x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უჩვეულო გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა
კლასიკური, დისნეილენდის მსგავსი გასართობი პარკები, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. თუმცა არსებობს უცნაური თემატური პარკებიც, რომელთაგან ზოგიერთი იმდენად უჩვეულოა, რომ ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანი ალბათ არც კი მოისურვებს ასეთი ადგილის მონახულებას.


კროკოზავრების ყურე


ეს უჩვეულო პარკი ავსტრალიაში, მთლიანად ნიანგებს აქვს დათმობილი, რომლებიც აქ ორ ასეულზე მეტია. კროკოზავრების ყურეში გაეცნობით ყველაფერს უძველეს რეპტილიებზე, ყველაზე გამბედავებს კი შეუძლიათ თავი გამოსცადონ პოპულარულ სიკვდილის გალიაში. ვინც გარისკავს, 15 საშინელ წუთს გაატარებს უზარმაზარი ნიანგების გვერდით.


image

image


ქონდრისკაცების იმპერია

იგი ჩინეთში, ქალაქ კუნმინთან მდებარეობს. ეს თემატური პარკი ყურადღებას იქცევს იმით, რომ მისი კონცეფცია აგებულია ჯუჯებზე. ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონსაწინააღმდეგოა, მაშინ როცა სხვები თვლიან რომ ეს კარგი შესაძლებლობაა ჯუჯებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან ამ სამსახურში. სხვადასხვა ადამიანების შეხედულებებისგან განსხვავებით ქონდრისკაცების იმპერია ჯერ კიდევ არსებობს და იქ დასაქმებულია 100 ადამიანი, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ პატარა სოკოსმაგვარ სახლებში. ზოგიერთის აზრით, ეს არა თემატური პარკია, არამედ შოუ. აქ სტუმრებს ელოდებათ ცეკვები, სიმღერები, თამაშები ზღაპრებიდან და ჯუჯების მეფეც კი.


image


image

image


ბავშვების რესპუბლიკა


როგორც იქნა, ბავშვებს შეუძლიათ მივიდნენ თემატურ პარკში და გაიგონ, თუ რამდენად მოსაწყენია მოზრდილთა ცხოვრება. ბავშვების რესპუბლიკა, ცნობილი ასევე, როგორც ბავშვების ქალაქი, გასართობი პარკია ლა-პლატა პარტიდოში (არგენტინა). პარკი გაიხსნა 1950 წელს, უოლტ დისნეის მონაწილეობით, რომელსაც იმ დროს უკვე გეგმაში ჰქონდა დისნეილენდის გახსნა. პარკი მინიატურული მოდელია ქალაქისა, რომელსაც აქვს საკუთარი პარლამენტი, ეკლესია, თეატრი, აეროპორტი და ა.შ. რაც დამახასიათებელია ნამდვილი ქალაქებისთვის. აქ წელიწადში ერთხელ სესია იმართება, რომელზეც რესპუბლიკის მთავრობას ირჩევენ.


image


ლავლენდი


დასახელების მიხედვით, ალბათ უკვე მიხვდით ამ თემატური პარკის დანიშნულებას. სინამდვილეში, ლავლენდი ეძღვნება არა იმდენად სიყვარულს, რამდენადაც სქესთა შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხს. პარკი მდებარეობს სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუზე და 140-ზემეტი სკულპტურაა გამოფენილი მხოლოდ მოზრდილთათვის. აქ, რა თქმა უნდა, არის ბავშვების მოედანიც, მაგრამ როგორ აუხსნით ბავშვს, თუ რა ფალოსური ფორმის ქანდაკება დგას პარკის შესასვლელთან?


image

image

image


ეკოალბერტის პარკი


ეს პარკი მექსიკაში მდებარეობს. ტრადიციული აუზის, დაივინგის, კაიაკინგის და ა.შ. გარდა, მნახველებს შეუძლიათ მიიღონ საზღვრის გადაკვეთის გამოცდილება არალეგალური მიგრანტის ხარისხში. 250 დოლარად შეგიძლიათ გამოსცადოთ თავი და გაიგოთ, თუ რაზე მიდიან აშშ-ის საზღვარზე არალეგალურად გადასვლის მსურველები. საოცარია, მაგრამ ეს ატრაქციონი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენადაც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურობასთან. იგი თვალნათლივ აწვდის ინფორმაციას ყველა მსურველს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის საშიშროების შესახებ.


image

image

image


საბჭოთა ბუნკერი


ვილნიუსში (ლიეტუვა) გახსნილია აღნიშნული ატრაქციონი, სადაც ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა გაიგოს, თუ რას ნიშნავდა საბჭოთა მოქალაქეობა. რთულია იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება ბუნკერის გარემო რეალობას, მაგრამ ეს თავგადასავალი მშიშრებისთვის არ არის. ორი საათის განმავლობაში სტუმარი თავის თავზე გამოსცდის იმ დროის ცხოვრების ყველა ელემენტს. აღსანიშნავია, რომ ატრაქციონი რეალურ საბჭოთა ბუნკერში მდებარეობს, რომელიც საბჭოთა არმიის თავდაცვის სისტემის ელემენტი იყო. მნახველებს მოართმევენ საბჭოთა საკვებს, მოარგებენ აირწინაღს და რა თქმა უნდა მიიღებენ ტრადიციულ ერთ ჭიქა არაყს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ.


image

image

image






იხილეთ შემდეგი:






ვატერლოოს კბილები: როგორ აქციეს ცინიკურმა დანტისტებმა ჯარისკაცების გვამები ბიზნესად

image

გიგანტური ობიექტები და ადამიანები

image

საინტერესო ფაქტები კაზინოს და აზარტული თამაშების ისტორიიდან

image

კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image

ასეთი რესტორნების არსებობა რთული დასაჯერებელია

image

ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image

როგორ გამოიყურება მიკროსკოპის ქვეშ ჩვენი ორგანოები, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესი და ა.შ. (+ვიდეო)

image

ხუთი ცხოველი, რომელთა შექმნისას დედა-ბუნება "ცუდ ხასიათზე იყო" (+ვიდეო)

image

მსოფლიოს ყველაზე საოცარი საინჟინრო ქმნილებები

image






0
1444
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1444