორ შეიძლება ყავისგან მიღებული ნეგატივის განეიტრალება?

1. დალიეთ წყალი

თუ ყავის გავლენას გრძნობთ, დაიწყეთ რაც შეიძლება მეტი წყლის სმა. კოფეინმა შეიძლება იმოქმედოს როგორც შარდმდენმა საშუალებამ, ამიტომ გაუწყლოება მხოლოდ აძლიერებს ნეგატიურ სიმპტომებს, ამის გამო აუცილებელია მთელი დღის განმავლობაში ბევრი წყალი მივიღოთ.

2. გაისეირნეთ

მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ თავის ტკივილის დროს.

3. სცადეთ სუნთქვითი ვარჯიშები

ერთ-ერთი მარტივი და გავრცელებული ტექნიკა: დაწოლილ ან მჯდომარე მდგომარეობაში ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად, როცა მკერდი მაღლა აიწევა, რამდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ.

image

0
286
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0